მოიძებნა 668064 ჩანაწერი
24681.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 86, ჰისტოლოგია
მიტოქონდრიების გაჯირჯვება, მათი მემბრანის რღვევა დაკავშირებულია ენერგიის მიღების მექანიზმის ცვლილებასთან სუნთქვით ჯაჭვში.
The swelling of mitochondria and destruction of their membranes is connected with the alteration of their biosynthetical activity and energy – catching mechanism in the respiratory chain.
24682.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 86, ჰისტოლოგია
თეთრი სისხლის ფორმიან ელემენტებში გოლჯის კომპლექსის შევიწროვება მიგვითითებს ცილოვანი პროდუქტების კონდენსაციის შეცვლაზე.
The change of the Golgi complex in the white blood cells points to the alteration in the condensation of protein products in the mentioned structures.
24683.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 86, ჰისტოლოგია
ფოსფორილაზური აქტივობა და გლიკოგენის შემცველობა სხვადასხვა ლოკალიზაციის სიმსივნეებში.
Phosphorylase activity and glycogen content in tumors of various localization.
24684.
ქართველოლოგი | ტომი 19, იოანე პეტრიწის ენა
იოანე პეტრიწის ენა.
Language of Ioane Petritsi.
24685.
ქართველოლოგი | ტომი 19, იოანე პეტრიწის ენა
იოანე პეტრიწის ენის სპეციფიკას, მის სტილს ქმნის ერთობლიობა იმ თავისებურებებისა, რომლებიც რთული ფილოსოფიური, მაღალი აზროვნებითი კატეგორიების გადმოცემის საჭიროებითაა გამოწვეული:
The specificity and style of Ioane Petritsi's language is created by unity of the peculiarities that are necessitated by requirement of conveying lofty intellectual categories:
24686.
ქართველოლოგი | ტომი 19, იოანე პეტრიწის ენა
ფილოსოფიური ცნებების სიმრავლე და მათი გამომხატველი ახალი ტერმინების სიუხვე;
Multiplicity of philosophic notions and abundance of terms expressing them; x
24687.
ქართველოლოგი | ტომი 19, იოანე პეტრიწის ენა
რთული სინტაქსური კონსტრუქციები;
Complex syntactic constructions;
24688.
ქართველოლოგი | ტომი 19, იოანე პეტრიწის ენა
ბერძნული ენისა და ბერძნული დედნის გავლენა ტერმინების კომპოზიციასა და წინადადების წყობაზე.
Influence of the Greek language and Greek original on composition of terms and order of sentences.
24689.
ქართველოლოგი | ტომი 19, იოანე პეტრიწის ენა
ინდივიდუალური სტილის თავისებურებანი, რაც ვლინდება ენის სინონიმურ საშუალებათა თავისებურ შერჩევასა და წინადადების თავისებურ წყობაში;
Peculiarities of individual style, which is revealed in an idiosyncratic choice of synonymous means of language and peculiar order of sentences;
24690.
ქართველოლოგი | ტომი 19, იოანე პეტრიწის ენა
ხოლო, მისი „განმარტების” სასაუბრო სტილის განმსაზღვრელი ფაქტორია ამ თხზულების სასწავლო დანიშნულება:
Eventually, conversational style of the "Commentaries" is determined by the educational purpose of the work:
24691.
ქართველოლოგი | ტომი 19, იოანე პეტრიწის ენა
იგი მოსწავლეთა, მსმენელთათვისაა გამიზნული.
It is aimed at an audience of students.
24692.
ქართველოლოგი | ტომი 19, იოანე პეტრიწის ენა
თავისებურებათა მთელი ეს კომპლექსი ქმნის იოანე პეტრიწის თვითმყოფად სტილს.
This complex of peculiarities creates an original and unique linguistic style of Ioane Petritsi.
24693.
ქართველოლოგი | ტომი 19, იოანე პეტრიწის ენა
შუა საუკუნეების დიდი მოაზროვნე-თეოლოგი იოანე პეტრიწი – „პლატონური ფილოსოფოსი“ (როგორც მას იხსენიებენ ხელნაწერების მინაწერები), ახალი ეტაპის წარმომადგენელია ქრისტიანული აზროვნების ისტორიაში.
A great medieval philosopher-theologian Ioane Petritsi, "the Platonic philosopher", as manuscript glosses name him, is a representative of a new stage in the history of Christian thought.
24694.
ქართველოლოგი | ტომი 19, იოანე პეტრიწის ენა
მისი ლიტერატურული მემკვიდრეობის შესწავლას დიდი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ ქართული, არამედ საერთოდ, აღმოსავლური ქრისტიანული სამყაროს შუა საუკუნეების ფილოსოფიის // თეოლოგიის განვითარების ტენდენციებისა და სპეციფიკის, ასევე, დასავლურთან მისი მიმართების დადგენისა და გაგებისათვის.
Study of his literary heritage has an immense importance for understanding the tendencies and specifics of development of medieval philosophy and theology not only in Georgia but in the Eastern Christendom in general. This study will also help to establish and shed light on the relationship between Eastern and Western Christian philosophy and theology.
24695.
