მოიძებნა 668048 ჩანაწერი
35681.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, ბიოქიმია
საკლავი ცხოველების სისხლის ფორმიანი ელემენტებიდან გაუფერულებული ცილების მიღების მეთოდი და მათი რეოლოგიური თვისებების შესწავლა.
A method of obtaining discoloured proteins from the blood cells of slaughter cattle and study of their rheological properties.
35682.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, ბიოქიმია
მოწოდებულია სისხლის ფორმიანი ელემენტებიდან გაუფერულებული ცილების მიღების მეთოდი და შესწავლილია მათი რეოლოგიური თვისებები.
A method is suggested for obtaining discoloured blood cell proteins from cattle and their properties have been studied.
35683.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, ბიოქიმია
რნმ-პოლიმერაზა C-ს კონფორმაციული ცვლილებების შესწავლა ფლუორესცენტული მეთოდით.
The study of conformational changes of RNA-polymerase C by the fluorescent method.
35684.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, ბიოქიმია
ფლუორესცენტული მეთოდით დნმ-ზე დამოკიდებული რნმ-პოლიმერაზა C-ს კონფორმაციული ცვლილებების შესწავლის საფუძველზე გაირკვა, რომ Mn<sup>2+</sup> იწვევს ფერმენტის ჰიდროფობური ზედაპირის გაზრდას, რის შედეგადაც ფერმენტის აქტიური ცენტრი სუბსტრატისათვის უფრო მისაწვდომი ხდება.
On the basis of a study of conformational changes of DNA-dependent RNA-polymerase C by the fluorescent method it has been observed that Mn<sup>2+</sup> causes an enlargement of the hydrophobic surface of enzyme, as a result of which the active centre of the enzyme becomes more accessible to the substrate.
35685.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, ბიოქიმია
ვირთაგვას ტვინის ბირთვული პროტეინკინაზას ზოგიერთი თვისება.
Some properties of nuclear protein kinase from rat brain.
35686.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, ბიოქიმია
შესწავლილია ვირთაგვას თავის ტვინიდან გამოყოფილი ბირთვული პროტეინკინაზის ზოგიერთი კინეტიკური თვისება.
Some kinetic parameters and substrate specificity of rat brain nuclear protein kinase I were investigated.
35687.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, ბიოქიმია
გამოთვლილია Km ატფ-ის (8 მკმ) და ტოტალური ჰისტონისათვის (5 მკმ).
Km, estimated for ATP in the standard assay conditions, is 8μM. Km for total histone amounts to 5μM.
35688.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, ბიოქიმია
სუბსტრატული სპეციფიკურობის შესწავლისას გაირკვა, რომ ეს ფერმენტი ააქტივებს როგორც F<sub>1</sub>, F<sub>2a</sub>, F<sub>2b</sub> და F<sub>3</sub> ჰისტონების, ისე კაზეინის ფოსფორილირებას.
Studies of substrate specificity indicate that enzyme phosphorylate all fractions of histone: F<sub>1</sub>, F<sub>2a</sub>, F<sub>2b</sub>, F<sub>3</sub>, as well as casein.
35689.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, ბიოქიმია
გამოთქმულია მოსაზრება, რომ თავის ტვინიდან გამოყოფილი ბირთვული პროტეინკინაზა თავისი თვისებებით წააგავს ღვიძლის ფერმენტს.
It is concluded that nuclear protein kinase I from nervous tissue is similar to the nuclear protein kinase from rat liver.
35690.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, ბიოქიმია
პოლიციკლურ ნახშირწყალბადებსა და ლიზოსომების ქოლესტერინს შორის არაფერმენტული რეაქციის მიმდინარეობის შესახებ.
On the mechanisms of nonenzymatic reaction between polycyclic hydrocarbons and lysosomal cholesterol.
35691.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, ბიოქიმია
შესწავლილია პოლიციკლურ ნახშირწყალბადსა და ლიზოსომის ქოლესტერინს შორის შესაძლო ურთიერთქმედება ულტრაიისფერი სხივების თანაობისას.
The interaction of lysosomal cholesterol with polycyclic hydrocarbons under exposure to ultraviolet radiation has been studied.
35692.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, ბიოქიმია
ელაგოტანინის წარმოშობა მუხის მერქნის ხნიერ პარენქიმულ უჯრედებში.
Formation of elagotannin in aging parenchymal cells of oak-tree woods.
35693.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, ბიოქიმია
დადგენილია, რომ მუხის მერქანში ელაგოტანინი წარმოიშობა და გროვდება 14-15 წლის ხნოვანების პარენქიმულ უჯრედებში, რომლებშიც გააქტივებულია სუნთქვითი პროცესი.
It is established that elagotannin is formed and accumulated in 14-15-year old parenchymal cells of oak-tree woods in which the respiratory process is activated.
35694.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, ბიოქიმია
ასეთ უჯრედებში არ მჟღავნდება მიტოქონდრიალური აქტივობა, რის გამოც გლიკოლიზის გზით წარმოშობილი პირუვატი, როგორც ჩანს, ვერ ჩაერთვება ლიმონმჟავის ციკლში და მთლიანად უკავშირდება ერითროზო-4-ფოსფატს.
In such cells mitochondrial activity is not detected; hence the pyruvate formed by the glycolytic pathway is apparently not included in the critic acid cycle and is entirely bound to erythrose-4-phosphate.
35695.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, ბიოქიმია
ეს კი საფუძველია ფენოლური ნაერთების, კერძოდ, ელაგოტანინის ინტენსიური სინთეზისა.
This is the beginning of an intensive synthesis of phenolic compounds, and of elagotannin in particular.
35696.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, ბიოქიმია
აღნიშნული პროცესი მიჩნეულია პათოლოგიურად და გრძელდება უჯრედის სრულ გამოფიტვამდე.
The process in question is considered to be pathological and continues until total exhaustion.
35697.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, ბიოქიმია
გამოტანილია დასკვნა, რომ მერქნის გულის ფორმირებისას ელაგოტანინის ინტენსიური წარმოშობა და დაგროვება ხნიერ პარენქიმულ უჯრედებში სუნთქვითი აპარატის სტრუქტურის დაზიანების შედეგია.
It is concluded that in heartwood formation, the intensive production and accumulation of elagotannin results from the damaged respiration mechanism of old parenchymal cells.
35698.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, ბიოქიმია
საკვები არის შემადგენელი კომპონენტების გავლენის შესწავლა იუკა შესანიშნავის კოკრების ქსოვილზე.
Study of the effect of the growth medium components on the tissues of Yucca gloriosa buds.
35699.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, ბიოქიმია
დადგენილია, რომ სახაროზის მაღალი კონცენტრაცია იწვევს იუკა შესანიშნავის კოკრების იზოლირებული ქსოვილის ზრდის შენელებას.
A high concentration of sucrose was found to decrease the growth rate of isolated tissues of Yucca gloriosa buds.
35700.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 100, ბიოქიმია
2,4 დ ხელს უწყობს ქსოვილის ბიომასის დაგროვებას, ამასთანავე იწვევს ორგანოგენეზს.
2.4 – D promotes the accumulation of tissue biomass and causes organogenesis.