მოიძებნა 668048 ჩანაწერი
37221.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 103, ექსპერიმენტული მედიცინა
სტატიაში მოცემულია მკურნალობის ეფექტურობის ფუნქციური კოეფიციენტის ფორმულა, სადაც E<sub>c</sub> არის მკურნალობის ეფექტურობის ფუნქციური კოეფიციენტი, V<sub>1</sub> და V<sub>2</sub> - მხედველობის სიმახვილე კორექციით მკურნალობამდე და მკურნალობის შემდეგ.
The paper presents the functional coefficient formula of treatment efficiency, where E<sub>c</sub> is the treatment efficiency functional coefficint, V<sub>1</sub> and V<sub>2</sub> the values of visual acuity with correcton before and after treatment.
37222.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 103, ექსპერიმენტული მედიცინა
ფორმულა რაოდენობრივად განსაზღვრავს მკურნალობის ეფექტურობას.
The formula determines quantitatively the treatment efficiency.
37223.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 103, ექსპერიმენტული მედიცინა
უარყოფითი ეფექტურობის შემთხვევაში კოეფიციენტი იღებს მინუს ნიშანს.
In the case of negative efficiency the coefficient assumes a minus sign.
37224.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 103, ექსპერიმენტული მედიცინა
ტოქსიკური აგენტისა და ჰიპოქსიური ჰიპოქსიის სინქრონული მოქმედების მორფოლოგიური შედეგების შესახებ საყრდენ-მამოძრავებელ აპარატში.
On the morphological results of synchronous action of toxic agents and hypoxia in locomotor system.
37225.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 103, ექსპერიმენტული მედიცინა
ექსპერიმენტულ მასალაზე კვლევის მორფოლოგიური მეთოდით შესწავლილია ტოქსიკური აგენტისა და ჰიპოქსიური ჰიპოქსიის ერთობლივი ზემოქმედების შედეგად საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ქსოვილოვანი კონსტრუქციების სტრუქტურული ორგანიზაცია.
The structural organization of tissue construction of the locomotor system caused by effects of toxic agents and hypoxic hypoxia, was studied experimentally using the morphological method of analysis.
37226.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 103, ექსპერიმენტული მედიცინა
საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ქსოვილთა მიკროსტრუქტურული ცვლილებები მიუთითებენ ამ აპარატის ზოგიერთი დისტროფიულ-დესტრუქციული სახის დაავადების პათოგენეზში ტოქსიკური აგენტის გარკვეულ მნიშვნელობაზე, განსაკუთრებით კი მის ხელშემწყობ - ორგანიზმის ჰიპოქსიური სტატუსის პირობებში.
The results of the study, viz. microstructural tissue changes in locomotor system, point to a definite role of toxic agents in the pathogenesis of some dystrophic-destructional diseases of the system in question, particularly under conditions of hypoxic hypoxia.
37227.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 103, ექსპერიმენტული მედიცინა
ცერებრული იშემიური ინსულტის მწვავე სტადიის ინფუზიური თერაპიის სისტემა.
A system of infusion therapy of the critical stage of cerebral ischemic insult.
37228.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 103, ექსპერიმენტული მედიცინა
კლაზმატოზის ზოგიერთი თავისებურება შიზოფრენიის დროს.
On some kinds of clasmatosis in schizophrenia.
37229.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 103, ექსპერიმენტული მედიცინა
კლაზმატოზის განსხვავებული გამოხატულება შიზოფრენიით სხვადასხვა ფორმის დროს, რაც ვლინდება კლაზმატოზურ წარმონაქმნებში არსებული ჩანართების განსხვავებულ ფორმაში, ხასიათში, რაოდენობაში, შემცველობაში და ა.შ., მიგვითითებს იმაზე, რომ დაავადების ხასიათის მიხედვით იცვლება კლაზმატოზის ხასიათიც.
The various nature of clasmatosis in different forms of schizophrenia shows that the inclusions found in clasmatosic formations are not similar, differing in form, content, nature, quantity, etc. Thus, depending on the character of the illness, clasmatosis has its characteristic features.
37230.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 103, ექსპერიმენტული მედიცინა
უჯრედული იმუნიტეტის ზოგიერთი პარამეტრი ნორმალური და ინფექციით გართულებული ლოგინობის ხანაში.
