მოიძებნა 668048 ჩანაწერი
35601.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ნოოტროპილის გავლენა კატის თავის ტვინის დიდი ჰემისფეროების ქერქის გამოწვეულ ტრანსკალოზალურ და პირველად პასუხებზე.
The effect of Nootropile on the transcallosal and primary evoked responses of the cat’s cerebral cortex.
35602.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
უნარკოზო, კურარიზებულ კატებზე ნაჩვენებია, რომ ნოოტროპილი ზრდის ტრანსკალოზალური პასუხების ამპლიტუდას, რომლებიც აღირიცხებიან დიდი ჰემისფეროების სომატოსენსორული ქერქიდან, მაგრამ არ მოქმედებს იმავე წერტილიდან გამოყვანილ პირველად პასუხებზე (ღიზიანდებოდა კონტრალატერალური წინა თათი).
In unanesthetized, curarized cats Nootropile was found to increase the amplitude of transcallosal responses recorded from the somatosensory area of the cerebral cortex. Nootropile did not affect the primary responses of the same cortical area elicited by stimulation of the contralateral forepaw.
35603.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ეს ეფექტი ნაჩვენებია როგორც ნივთიერების ვენაში შეყვანით (500 მგ/კგ), ისე თავის ტვინის ქერქზე გამომყვან ელექტროდთან მისი 50%-იანი ხსნარის აპლიკაციით.
This effect was found when Nootropile was administered intravenously (500 mg/kg) or applied locally near the recording electrode (50% solution).
35604.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
გამოთქმულია მოსაზრება, რომ ნოოტროპილი სპეციფიკურად მოქმედებს ქერქის იმ სტრუქტურებზე, რომლებიც მონაწილეობენ ტრანსკალოზალური პასუხების გენერაციაში.
It is suggested that Nootropile has a specific effect on the cortical structures involved in the generation of transcallosal responses.
35605.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ნერვის შიდაღეროვანი წნულის როლი მოქმედების პოტენციალის ფორმირებაში.
The role of intratrunkal plexus of the nerve in formation of action potential.
35606.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ნერვში მოქმედების პოტენციალის გავრცელებისას აქსონთა შიდაღეროვანი წნულის მიდამოში (Plexus ischiadicus) წარმოიშობა ნელი ჰიპერპოლარიზაციული ტალღა, რომელიც ნერვის გასწვრივ გადაიქცევა ნელ დეპოლარიზაციულ ტალღად.
During the conduction of an action potential in a nerve, a slow hyperpolarization wave arises in the region of intratrunkal axonal plexus (Plexus ischiadicus). While propagating it turns into a slow depolarization wave.
35607.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
შიდაჯგუფური რეაქციების ჩამოყალიბების თავისებურებანი ფილოგენეზური განვითარების სხვადასხვა საფეხურზე მდგომ ცხოველებში.
Peculiarities of the formation of intra-group reactions in animals of different phylogenetic levels.
35608.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ცდების შედეგად, რომლებიც ტარდებოდა აღწერილ ცხოველთა ურთიერთდამოკიდებულ პირობებში, შემჩნეული იყო გამომუშავებული შიდაჯგუფური რეფლექსების ჩაქრობის სიძნელე როგორც მაიმუნებში, ისე მტრედებში.
The results of the experiments made under conditions of the above-described interdependence of the animals revealed a difficulty in extinguishing the intra-group reflexes both in monkeys and in pigeons.
35609.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
მტრედებში და მაიმუნებში შიდაჯგუფური საკვებმომგებიანი რეფლექსების გამომუშავებისა და ჩაქრობის სისწრაფის შედარებისას ყურადღება ექცევა ამ სისწრაფის დამოუკიდებლობას ცხოველთა ფილოგენეზურ დონეზე.
A comparison of the rates of formation and extinction of the intra-group food-procuring reactions in pigeons and monkeys shows that they do not depend on the phylogenetic level of the animals.
35610.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ატროპინის და სკოპოლამინის გავლენა დიდი ტვინის ქერქის დენდრიტულ პოტენციალზე.
The effect of atropine and scopolamine on the dendritic potentials of the cerebral cortex.
35611.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
მწვავე ცდებში მოზრდილ კატებზე შევისწავლეთ ატროპინისა და სკოპოლამინის გავლენა თავის ტვინის ქერქის დენდრიტულ პოტენციალზე.
The effect of atropine and scopolamine on the dendritic potentials of the cat’s cerebral cortex has been studied.
35612.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ატროპინი და სკოპოლამინი მცირე დოზებში იწვევდა დენდრიტული პოტენციალის ამპლიტუდის ზრდას.
Atropine and scopolamine in low concentrations evoked an increase of the amplitude of the dendritic potentials.
35613.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
6-15 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა დენდრიტული პოტენციალის აღდგენა.
In 6-15 min. the amplitude of the dendritic potentials completely recovered.
35614.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
უფრო დიდ დოზებში ატროპინი და სკოპოლამინი დენდრიტული პოტენციალის ამპლიტუდას ამცირებდნენ ან მთლიანად თრგუნავდნენ.
In high concentrations atropine and scopolamine evoked a decrease of the amplitude of the dendritic potentials or they were completely inhibited.
35615.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ამპლიტუდის აღდგენას ჭირდებოდა 20-25 წუთი.
The recovery lasted 20-25 min.
35616.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ძილის პარადოქსული ფაზის დეპრივაციის გავლენა პირობითი აქტიური განრიდების გამომუშავებაზე.
Effect of paradoxical sleep deprivation on the acquisition of active avoidance test.
35617.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ვირთაგვებზე შევისწავლეთ ძილის პარადოქსული ფაზის დეპრივაციის გავლენა პირობითი აქტიური განრიდების გამომუშავებაზე.
The effect of PS deprivation on the acquisition of active avoidance test has been studied in rats.
35618.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
როგორც მიღებული შედეგებიდან ჩანს, ძილის პარადოქსული ფაზის დეპრივაცია აადვილებს პირობითი აქტიური განრიდების გამომუშავებას.
The data obtained indicate that PS deprivation facilitates and promotes the acquisition of active avoidance.
35619.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ვფიქრობთ, რომ პირობითი აქტიური განრიდების გამომუშავების გაადვილება ექსპერიმენტულ ცხოველებში გამოწვეული უნდა იყოს ცხოველთა მოტორული აქტივობის და ემოციურობის გაზრდით, რომელიც თან სდევს ძილის პარადოქსული ფაზის დეპრივაციას.
It may be suggested that facilitation of the acquisition of active avoidance test in the experimental rats must be produced by the augmentation of motor activity and emotionality due to PS deprivation.
35620.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
შიმპანზეს ტვინის ანალიზურ-სინთეზური ფუნქციის ერთ-ერთი გამოვლინების შესახებ.
On one of the manifestations of analytical-synthetical functions of the chimpanzee brain.