მოიძებნა 668048 ჩანაწერი
35581.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 99, ჰიდროტექნიკა
ჩატარებულია თბილისის წყალსაცავის ჰიდროქიმიური შედგენილობის გაზომვათა რაოდენობრივი ანალიზი, რის შედეგადაც გამოვლინებულია მათი კავშირი წყალსაცავში წყლის დგომის მოდულთან, წყალსაცავის ზედაპირიდან წყლის აორთქლებასთან და ანალოგიურ შედგენილობასთან სიონის წყალსაცავში.
Quantitative analysis has been carried out, dealing with the results of long-term investigations of the hydrochemical composition of water in the Tbilisi water storage basin. The analysis has revealed a relationship between the water quality in the storage basin under consideration and the modulus of water stagnation in the basin, as well as water mineralization in the Sioni storage basin.
35582.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 99, ჰისტოლოგია
ჰიპოქსიური ჰიპოქსიის გავლენა ვირთაგვას იუქსტაგლომერულური აპარატის უჯრედებზე.
The influence of hypoxic hypoxia on the cells of the rat’s juxtaglomerular apparatus.
35583.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 99, ჰისტოლოგია
შესწავლილია 24 ვირთაგვას თირკმელის იუქსტაგლომერულური აპარატი ჰიპოქსიური ჰიპოქსიის პირობებში ცდის მე-5-10-15 დღეზე.
The juxtaglomerular apparatus of 24 rats has been studied in conditions of hypoxic hypoxia on the fifth, tenth and fifteenth days.
35584.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 99, ჰისტოლოგია
ჩატარებული გამოკვლევებით დადგინდა, რომ 15 დღის ჰიპოქსიის შემდეგ იზრდება ეპითელოიდური უჯრედების გრანულირების ხარისხი, მატულობს გურმაგტიგის უჯრედების რაოდენობა, იცვლება მათი ლოკალიზაცია.
After 15 days of hypoxia the degree of granulation of epitheloid cells was found to be increased. The localization of Gormagtight cells is changed and an increase of the same cells takes place.
35585.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 99, ჰისტოლოგია
იმატებს მკვრივი ხალის უჯრედების რაოდენობა.
The number of macula densa cells is also increased.
35586.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
მხედველობითი ინსტრუმენტული რეფლექსები კორძიანი სხეულის სპლენიალური ნაწილის გაღიზიანებისას.
Visual instrumental reflexes at stimulation of the splenial part of the corpus callosum.
35587.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
შესწავლილია კორძიანი სხეულის სპლენიალური ნაწილის ელექტრული გაღიზიანების გავლენა კატის რეაქციაზე პირობითი მხედველობითი სტიმულის საპასუხოდ.
Electrical stimulation of the splenium of the corpus callosum was found to inhibit the cat’s response to conditional visual stimuli.
35588.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
გამოთქმულია მოსაზრება, რომ ტვინის ნახევარსფეროების ქერქის მხედველობის ველები შემაკავებელ გავლენას ახდენენ ერთმანეთზე კორძიანი სხეულის სპლენიალურ ნაწილში გამავალი ბოჭკოების საშუალებით.
It is suggested that the visual areas of the hemispheres can mediate reciprocal inhibitory influence via visual callosal pathways.
35589.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
პარაქლორფენილალანინის გავლენა ბიოგენური ამინების განაწილებაზე ვირთაგვის თავის ტვინში და ცხოველის მეხსიერებაზე.
The effect of parachlorphenylalanine on the distribution of amines in the brain and on the memory of rats.
35590.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ნაჩვენებია, რომ პარაქლორფენილალანინის ინტრაპერიტონეალური ინექცია იწვევს მონოამინოქსიდაზას აქტივობის ცვლილებას ტვინის განსხვავებულ უბნებში, რაც არ შეესატყვისება ენდოგენური სეროტონინის რაოდენობის შემცირებას ჰიპოკამპსა და ოთხგორაკში. ამავე დროს ჰემისფეროების წინა ნაწილსა და ჰიპოკამპში სტატისტიკურად სარწმუნოდ მცირდება ნორადრენალინის შეფარდება სეროტონინთან.
The biochemical changes caused by parachlorphenylalanine, such as the decrease in the ratio of noradrenaline to serotonin in the anterior regions of the cerebral hemispheres and in the hippocampus were found to account for the alteration of different types of memory in animals.
