მოიძებნა 668048 ჩანაწერი
35621.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
გამომდინარე იქიდან, რომ „ნიმუშის მიხედვით ამორჩევის“ მეთოდი წარმოადგენს ტვინის ანალიზურ-სინთეზური ფუნქციის გამოკვლევის ერთ-ერთ ადეკვატურ მეთოდს, ჩვენ მიზნად დავისახეთ გაგვერკვია, განახორციელებს თუ არა შიმპანზე მხედველობითი ანალიზატორიდან შეხების ანალიზატორზე ინფორმაციის გადატანას.
Using a modified method of “selection of pattern” as one of the adequate methods of investigation of analytical-synthetical functions of the brain, the authors tried to elucidate whether chimpanzee could transfer the information from the visual analyser to the tactile not in response to the presentation of the pattern itself but in response to its signal significance.
35622.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
სიგნალური მნიშვნელობის ჩვენებაზე ადრე მაიმუნს გამომუშავებული ჰქონდა პირობითი ქცევა - მაიმუნი გარკვეული საკვების ჩვენებაზე ჟეტონის გროვიდან არჩევდა გარკვეული ფორმის ჟეტონს და მიართმევდა ექსპერიმენტატორს.
Conditioned reflex behavior to deliver figures of certain shapes to the experimenter in response to the presentation of certain food was elaborated in monkeys.
35623.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ასეთი გამოცდილების მქონე შიმპანზეს წინაშე დასმული იყო ამოცანა - სპეციალურ ყუთში მოთავსებული ჟეტონის გროვიდან აერჩია გარკვეული ფორმის ჟეტონი ბრმად, ხელის შეხებით, და მიერთმია იგი ექსპერიმენტატორისათვის.
Having such an experience, the monkey had to retrieve the figure blindly by touching the figure of certain shapes in response to presentation of food, the signal significance of which coincides with the given shape of the figure.
35624.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
გარკვეული საკვების ჩვენების საპასუხოდ ცხოველი ამას ასრულებდა სულ ადვილად პირველი ცდის დროსვე.
The animal solved this problem easily in the very first trial.
35625.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
სიგნალებს შორის დროის ინტერვალის შემცირების გავლენა აუდიო-ვიზუალური რეაქციის მამოძრავებელ კომპონენტზე.
The effect of decreasing time intervals between signals on the motor component of audio-visual reactions.
35626.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ხუთ კატაზე დადგენილია ცვლილებები სამიზნე რეფლექსისა და სხვა ქცევითი რეაქციების მიმდინარეობაში ბგერით პირობით სიგნალებს შორის დროის ინტერვალის შემცირებისას 7 სეკუნდამდე და უფრო მეტად.
In five cats some changes were established in the course of the “targeting reflex” and other behavioural reactions if the time intervals between the conditional acoustic signals were reduced to 7 sec. and less.
35627.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
დასაწყისში ეს ცვლილებები გამოიხატება ცხოველის მიერ საკვების მიღების დროის გახანგრძლივებაში ზოგ პირობით გამღიზიანებელზე რეაქციის შეწყვეტაში, რაც განიხილება როგორც ტვინის თვითრეგულაციური მოქმედება, რომელიც მიმართულია ინფორმაციული ნევროზის აცილებისაკენ.
These changes took place if the animals increased the food intake time and did not react to a part of the conditional stimuli. This phenomenon is considered to be a self-regulating activity of the brain which prevents the onset of informational neurosis.
35628.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
შემდგომი მუშაობა შემცირებული ინტერვალებით იწვევს უფრო ღრმა ცვლილებებს: ცხოველი უარს ამბობს საკვების მიღებაზე და მკვეთრად იზრდება მცდარ რეაქციათა რიცხვი, რაც მიუთითებს ისეთი მდგომარეობის განვითარებაზე, რომელიც ექსპერიმენტული ინფორმაციული ნევროზის უშუალო წინამორბედია.
Further influence of the signals under the conditions of reduced time intervals causes a refusal of food intake and a sharp increase in the number of wrong reactions. This points to the state directly preceding the experimental informational neurosis.
35629.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
კატის ვენტრო-პოსტერო-ლატერალური ბირთვის გაღიზიანების საპასუხოდ სომატოსენსორულ ქერქში წარმოქმნილი მოგვიანო უარყოფითი ტალღისა და ნელი უარყოფითი პოტენციალის ზოგიერთი მახასიათებელი.
Some characteristics of the delayed negative wave and slow negative potential generated in somato-sensory cortex evoked by the stimulation of thalamic VPL nuclei of the cat.
