მოიძებნა 668060 ჩანაწერი
28001.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 91, კიბერნეტიკა
განხილულია დისკრეტულ მდგომარეობათა სიმრავლის მქონე ნახევარმარკოვული პროცესების მიმდევრობითი დეკომპოზიცია.
Successive decomposition of semi-markov processes with a discrete set of possible states is considered.
28002.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 91, კიბერნეტიკა
მოყვანილია შესაბამისი თეორემები.
Corresponding theorems are given.
28003.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 91, კიბერნეტიკა
პაკეტური შეცდომების გამასწორებელი მაღალი ეფექტურობისა და დეკოდირების მარტივი ალგორითმის მქონე კოდები.
Easily decodable, highly efficient, burst-error-correcting codes.
28004.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 91, კიბერნეტიკა
მოცემულია პაკეტური შეცდომების გამასწორებელი მაღალი ეფექტურობისა და დეკოდირების მარტივი ალგორითმის მქონე წრფივი კოდების კლასი.
A class of easily decodable, highly efficient, burst-error-correcting linear codes is described.
28005.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 91, მათემატიკა
დიდ რიცხვთა კანონი ბანახის სივრცეში.
The law of large numbers in a Banach space.
28006.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 91, მათემატიკა
შესწავლილია დიდ რიცხვთა კანონი ბანახის სივრცის გეომეტრიულ თვისებებთან დაკავშირებით.
The law of large numbers in Banach spaces with regard to their geometric properties is investigated.
28007.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 91, მათემატიკა
ორადობის თეორემები კომპლექსურ სივრცეებზე.
Duality theorems on complex spaces.
28008.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 91, მათემატიკა
მიღებულია ორადობის თეორემა ლოკალური კოჰომოლოგიის სივრცისათვის და მოცემული კომპლექსური სივრცის ჩაკეტილი სიმრავლეების კოჰომოლოგიის სივრცეებისათვის შესაბამისად.
General duality theorems suitable for local cohomology spaces and for cohomology spaces of the closed set in a given space with coefficients in a coherent analytic sheaf are presented.
28009.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 91, მათემატიკა
ზომადკოეფიციენტებიანი წრფივი შეუღლების ამოცანა ერთი კლასის სასაზღვრო წირის შემთხვევაში.
A problem of linear conjugation with measurable coefficients for a certain class of boundary curves.
28010.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 91, მათემატიკა
J* შეიცავს ისეთ წირებს უკუქცევის წერტილების გარეშე, რომლებიც შედგება სასრული რაოდენობის გლუვი და სასრული ბრუნვის რკალებისაგან.
The class of curves J* contains curves without a cusp, which consist of a finite number of smooth arcs and arcs with a bounded rotation.
28011.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 91, მათემატიკა
სწრაფმოქმედების აზრით წრფივი ოპტიმალური პროცესების თეორიისათვის.
Towards the theory of time optimal control linear processes.
28012.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 91, მათემატიკა
წრფივი სწრაფმოქმედების აზრით ოპტიმალური ამოცანებისათვის გლუვი შემომსაზღვრელი სიმრავლით ჩამოყალიბებულია თეორემა ბელმანის ფუნქციის დიფერენციალურობის შესახებ.
A theorem on the differentiability of Bellman’s function for time optimal control problems with smooth border of boundary set is adduced.
28013.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 91, მათემატიკა
დაფუძნებულია პონტრიაგინის მაქსიმუმის პრინციპში შემავალი შეუღლებული განტოლების ამონახსნის საწყისი მნიშვნელობების მოძებნის მეთოდი.
A method for finding the initial conditions for the solution of the conjugated system in Pontriagin’s maximum principle is proposed.
28014.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 91, მათემატიკა
სამგანზომილებიანი მრავალწახნაგთა კლასზე განსაზღვრული ერთი ინვარიანტის შესახებ.
On one invariant defined on the class of three-dimensional polytopes.
28015.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 91, მათემატიკა
განხილულია სამგანზომილებიან მრავალწახნაგთა კლასზე განსაზღვრული ერთი ინვარიანტის თვისებები.
Some properties of one invariant, defined on the class of three-dimensional polytopes, are considered.
28016.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 91, მათემატიკა
მტკიცდება, რომ არ არსებობს Ε<sub>3</sub> სივრცის მოძრაობათა ჯგუფი, რომლის მიმართ ტოლშედგენილობა ამ ინვარიანტით ხასიათდება.
It is established that there does not exist a group of motions of the space Ε<sub>3</sub> characterized by this invariant.
28017.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 91, მათემატიკა
ერთი წონიანი კლასის ფუნქციათა მუდმივზე ერთგანზომილებიანი გასვლის შესახებ.
On one-dimensional convergence toward the constant of the function of one weight class.
28018.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 91, მათემატიკა
მიღებულია ვ. პორტნოვისა და ფეფერმანის ანალოგიურ თეორემათა განზოგადება Α<sub>p</sub> კლასის არაკლებადი წონითი ფუნქციებისათვის.
Generalization of analogous theorems of Portnov and Fefferman is obtained for non-decreasing weight functions from the class Α<sub>p</sub>.
28019.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 91, მათემატიკა
სავსებით რეგულარულ სივრცეთა dim განზომილების აქსიომატიკა.
Axiomatics of the dimension dim in completely regular spaces.
28020.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 91, მათემატიკა
მოცემულია სავსებით რეგულარულ სივრცეთა დაფარვითი განზომილების აქსიომატური დახასიათება (აქსიომათა სისტემა დამოუკიდებელია). არსებითად გამოიყენება ავტორის მიერ განმარტებული ფარდობითი განზომილების ცნება.
An axiomatic characterization of the covering dimension dim in the class of all finite-dimensional completely regular spaces is given by means of the notion of a relative covering dimension introduced by the author.