35591.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
აღნიშნული ბიოქიმიური ძვრები აადვილებს შიშის ემოციური რეაქციის ფორმირებას და შემონახვას, ხოლო თრგუნავს ორმხრივი განრიდების პირობით რეფლექსური თავდაცვითი ქცევის ჩამოყალიბებას და მის გამოვლინებას.
They essentially facilitate the processes of formation and maintenance of emotional reaction of fear in rats, suppress the formation and manifestation of conditioned defence behaviour, such as double avoidance, and have no effect on the reproduction and performance of the preliminary elaborated and consolidated defence behaviour.
35592.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
იგივე ბიოქიმიური ძვრები გავლენას არ ახდენენ ცხოველის გამომუშავებულ და გაავტომატებულ პირობით რეფლექსურ თავდაცვით ქცევაზე.
The results obtained allow to assume that different modes of manifestation of individual memory in animals must be based on different structural and neurochemical changes.
35593.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
სეროტონინის გავლენა პანკრეასის გარესეკრეციულ ფუნქციაზე.
Action of serotonin on the exosecretory activity of the pancreas.
35594.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
სეროტონინის, როგორც მცირე ისე დიდი დოზების, კუნთებში შეშხაპუნებისა ზრდასრულ ძაღლებში იწვევს თავიდანვე პანკრეასის სეკრეციის შეკავებას.
Intramuscular administration of both low and high doses of serotonin in adult dogs depresses the secretion of pancreatic juice.
35595.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ამასთან მისი ტუტიანობა კლებულობს, ხოლო დიასტაზას აქტივობა იზრდება.
At the same time the alkalinity of the juice decreases and the activity of diastase increases.
35596.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
სხვანაირად რეაგირებენ ლეკვები (3-4 თვის ასაკისა) - სეროტონინის იგივე დოზების კუნთებში შეყვანისას ძლიერ აიგზნება პანკრეასის სეკრეციული მოქმედება, ამ აგზნების მექანიზმში წამყვანი როლი უნდა ეკუთვნოდეს პარასიმპათიკუსს, რადგანაც ანტიქოლინესთერაზული ნივთიერებებით ხდება სეროტონინის ამგზნებელი მოქმედების გაძლიერება.
3-4 months-old puppies react quite differently to intramuscular administration of the same doses of serotonin. It strongly stimulates the secretion activity of the pancreas. The mechanism of the action of serotonin on pancreatic secretion can be explained as due to the excitation of the parasympathicus, since anticholinesterase substances increase the effect of serotonin.
35597.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ლურჯი ლაქის ელ. გაღიზიანებისა და ზოგიერთი ფარმაკოლოგიური ნივთიერების ინტრაპერიტონიალური ინექციის გავლენა ჰიპოკამპის ელექტრული გაღიზიანებით გამოწვეული კვალის განმუხტვაზე.
The effect of electrical stimulation of the Locus Coeruleus and intraperitoneal administration of some farmacological drugs upon the threshold of hippocampal afterdischarges.
35598.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ზრდასრულ კატებზე ქრონიკული ექსპერიმენტის პირობებში შევისწავლეთ შუა ტვინის ლურჯი ლაქის (Locus Coeruleus), რეზერპინის და L-დოფას გავლენა ჰიპოკამპის ელექტრული გაღიზიანებით გამოწვეული კვალის განმუხტვაზე.
The effect of electrical stimulation of the midbrain locus coeruleus upon the evoked paroxysmal activation of the dorsal hippocampus have been studied in chronic adult cats.
35599.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ნორადრენალინისა და დოფამინის გამომფიტავი ნივთიერების - რეზერპინის შეყვანა იწვევდა ჰიპოკამპის ეპილეპტოგენური გაღიზიანების ზღურბლის შემცირებას და ლურჯი ლაქის წინასწარი გაღიზიანების დამაკნინებელი ეფექტის მნიშვნელოვან შესუსტებას.
The stimulation of the locus coeruleus was found to result in a significant increase of the threshold of hippocampal afterdischarges. Reserpine, injected intraperitoneally, decreased the threshold of epileptogenic stimulation and diminished the inhibitory effect of locus coeruleus upon hippocampal afterdischarges.
35600.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
L-დოფას ინექცია რეზერპინიზებულ ცხოველებში ხელს უწყობდა ლურჯი ლაქის გაღიზიანების ეფექტის აღდგენას.
The effects of locus coeruleus stimulation, as well as the threshold of afterdischarges, recovered after intraperitoneal injection of L-DOFA.