35630.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ვენტრო-პოსტერო-ლატერალური ბირთვის გაღიზიანებისას აღმოცენებულ პირველად პასუხს მოჰყვებოდა მოგვიანო უარყოფითი ტალღა, რომელიც უნდა გამოხატავდეს სომატოსენსორული ქერქის შუა შრეების ვარსკვლავისებური უჯრედების აგზნებას.
The primary response was followed by a delayed negative wave (DNW), this probably reflecting the excitation of the somato-sensory interneurons.
35631.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ზემოხსენებულ ტალღას თან სდევდა ნელი უარყოფითი პოტენციალი, რომელიც ქერქის ღრმა შრეებში განიცდიდა რევერსიას.
The threshold of the slow negative potential (SNP), that followed DNW, was higher than that of the primary response. SNP was reversed in the deep layers of the cortex.
35632.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
პირველადი პასუხის უარყოფითი ფაზის დეპრესია დაკავშირებული იყო ნელი უარყოფითი პოტენციალის წარმოქმნასთან.
The depression of the negative phase of the primary response must be related to the development of SNP.
35633.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
რეტიკულო-სეპტალური შესასვლელის როლი ჰიპოკამპის ნეირონთა სხვადასხვა ტიპის სენსორული რეაქციების ფორმირებაში.
The role of reticulo-septal inputs in the formation of different types of sensory reactions of the hippocampal neurons.
35634.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
დაუნარკოზებელ გაუმოძრავებელ კატებზე მწვავე ექსპერიმენტის პირობებში ვიკვლევდით რეტიკულო-სეპტალური შესასვლელის როლს ჰიპოკამპალური ნეირონების სენსორული რეაქციების ფორმირებაში.
The role of reticulo-septal inputs in the formation of various types of sensory reactions of the hippocampal neurons was studied in unanaesthetized immobilized acute cats.
35635.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
რეტიკულო-სეპტალური შესასვლელის გამოთიშვა, როგორც გამჭვირვალე ძგიდის მედიალური ბირთვების (გძმბ) ელექტროკოაგულაციით, ისე ამინაზინის მცირე დოზების ვენაში შეყვანით, იწვევდა სუმარული ელექტრული აქტივობის (თეტა-რიტმი) და ნეირონთა „ტონური“ რეაქციების დათრგუნვას.
The interruption of reticulo-septal input by means of electrocoagulation of the medial septal nuclei (MSN), as well as by the intravenous injection of aminazine caused a depression of hippocampal electrical activity (theta-rhythm) and “tonic” reactions of single neurons.
35636.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
გძმბ-ის ელექტროკოაგულაციისაგან განსხვავებით, ამინაზინის შეყვანა იწვევდა აგრეთვე ჰიპოკამპის ნეირონთა სპონტანური აქტივობის და „სპეციფიკური“ რეაქციების მნიშვნელოვან დაკნინებას.
Unlike the effect of electrocoagulation of MSN, aminazine, injected intravenously, caused also considerable reduction of spontaneous activity and complete depression of “specific” neural reactions.
35637.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ამინაზინი, რეტიკულური ფორმაციის გამააქტივებელი გავლენის დათრგუნვასთან ერთად, ჰიპოკამპის ნეირონულ აქტივობაზე უშუალოდაც უნდა მოქმედებდეს.
Thus, aminazine is thought to have a direct influence on the other structures of the brain, including the hippocampus.
35638.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
სტრიქნინის იონოფორეზული აპლიკაციის გავლენა კატის სენსომოტორული ქერქის ნერვულ და გლიურ უჯრედებზე.
Effect of iontophoretically applied strychnine on neural and glial cells in cat’s sensory-motor cortex.
35639.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
სტრიქნინის მიკროიონოფორეტიკული აპლიცირება კატის სენსომოტორული ქერქის ნერვულ და გლიალურ უჯრედებზე, მათი აქტივობის უჯრედშიდა გამოყვანისას, იწვევდა ნეირონების შპსპ შემცირებასა და დათრგუნვას, ხოლო გლიალურ უჯრედებზე არსებითად არ მოქმედებდა.
Microiontophoretic application of strychnine on intracellularly recorded neural and glial cells in cat’s sensory-motor cortex blocked IPSP in neurons but did not alter glial properties.
35640.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, ავტომატური მართვა და გამოთვლითი ტექნიკა
მასიური ხარჯვის მიკროტალღური სიხშირული გაზომვები.
Microwave frequency measurements of medium mass flow rate.