მოიძებნა 668064 ჩანაწერი
23581.
ქართველოლოგი | ტომი 16, მეფისნაცვალ მიხეილ ვორონცოვის კულტურულ-საგანმანათლებლო პოლიტიკის შეფასებისათვის
საამისოდ გადადგმული იყო კიდევაც პირველი ნაბიჯები.
The first steps were indeed taken to this end.
23582.
ქართველოლოგი | ტომი 16, მეფისნაცვალ მიხეილ ვორონცოვის კულტურულ-საგანმანათლებლო პოლიტიკის შეფასებისათვის
კერძოდ, 1842 წელს დ. ყიფიანმა დააარსა „ტფილისის კერძო ბიბლიოთეკა“ - საზოგადოებრივ ინიციატივაზე დაფუძნებული პირველი საზოგადოებრივ-კულტურული და საგანმანათლებლო დაწესებულება;
In particular, in 1842 D. Qipiani founded the "Private Library of Tbilisi" – the first social-cultural and educational institution based on social initiative;
23583.
ქართველოლოგი | ტომი 16, მეფისნაცვალ მიხეილ ვორონცოვის კულტურულ-საგანმანათლებლო პოლიტიკის შეფასებისათვის
მისი წევრები იყვნენ: ალ. ჭავჭავაძე, ნ. ბარათაშვილი, გრ. და ვ. ორბელიანები, მ. თუმანიშვილი, ზ. ფალავანდიშვილი და სხვ.
Its members were A. Chavchavadze, N. Baratashvili, G. and V. Orbelianis, M. Tumanishvili, Z. Palavandishvili, and others;
23584.
ქართველოლოგი | ტომი 16, მეფისნაცვალ მიხეილ ვორონცოვის კულტურულ-საგანმანათლებლო პოლიტიკის შეფასებისათვის
უნდა აღინიშნოს მანანა ორბელიანის ლიტერატურული სალონიც, სადაც წარმოიშვა და დამუშავდა არაერთი ეროვნული მნიშვნელობის იდეა (პროფესიული ქართული თეატრის ჩამოყალიბება, ჟურნალ „ცისკრის“ დაარსება და სხვ.).
Mention should also be made of Manana Orbeliani’s literary salon, where quite a few ideas of national significance originated and were elaborated (the setting up of a professional Georgian theatre, the foundation of the "Tsiskari" magazine, etc.).
23585.
ქართველოლოგი | ტომი 16, მეფისნაცვალ მიხეილ ვორონცოვის კულტურულ-საგანმანათლებლო პოლიტიკის შეფასებისათვის
ქართველ მოღვაწეთა მოწინავე ნაწილისა და ვორონცოვის გეგმები დაემთხვა ერთმანეთს.
The plans of the progressive part of Georgian figures and those of Vorontsov coincided.
23586.
ქართველოლოგი | ტომი 16, მეფისნაცვალ მიხეილ ვორონცოვის კულტურულ-საგანმანათლებლო პოლიტიკის შეფასებისათვის
ამგვარმა უნისონმა კულტურის სფეროში ხელისუფლებისა და საზოგადოების სათანამშრომლოდ შექმნა მყარი საფუძველი მისგან გამომდინარე უაღრესად პოზიტიური შედეგებით.
Such concord created a firm basis of cooperation between the authorities and public, with a highly positive outcome.
23587.
ქართველოლოგი | ტომი 16, მეფისნაცვალ მიხეილ ვორონცოვის კულტურულ-საგანმანათლებლო პოლიტიკის შეფასებისათვის
უნდა ითქვას, რომ თავისი ადმინისტრაციული და კულტურულ-საგანმანათლებლო რეფორმების განხორციელებისას ვორონცოვმა მთავარ თანამშრომლად და დასაყრდენად აირჩია დ. ყიფიანი.
It should be said that in order to implement his administrative and cultural-educational reforms Vorontsov chose Dimitri Qipiani as his principal collaborator and mainstay.
23588.
ქართველოლოგი | ტომი 16, მეფისნაცვალ მიხეილ ვორონცოვის კულტურულ-საგანმანათლებლო პოლიტიკის შეფასებისათვის
ბარონ ალ. ნიკოლაის მიერ იმპერიის უმაღლესი ხელისუფლებისადმი გაგზავნილი კონფიდენციალური მოხსენების მიხედვით, მიიჩნევდნენ „ავტონომიურ საქართველოზე მეოცნებედ“ და ს. კაკაბაძეც მას უწოდებს „ავტონომიის იდეის... თვალსაჩინო მოტრფიალეს“.
