მოიძებნა 668048 ჩანაწერი
33061.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 94, ქიმიური ტექნოლოგია
ნაჩვენებია, რომ დეპარაფინირებასთან ერთად ხდება გოგირდნაერთების და ორგანული მჟავების ადსორბციული გამოყოფა ლიგროინ-ნავთის ფრაქციებიდან, რის შედეგად იზრდება მათი თერმოჟანგვითი სტაბილურობა.
It is shown that, along with deparaffinization, adsorption separation of sulphur compounds and organic acids takes place from ligroin-kerosene fractions, leading to an increase of their thermal-oxidation stability.
33062.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 94, ციტოლოგია
დნმ-ის შემცველობის ციტოფოტომეტრია ინკუბაციის სხვადასხვა ვადის ქათმის ჩანასახის ჰეპატოციტებში.
Cytophotometry of DNA content in hepatocytes of chick embryo at various terms of incubation.
33063.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 94, ციტოლოგია
ჩატარებულია ინკუბაციის სხვადასხვა ვადის ქათმის ჩანასახის ჰეპატოციტებში დნმ-ის შემცველობის ციტოფოტომეტრია და დნმ-ის რაოდენობის შედარება ბირთვების ოდენობასთან.
The Cytophotometric content of DNA in chick embryo hepatocytes was studied and the data on DNA quantity were compared with nuclei sizes in various phases of incubation.
33064.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 94, ციტოლოგია
შემჩნეულია, რომ ბირთვების გადიდებას 1,5-1,7-ჯერ თან სდევს დნმ-ის რაოდენობის მცირე მომატება (10%).
A 1.5-1.7 increase of nucleus size was found to be accompanied by a slight (10 per cent) increase of DNA content.
33065.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 94, ციტოლოგია
როგორც ირკვევა, ქათმის ჩანასახის ჰეპატოციტებში ბირთვების ოდენობის მნიშვნელოვანი ცვლილებები ხდება მიტოზური ციკლის S-ფაზის დასაწყისში.
A significant increase of nuclei size in the chick embryo appears to occur at the onset of the S-phase of the mitotic cycle.
33066.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 94, ციტოლოგია
აქედან გამომდინარე დნმ-ის რაოდენობისა და ბირთვის ოდენობის დამოკიდებულების გრაფიკზე ადვილად გამოსაცნობია S-ფაზის დასაწყისში მყოფი ბირთვები, მაშინ, როდესაც დნმ-ის შემცველობის განაწილების ჰისტოგრამებზე ბირთვების ეს ნაწილი დიპლოიდური ბირთვების პიკს ერწყმის.
This facilitates the identification – according to size – of nuclei at the onset of the S-phase from curves of DNA-content dependence on nucleus area, whereas on the histogram of DNA distribution this part of the nuclei merges with the peak of diploid nuclei.
33067.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 94, ჰიდროტექნიკა
წვიმების საანგარიშო ინტენსივობის განსაზღვრა რეგრესიული ანალიზის მეთოდით.
Determination of calculated intensity of rainfall by the method of regression analysis.
33068.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 94, ჰიდროტექნიკა
სადაწნევო გვირაბებისა და მიწისქვეშა წყალდენების სეისმომედეგობის კვლევისათვის წყლის შიგა სეისმური წნევის გათვალისწინებით.
Towards the investigation of a seismicity of pressure tunnels and underground water-piping with regard to the effect of inside seismic pressure of water.
33069.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 94, ჰიდროტექნიკა
სასრული ელემენტების მეთოდის საფუძველზე დამუშავებულია მეთოდიკა, რომელიც იძლევა სადაწნევო გვირაბებისა და მიწისქვეშა წყალდენების კედლებში სეისმურ-დაძაბული მდგომარეობის განსაზღვრის საშუალებას წყლის შიგა სეისმური წნევის გათვალისწინებით.
The proposed technique of determining the seismic stressed state in the jacketing of underground water-piping, taking into account the inside seismic pressure of water, is based on the finite elements method.
33070.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 86, ელექტროქიმია
ანიონ S<sub>2</sub>O<sub>8</sub><sup>2-</sup>-ის აღდგენის შესწავლა ეთილენგლიკოლის ხსნარებიდან მყარ ელექტროდებზე.
Reduction of S<sub>2</sub>O<sub>8</sub><sup>2-</sup> anion from ethylene glycol solutions at solid electrodes.
33071.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 86, ელექტროქიმია
ტყვიისა და ბისმუტის მბრუნავ ელექტროდებზე შესწავლილია S<sub>2</sub>O<sub>8</sub><sup>2-</sup>-ის ელექტროაღდგენა ბლანტ გამხსნელ-ეთილენგლიკოლიდან.