ქართველოლოგი | ტომი 19, იოანე პეტრიწის ენა
სასწავლო სახელმძღვანელოების ნუსხა აკადემიის სახელით ცნობილი გელათის საღვთისმეტყველო-ლიტერატურული სკოლისა (XII-XIII სს.), რომელიც კონსტანტინოპოლის მანგანას უნივერსიტეტის ანალოგია საქართველოში და სადაც სწავლება თრივიუმ-ქუადრივიუმის აკადემიურ სისტემას ემყარებოდა, ფართოდ მოიცავს სწორედ იმ ნეოპლატონურ ლიტერატურას, რომელიც შუა საუკუნეების ევროპულ აკადემიებში სახელმძღვანელოებად გამოიყენებოდა.
The list of textbooks utilized in Gelati theological-literary school, conventionally called Gelati Academy, that is a Georgian analogue of the Constantinopolitan Mangana University, consists of Neo-Platonist literature and textbooks on the free arts – the trivium and quadrivium – similar to those that were widely used also in medieval European educational centers.
24696.
ქართველოლოგი | ტომი 19, იოანე პეტრიწის ენა
სწორედ ამ თხზულებათა თარგმანებისა და კომენტირების საფუძველზე დამუშავდა და ჩამოყალიბდა ქართული ფილოსოფიური ტერმინოლოგიის ფორმალურ-სემანტიკური სისტემა ეფრემ მცირის, არსენ იყალთოელისა და იოანე პეტრიწის ღვაწლითა და შრომით.
On the basis of translation of those works the formal-semantic system of Georgian philosophical terminology was elaborated and established through the efforts of Eprem Mtsire, Arsen Iqaltoeli and Ioane Petritsi.
24697.
ქართველოლოგი | ტომი 19, იოანე პეტრიწის ენა
იოანე პეტრიწმა გელათის აკადემიაში სასკოლო კომპენდიუმთა რიგში შეიტანა V საუკუნის გამოჩენილი ბერძენი ნეოპლატონიკოსის, პლატონის კათედრის დიადოხოსის, ანუ „მონაცვალის” (როგორც მას იოანე პეტრიწი უწოდებს), პროკლეს ცნობილი ტრაქტატი „თეოლოგიის საფუძვლები” Stoiceiwsiς Qeologikh, რომლის თარგმანსაც დაურთო “სქოლიოდ” წოდებული ვრცელი განმარტება, უნიკალური თავისი მნიშვნელობით, რადგანაც იგი შეიცავს არა მხოლოდ პროკლეს ფილოსოფიის დაწვრილებით განხილვას, არამედ, საზოგადოდ, ელინური (/პლატონური) ფილოსოფიის ძირითადი პრობლემების განხილვა-კომენტირებას და ანალოგიის მეთოდზე დაყრდნობით არსის ნეოპლატონური სტრუქტურის საკუთარი, ორიგინალური, ქრისტიანული თვალსაზრისით ინტერპრეტაციას.
Ioane Petritsi introduced among the compendia of the Gelati Academy the "Elements of Theology", a treatise of a 5th century outstanding Greek Neo-Platonist Proclus, a successor or "diadochus" of Plato's cathedra – as Petritsi calls him. To this treatise Petritsi added his scholia or commentaries, more extensive than the treatise itself. The commentaries are unique in their importance, for they consist not only of meticulous analysis of Proclus' philosophy, but in general discussion and explication of basic issues of Hellenic (Platonic) philosophy and an attempt to present, relying on the method of analogy, of his own, original, his Christianity-influenced interpretation of the Neoplatonic structure of reality.
24698.
ქართველოლოგი | ტომი 19, იოანე პეტრიწის ენა
პეტრიწის ნაშრომი თავისი ფორმითა და სტილით წარმოადგენს ლექციების ციკლს მსმენელი სტუდენტებისათვის, რომელთაც ავტორი აცნობს ელინ ფილოსოფოსთა ნააზრევს და თითოეული საკითხის განხილვისა და დასაბუთებისას ციტირებას ახდენს პლატონისა და აკადემიელების, არისტოტელესა და პერიპატოელების, პითაგორასა და პითაგორელების, სტოიკოსების; პლატონისა და არისტოტელეს კომენტატორების: პორფირიოსის, ასკლეპიოსის, პლოტინეს, ალექსანდრე აფროდისიელის და სხვათა ნაშრომებიდან.
In its form and style, Petritsi's work represents a cycle of lectures for his audience of students whom the author introduces into the thought of Hellenic philosophers. While discussing different issues, Petritsi quotes and analyses Plato and the Academics, Aristotle and Peripatetics, Pythagoras and Pythagoreans, Stoics; commentators of Plato and Aristotle: Plotinus, Porphyry, Iamblichus, Asclepius, Alexander of Aphrodisias and others.
24699.
ქართველოლოგი | ტომი 19, იოანე პეტრიწის ენა
იოანე პეტრიწის განმარტებანი შემმეცნებლისთვის, მსმენელისთვის, მოსწავლისათვის არის დანიშნული, ამიტომაც მის განმარტება-კომენტარებს თავიდან ბოლომდე გასდევს სასაუბრო კილო, ესაა მისი ენობრივი სტილის განმსაზღვრელი ძირითადი ფაქტორი.
Since the commentaries of Ioane Petritsi are aimed at students' ears, they thoroughly bear a conversational air, which is the main factor defining his linguistic style.
24700.
ქართველოლოგი | ტომი 19, იოანე პეტრიწის ენა
მეორე პირი – მსმენელი, მთელი განმარტების განმავლობაში მისი ყურადღების ცენტრშია.
Throughout the entire commentaries he addresses a second person, a hearer, a student, who is always in the center of his attention.