According to Baron A. Nikolai’s confidential report to the imperial government, Qipiani was considered to be "a dreamer for autonomous Georgia". S. Kakabadze too calls him "a prominent lover ... of the idea of autonomy".
23589.
ქართველოლოგი | ტომი 16, მეფისნაცვალ მიხეილ ვორონცოვის კულტურულ-საგანმანათლებლო პოლიტიკის შეფასებისათვის
დ. ყიფიანმა, თავის მხრივ, კავკასიაში განხორციელებული ძირეული ცვლილებები მაქსიმალურად შეუფარდა ქართველთა ეროვნულ-კულტურულ ინტერესებსა და საჭიროებებს.
For his part, D. Qipiani maximally aligned the radical changes implemented in the Caucasus to the national-cultural interests and needs of the Georgians.
23590.
ქართველოლოგი | ტომი 16, მეფისნაცვალ მიხეილ ვორონცოვის კულტურულ-საგანმანათლებლო პოლიტიკის შეფასებისათვის
ვორონცოვის „კავკასიური პოლიტიკის“ შეფასება ქართულ წყაროებსა და ლიტერატურაში დიამეტრულად განსხვავებულია - უაღრესად პოზიტიურიდან (გრ. ორბელიანი, დ. ყიფიანი, პ. იოსელიანი, ა. ფურცელაძე, ი. მეუნარგია, ა. ჯორჯაძე, მიხ. თამარაშვილი, შ. ამირეჯიბი, ს. ყუბანეიშვილი და სხვ.) უკიდურესად ნეგატიურამდე (ნ. ავალიშვილი, ვახტ. კოტეტიშვილი, ლ. ასათიანი, ს. გერსამია, ალ. კალანდაძე, რ. ჩხეიძე, ნ. ვახანია და სხვ.).
The assessments of Vorontsov’s "Caucasian policy" in Georgian sources and literature are diametrically opposed – from highly positive (G. Orbeliani, D. Qipiani, P. Ioseliani, A. Purtseladze, I. Meunargia, A. Jorjadze, M. Tamarashvili, Sh. Amirejibi, S. Qubaneishvili, and others) to extremely negative (N. Avalishvili, V. Kotetishvili, L. Asatiani, S. Gersamia, A. Kalandadze, R. Chkheidze, N. Vakhania, and others).
23591.
ქართველოლოგი | ტომი 16, მეფისნაცვალ მიხეილ ვორონცოვის კულტურულ-საგანმანათლებლო პოლიტიკის შეფასებისათვის
ვახტანგ კოტეტიშვილის შეხედულებით, „ვორონცოვის ხანა უნდა ჩაითვალოს იმ სისტემატური რეაქციის ეპიზოდად, რომელსაც მეფის რუსეთი აწარმოებდა საქართველოს მიმართ...“
In Vakhtang Kotetishvili’s view, "The Vorontsov era should be considered an episode of the systematic reaction carried on by tsarist Russia in relation to Georgia...".
23592.
ქართველოლოგი | ტომი 16, მეფისნაცვალ მიხეილ ვორონცოვის კულტურულ-საგანმანათლებლო პოლიტიკის შეფასებისათვის
„ვორონცოვმა დიდი სამსახური გაუწია რუსეთს, მაგრამ რა მფარველობა გაუწია საქართველოს, - არა ჩანს“.
"Vorontsov did a great service to Russia, but what protection did he render Georgia – there does not seem to be any".
23593.
ქართველოლოგი | ტომი 16, მეფისნაცვალ მიხეილ ვორონცოვის კულტურულ-საგანმანათლებლო პოლიტიკის შეფასებისათვის
„მართალია, მან ენერგიულად მოკიდა ხელი ჩვენს ქვეყანას, კულტურას თითქოს სათავეში ჩაუდგა, მაგრამ იგი თავის საქმეს აკეთებდა. და თუ ზოგჯერ ქართულ საქმეს გადმოხედავდა, ეს იყო თვალის ახვევა და შირმა...“.
"True, he took up care for our country’s culture energetically, - took the lead, as if, but he was doing his business, and if he occasionally took interest in the Georgian cause, it was an eye-wash and cover..."
23594.