Electrolytic reduction of S<sub>2</sub>O<sub>8</sub><sup>2-</sup> has been investigated at rotating Pb and Bi electrodes from an ethylene glycol viscous solvent.
33072.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 86, ელექტროქიმია
პროცესის სიჩქარის დამოკიდებულება მეტალების ნულოვანი მუხტის სიდიდეზე და ელექტროლიტის კონცენტრაციაზე გვიჩვენებს, რომ ანიონ S<sub>2</sub>O<sub>8</sub><sup>2-</sup>-ის აღდგენა ეთილენგლიკოლიდან ტყვიასა, ბისმუტსა და ვერცხლისწყალზე ემორჩილება ნელი განმუხტვის თეორიას.
The character of dependence of the reaction rate on the zero charge of metals and on the concentration of the electrolyte has revealed that for S<sub>2</sub>O<sub>8</sub><sup>2-</sup> reduction from ethylene glycol at Pb, Bi and Hg the theory of slow discharge is valid.
33073.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 86, ელექტროქიმია
მორეაგირე ნაწილაკის მუხტი ამ პროცესის დროს მოცულობითი ასოციაციის გამო აღმოჩნდა -1-ის ტოლი, ნაცვლად -2-ისა.
The charge of the reacting particle during this process resulting from volume association was found to be -1, instead of -2.
33074.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 86, ენერგეტიკა
დოლიანი ორთქლგენერატორების გაუჩერებლად გაწმენდის კინეტიკა.
Kinetics of continuous cleaning of drum steam-generators.
33075.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 86, ენერგეტიკა
დოლიანი ორთქლგენერატორების გაუჩერებლად გაწმენდის დროს გამოიყენება თერმულად არამდგრადი რეაგენტები. გაწმენდის პროცესში ხდება ამ რეაგენტებისა და მათ მიერ წარმოქმნილი კომპლექსური ნაერთების დაშლა. კომპლექსური ნაერთები წარმოიქმნება როგორც საქვაბე წყალში, ისე მინადუღში მყოფი კათიონების ხარჯზე. მინადუღის გახსნა, რეაგენტებისა და კომპლექსური ნაერთების დაშლა და ორთქლითა და მუდმივი გაქრევით მათი გატანა მიმდინარეობს გარკვეული სიჩქარეებით.
Continuous cleaning of drum steam-generators with complexons leads to their thermolysis and dilution of the scale with formation of complexonates; in addition, complexonates are almost instanteneously formed at the expense of cations diluted in the water; these complexonates are then thermolysed and carried away by the steam and blowing.
33076.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 86, ენერგეტიკა
ამ პროცესის კინეტიკის მათემატიკური აღწერა იძლევა დოლიანი ორთქლგენერატორების გაუჩერებლად გაწმენდის ოპტიმალური პირობების დადგენის საშუალებას.
Mathematical description of the process has permitted to obtain formulae enabling determination of optimal parameters of cleaning.
33077.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 86, ექსპერიმენტული მორფოლოგია
ჰიპოთალამურ-ჰიპოფიზური ნევროსეკრეტორული სისტემის ცვლილებები კლინიკური სიკვდილის შემდეგ.
Changes of the hypothalamo-hypophysial neurosecretory system after clinical death.
33078.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 86, ექსპერიმენტული მორფოლოგია
ძაღლების გაცოცხლებიდან 0,5 და 3 საათის შემდეგ განვითარებული მორფოლოგიური ცვლილებები მიუთითებენ ამ სისტემის გაძლიერებულ ფუნქციურ აქტივობაზე.
In ½ and 3 hrs after resuscitation of the animal the revealed morphological changes manifest high functional activity of that system.
33079.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 86, ექსპერიმენტული მორფოლოგია
1-10 დღის განმავლობაში - ფუნქციური აქტივობის პროგრესულ დაქვეითებაზე, 3 თვის შემდეგ კი ზომიერ ფუნქციურ აქტივობასთან მიახლოვებაზე.
From 1 to 10 days these changes show a progressive decrease of functional activity, approaching the state of moderate functional activity within 3 months.
33080.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 86, ექსპერიმენტული მორფოლოგია
გაცოცხლებიდან 6 თვის შემდეგ სუპრაოპტიკური ბირთვის სეკრეტორულ ნევრონებში აშკარად მჟღავნდება უჯრედშიდა რეგენერაციის ნიშნები.
In 6 months after resuscitation signs of intracellular regeneration are clearly evident in secretory neurons of the supraoptical nucleus.