Indices of cellular immunity in the normal puerperal period and in cases complicated with infection.
37231.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 103, ექსპერიმენტული მედიცინა
შესწავლილია უჯრედული იმუნიტეტის ზოგიერთი პარამეტრი (T-pok B-pok), ლიმფოციტთა პროლიფერაციული აქტივობა ნორმალურად მიმდინარე და ინფექციით გართულებულ ხანაში.
T- and B-cells and the proliferative activity of lymphocytes were studied in puerperae with normal puerperal period and puerperal infection.
37232.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 103, ექსპერიმენტული მედიცინა
ინფექციით გართულებულ ლოგინობის ხანაში ადგილი აქვს ლიმფოციტების სტატისტიკურად სარწმუნო შემცირებას, ხოლო ლიმფოციტების პროლიფერაციული აქტივობა პათოლოგიური პროცესის სიმძიმისადმი პირდაპირ პროპორციულია.
In puerperal infection statistically significant reduction of T-cells was observed. The proliferative activity of lymphocytes depended on the gravity of the pathologic process.
37233.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 103, ექსპერიმენტული მედიცინა
T-ლიმფოციტები B-ლიმფოციტებთან შედარებით ნაკლებად განიცდიან ცვლილებებს.
In comparison with B-lymphocytes, T-cells were less altered.
37234.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 103, ექსპერიმენტული მედიცინა
შემდგომი ექსპერიმენტული გამოკვლევები შესაძლებელს გახდის გენეზურად დასაბუთებული (იმუნოსტიმულაციური) ტერაპიის ჩატარებას ლოგინობის ხანის სეპტიური გართულების დროს.
Further experimental studied will enable a pathogenically substantiated immunostimulation therapy in puerperal infection.
37235.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 103, ექსპერიმენტული მორფოლოგია
პლევრის ღრუში გადანერგილი ციროზული ღვიძლის ლიმფური კაპილარების ელექტრონული მიკროსკოპია.
Electron microscopy of the lymphatic capillaries of cirrhotic liver transplanted into the pleural cavity.
37236.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 103, ექსპერიმენტული მორფოლოგია
შესწავლილია პლევრის ღრუში გადანერგილი ღვიძლის მარჯვენა წილის 2-3 სეგმენტის ლიმფური კაპილარების კედლის ულტრასტრუქტურა ოპერაციიდან 1-1,5 თვის შემდეგ.
The wall ultrastructure of the lymphatic capillaries of segments 2-3 of the right lobe of the liver transplanted into the pleural cavity was studied within 1-1.5 months after the operation.
37237.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 103, ექსპერიმენტული მორფოლოგია
ექსპერიმენტი ჩატარებულია ძაღლებზე.
The experiment was carried out on dogs.
37238.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 103, ექსპერიმენტული მორფოლოგია
ოპერაციამდე წინასწარ ოთხქლორიანი ნახშრბადის ზემოქმედებით გამოწვეული იყო ღვიძლის ციროზი.
Cirrhosis of the liver was induced by introducing CCl4 before the operation.
37239.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 103, ექსპერიმენტული მორფოლოგია
დადგინდა, რომ პლევრის ღრუში ღვიძლის წილის ტრანსპოზიცია დადებითად მოქმედებს პათოლოგიური პროცესის განვითარებაზე, ლიმფური კაპილარები ფართოვდება, ენდოთელიუმის უჯრედებს შორის კონტაქტები უფრო ფაშარი ხდება, კარგად ვლინდება დისეს სივრცე, ძლიერდება პინოციტოზი.
The transfer of the lobe of the liver into the pleural cavity was found to have a positive effect on the development of the pathological progress; the lymphatic capillaries become enlarged, contacts between the endothelial cells are attenuated, Disse’s cavity is readily identified, pinocytosis increases.
37240.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 103, ექსპერიმენტული მორფოლოგია
აღნიშნული ცვლილებები მიუთითებენ ლიმფის მიმოქცევის გაძლიერებაზე, რაც ხელს უწყობს ასციტის ლიკვიდაციას.
These alterations indicate an increase of lymphatic circulation, which favours the elimination of ascites.