ქართველოლოგი | ტომი 16, მეფისნაცვალ მიხეილ ვორონცოვის კულტურულ-საგანმანათლებლო პოლიტიკის შეფასებისათვის
„იგი ქმნიდა იმ ცენტრებს, სადაც აჩქარებით და სისტემით ხდებოდა ეროვნული დეგრადაცია...“.
"He created centres where national degradation occurred at a rapid pace and methodically...".
23595.
ქართველოლოგი | ტომი 16, მეფისნაცვალ მიხეილ ვორონცოვის კულტურულ-საგანმანათლებლო პოლიტიკის შეფასებისათვის
ვორონცოვის მიმართ წინააღმდეგობრივი დამოკიდებულება ჰქონდათ ნ. ნიკოლაძესა და, განსაკუთრებით, ალ. ორბელიანს, რომლის თხზულებებშიც ჩამოყალიბებულია ორი ურთიერთგამომრიცხავი თვალსაზრისი:
N. Nikoladze’s attitude to Vorontsov was contradictory: this is especially true of A. Orbeliani in whose works two mutually exclusive views are stated:
23596.
ქართველოლოგი | ტომი 16, მეფისნაცვალ მიხეილ ვორონცოვის კულტურულ-საგანმანათლებლო პოლიტიკის შეფასებისათვის
„ის დრო ვარანცოვისა საქართველოში, ჩუენგნით გამოუცდელი სულ სხუა გუარი მოსატყუებელი დრო იყო...მითამ კაიკაცობას გვაჩვენებდა, ნამეტნავად უფრო კიდევ იმათ მომატებით, ვინც რუსეთის ინტერესზე იქცეოდა... ვარანცოვამდისინ ქართუელები შორს ვიდექით რუსებზე და იმან რუსებში გაგვრია, შეგვაერთა ამ ცფიერმა დიპლომატმა“;
"That period of Vorontsov in Georgia was quite a different time for deceiving us – inexperienced as we were ...he pretended to show us his magnanimity, especially towards those who acted in Russia’s interests. Prior to Vorontsov we distanced ourselves from the Russians, and he mixed us up with the Russians, this sly diplomat joined us to the Russians";
23597.
ქართველოლოგი | ტომი 16, მეფისნაცვალ მიხეილ ვორონცოვის კულტურულ-საგანმანათლებლო პოლიტიკის შეფასებისათვის
მეორე მხრივ, ალ. ორბელიანის თქმით, „[ვორონცოვმა] მოგვცა ქართული თიატრი და ქართული სალიტერატურო ჟურნალი - „აჰა, მარადის გქონდეთ და თქვენის მამა-პაპის კარგის ენით ისიამოვნეთო“...
On the other hand, in Orbeliani’s words, [Vorontsov] gave us a Georgian theatre, a Georgian literary magazine – "Here you are, have it for eternity and take pleasure in your good language of your ancestors...".
23598.
ქართველოლოგი | ტომი 16, მეფისნაცვალ მიხეილ ვორონცოვის კულტურულ-საგანმანათლებლო პოლიტიკის შეფასებისათვის
კნიაზ ვარანცოვი იყო დიდი გონების კაცი, სრული განვითარებული და სურდა ჭეშმარიტად ჩვენი კეთილი.
Prince Vorontsov was a broad-minded man, fully developed and truly wished good for us.
23599.
ქართველოლოგი | ტომი 16, მეფისნაცვალ მიხეილ ვორონცოვის კულტურულ-საგანმანათლებლო პოლიტიკის შეფასებისათვის
ქართულ სამეცნიერო თუ პუბლიცისტურ ლიტერატურაში ვორონცოვის „კავკასიური პოლიტიკისადმი“ ნეგატიურ დამოკიდებულებას საფუძვლად ძირითადად ორი წყარო დაედო:
The negative attitude to Vorontsov’s "Caucasian policy" in Georgian scholarly and publicistic literature was largely based on two sources:
23600.
ქართველოლოგი | ტომი 16, მეფისნაცვალ მიხეილ ვორონცოვის კულტურულ-საგანმანათლებლო პოლიტიკის შეფასებისათვის
ალ. ორბელიანის ზემოხსენებული პირველი თვალსაზრისი (თუმცა იგნორირებულია მისივე მეორე _ პირველის გამომრიცხავი _ შეხედულება).
He above-mentioned first view of A. Orbeliani (though his second view - exclusive of the first – is ignored).