მოიძებნა 668048 ჩანაწერი
34261.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 98, ბიოქიმია
აღმოჩნდა, რომ ექსტრაქტი შეიცავს არამარტო ტრანსკრიპციის შემაკავებელ, არამედ მასტიმულირებელ ფაქტორსაც.
The extract was found to contain both transcription-stimulating and inhibiting factors.
34262.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 98, ბიოქიმია
ორი საწინააღმდეგოდ მოქმედი ფაქტორის არსებობით აიხსნება ის მოვლენა, რომ ექსტრაქტი ხან მასტიმულირებელია, ხან მაინჰიბირებელი, ზოგჯერ კი საერთოდ არ მოქმედების ტრანსკრიპციაზე (როცა ფაქტორები აწონასწორებენ ერთმანეთს).
The existence of those two opposing factors accounts for the fact that the extract either stimulates or inhibits, or does not affect the synthesis at all (when the factors compensate each other).
34263.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 98, ბიოქიმია
ამასთანავე ცდების საფუძველზე დადგინდა, რომ ორივე აღმოჩენილი ფაქტორი ბირთვული წარმოშობისაა.
The nuclear origin of the fwo factors was demonstrated.
34264.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 98, ბიოქიმია
ბირთვული პროტეინკინაზის შესწავლა ნერვულ ქსოვილში.
Investigation of nuclear protein kinase in the nervous tissue.
34265.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 98, ბიოქიმია
გელ-ფილტრაციის მეთოდის და დაბალი იონური ძალის გამოყენებით ვირთაგვას თავის ტვინის ბირთვული ექსტრაქტიდან გამოყოფილ იქნა ციკლო-ამფ-დამოკიდებული პროტეინკინაზა, რომლის მოლ. წონაა 1,2 – 1,3·10<sup>3</sup>.
Cyclic AMP-dependent protein kinase has been isolated by Sephadex G-200 gel filtration of nuclear extract from rat brain, using low ionic strength. The molecular weight of this enzyme is 1.2 – 1.3·10<sup>3</sup>.
34266.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 98, ბიოქიმია
ციკლო-ამფ-თან ინკუბირების შემდეგ ეს ფერმენტი დისსოცირდება რეგულატორულ სუბერთეულად და კატალიტურ სუბერთეულად.
In the presence of cyclic AMP the enzyme dissociated into a regulatory subunit and a catalytic subunit.
34267.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 98, ბოტანიკა
გონგოლას (Sisymbrium l.) ახალი სახეობა დასავლეთ საქართველოდან.
A new species of Sisymbrium l. from western Georgia.
34268.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 98, ბოტანიკა
კლდე-ნაშალღორღიანთა ფლორისტული კომპლექსების კვლევისას აღმოვაჩინეთ მეცნიერებისათვის ახალი სახეობა - Sisymbrium praetermissum T. Mardalejschvili.
A new species to science – Sisymbrium praetermissum T. Mardalejschvili is described.
34269.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 98, ბოტანიკა
ტექსტში მოცემულია სახეობის ლათინური და რუსული დიაგნოზი, ხაზგასმულია ძირითადი ტაქსონომიური ნიშნები.
The basic taxonomic signs are stressed and its relationship with high-mountain S. lipskyi N.Busch is considered.
34270.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 98, ბოტანიკა
სახეობა ფრიად საინტერესო და იშვიათია, მიეკუთვნება ცენტრალურ-კოლხურ კლდე-ტყის კომპლქსების ჰემიქსეროფილურ ჯგუფს.
The species is very rare and interesting; it belongs to the central Kolkhetian hemixerophilic groups of the rock-forest complex.
34271.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 98, ბოტანიკა
სახეობის ფორმირების პერიოდი პლეისტოცენითაა ნავარაუდევი და ემთხვევა ხმელთაშუაზღვეთის ტიპის მუხნარ-ჯაგრცხილნარი ტყის მშრალი ტიპების მასიური გავრცელების პერიოდს კოლხეთში.
The formation of the species described is supposed to refer to the Pleistocene, to the period of the mass thriving in Kolkheti of the main dry types of the Quercetum-carpinosum (Q. iberica Stev. + C. orientalis Mill.) forests of the Mediterranean type.
34272.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 98, ბოტანიკა
აღმოსავლეთ საქართველოს მდინარისპირა დაბლობების მცენარეულობა ჰოლოცენის ატლანტურ პერიოდში.
Forest vegetation in the valleys of eastern Georgia in the Atlantic period of the Holocene.
34273.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 98, ბოტანიკა
პალინოლოგიური მონაცემებით აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთი ტერიტორიისათვის შედგენილია ტყის მცენარეულობის განვითარების სქემა ატლანტურ პერიოდში.
The pattern of development of forest vegetation in the Atlantic period has been reconstructed according to the palynologic data from different areas of eastern Georgia.
34274.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 98, ბოტანიკა
ნიმუშები აღებულია მდ. მტკვრის, იორის, არაგვის, ხრამის, ალგეთის ხეობებიდან და მათი მომიჯნავე ტერიტორიებიდან.
The samples under study were obtained from the middle reaches of the Kura, Iori and Aragvi, and lower reaches of the Algeti and Khrami rivers and their adjacent territories.
34275.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 98, ბოტანიკა
თითოეული წერტილისათვის შედგენილია ციკლოგრამა.
Cyclograms were fitted to each point.
34276.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 98, ბოტანიკა
დადგენილია, რომ ატლანტური პერიოდი არის მდინარისპირა დაბლობების მაქსიმალური გატყევებისა და მთის წინაკალთებზე ტყის სარტყლების ფორმირების დრო.
The Atlantic period appears to have been the time of maximum forestation of the valleys and formation of forest belts on the ridge slopes.
34277.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 98, ბოტანიკა
ახალი მონაცემები მაჩიტისებრთა ოჯახის სისტემატიკაში.
New evidence on the systematics of Campanulaceae.
34278.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 98, გენეტიკა და სელექცია
საფუვრის ბუნებრივი პოპულაციიდან გამოყოფილი შტამების შედარებითი რადიომგრძნობელობის შესწავლა ულტრაიისფერი გამოსხივების მიმართ.
Study of the comparative radiosensitivity to ultraviolet radiation of yeast strains separated from a natural population.
34279.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 98, გენეტიკა და სელექცია
შესწავლილია საფუვრის ბუნებრივი პოპულაციიდან გამოყოფილი 10 შტამის შედარებითი რადიომგრძნობელობა ულტრაიისფერი გამოსხივების სხვადასხვა დოზის მიმართ.
The comparative rediosensitivity of 10 yeast strains separated from a natural population to different doses of UV radiation has been studied.
34280.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 98, გენეტიკა და სელექცია
ნაჩვენებია შესწავლილი შტამების რადიორეზისტენტულობის მაღალი დონე სხვა საქარომიცეტებთან შედარებით.
High radioresistance of the investigated strains in comparison to other saccharomyces has been demonstrated.