მოიძებნა 668048 ჩანაწერი
37501.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 103, ციტოლოგია
ქათმის შუა ტვინის სახურავის ნერვული უჯრედების მშრალი წონის და ფართობის ცვლილება ემბრიოგენეზში.
Change of the dry mass and size of tectum opticum nerve cells at various stages of chick embryogeny.
37502.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 103, ციტოლოგია
ინტერფერენციალური მეთოდით შესწავლილია ქათმის შუა ტვინის სახურავის ნერვული უჯრედების მშრალი წონა და ფართობი ინკუბაციის სხვადასხვა ეტაპზე ახალგამოჩეკილ წიწილასა და ზრდასრულში.
Using the interference method, the change of dry mass and size was studied in the nerve cells of t. opticum at various stages of chick embryo development, involving both newborn chicks and adult hens.
37503.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 103, ციტოლოგია
მშრალი წონის მერყეობა ემბრიოგენეზში დაკავშირებულია შუა ტვინის სახურავის სტრატიგრაფიკაციასა და ნერვული ქსოვილის დიფერენცირებასთან.
The fluctuation of dry mass during embryogeny is connected with the stratification of the tectum opticum and differentiation of the nerve tissue.
37504.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 103, ციტოლოგია
მშრალი წონის მნიშვნელოვნად მომატება ახალგამოჩეკილ წიწილასა და ზრდასრულში გაპირობებულია მხედველობის ანალიზატორის ფუნქციონირებით.
The substantial increase of the dry mass nerve cells of newborn chicks and of adult hens is due to the functional activity of the visual analyzer.
37505.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 103, ციტოლოგია
ვირთაგვას თავის ტვინის ნერვული და გლიური უჯრედების მშრალი წონის და რნმ-ის რაოდენობის ცვლილება თავის ტვინის ჰომოგენატის ბირთვული და ციტოპლაზმური ფრაქციების ზემოქმედების შედეგად.
On some changes of the cytoplasmic RNA amount and dry mass of nerves and glial cells in the rat brain under the influence of nuclear and cytoplasmic fractions of brain homogenate.
37506.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 103, ციტოლოგია
შესწავლილია ტვინის ჰომოგენატის ბირთვული და ციტოპლაზმური ფრაქციების ზემოქმედება ვირთაგვის თავის ტვინის ნერვული უჯრედების მშრალ წონაზე და ციტოპლაზმური დნმ-ს რაოდენობაზე.
The effect of nuclear and cytoplasmic fractions on the amount of RNA and dry mass of nerve and glial cells was studied in the brain of white rats.
37507.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 103, ციტოლოგია
ბირთვული და ციტოპლაზმური ფრაქციები ნერვულ უჯრედებზე არ იხდენენ ურთიერთსაწინააღმდეგო ზემოქმედებას, როგორც ეს მოსალოდნელი იყო.
The nuclear and cytoplasmic fractions do not exert a mutually opposed influence on the nerve tissue cells, as was supposed earlier.
37508.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 103, ჰიდროლოგია
მდინარე კოდორის ფსკერული ნატანი.
The bed load of the Kodori.
37509.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 103, ჰიდროლოგია
მდინარე კოდორის შესართავის მიდამოებში ჩატარებული მრავალჯერადი დაკვირვებების საფუძველზე გამოთვლილია ფსკერული მყარი ჩამონადენი.
The bed load of the Kodori has been calculated on the basis of repeated direct measurements at the mouth of the river.
37510.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 103, ჰიდროლოგია
ფსკერული ნატანის საშუალო მრავალწლიური ხარჯია 3,60 კგ/წმ, რაც წელიწადში შეადგენს 113600 ტონას, მოცულობებში გადაყვანით - 66800 მ<sup>3</sup>.
The average long-term discharge of bed-load equals 3.60 kg/sec, yielding 113600 tons per year. Converted to volume, this amounts to 668800 m<sup>3</sup>.
37511.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 103, ჰიდროლოგია
შავი ზღვის საშუალო მრავალწლიური დონის განსაზღვრის თავისებურებები.
Specificities of calculating the average long-term level of the Black Sea.
37512.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 103, ჰიდროლოგია
შავი ზღვის საშუალო დონის განსაზღვრა უნდა მოხდეს დონეებზე დაკვირვებათა ისეთი რიგით, რომელიც შესწორებულია დედამიწის ვერტიკალური რყევის სიჩქარის მიხედვით.
The average long-term sea level must be calculated by a series of level observations corrected for the earth’s crust vertical oscillation rate.
37513.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 103, ჰიდროლოგია
ამ უკანასკნელის განსაზღვრა შეიძლება შავი ზღვის დონის ევსტატური ნაზრდის მიხედვით, რომელიც საშუალოდ 2,3 მმ/წელს აღწევს და იცვლება 2,9 (ბათუმის სანაპირო)-1,4 მმ/წელი (ქერჩის სანაპირო).
The vertical oscillation rate is calculated as a difference between the number of level observations and sea level eustatic increase amounting to 2.3 mm/year on the average.
37514.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 103, ჰიდროლოგია
საქართველოს მდინარეთა შეტივნარებული ნატანის წლიური ჩამონადენის ცვალებადობა.
Variability of the annual discharge of suspended load of Georgian rivers.
37515.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 103, ჰიდროლოგია
საქართველოს მდინარეებისათვის გამოთვლილია შეტივნარებული ნატანის წლიური ჩამონადენის ვარიაციის და ასიმეტრიის კოეფიციენტები.
Coefficients of variation and asymmetry of the annual discharge of suspended load have been determined for the rivers of Georgia.
37516.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 103, ჰიდროლოგია
მრავალჯერადი წრფივი კორელაციის მეთოდით დამყარებულია კავშირი ვარიაციის კოეფიციენტებსა და მის განმსაზღვრელ ფაქტორებს შორის.
Relations between the coefficients of variation and their determining factors have been established by the method of plural linear correlation.
37517.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 103, ჰიდროლოგია
მიღებული რეგრესიის განტოლებები შეიძლება გამოვიყენოთ შეტივნარებული ნატანის წლიური ჩამონადენის ვარიაციის კოეფიციენტების გამოსათვლელად საქართველოს შეუსწავლელი მდინარეებისათვის.
The obtained equations of regression can be used in determining the variation coefficients of the annual discharge of suspended load of unexplored rivers of Georgia.
37518.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 103, ჰიდროტექნიკა
ჰიდროტექნიკური ნაგებობების სიმტკიცის ან მდგრადობის რეზერვის გავლენა მისი საიმედოობის მაჩვენებლის ექსპონენციალური კანონით დროში ცვალებადობაზე.
The effect of the strength reserve or resistance of a hydrotechnical structure on the reliability variation in time due to the exponential law.
37519.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 103, ჰიდროტექნიკა
შესწავლილია ნაგებობის სიმტკიცის ან მდგრადობის არსებული რეზერვის გავლენა საიმედოობის მაჩვენებლის დროში ცვალებადობაზე, რომელიც გამოისახება როგორც ნაგებობის შეუფერხებელი მუშაობის ალბათობა დროის მოცემული მონაკვეთისათვის.
The effect of the strength reserve or resistance of a structure on the reliability index variation in time as the probability of no-failure operation at a given period of time has been studied.
37520.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 103, ჰიდროტექნიკა
ასეთი გავლენის მნიშვნელობა საინჟინრო პრაქტიკისათვის ნაჩვენებია კონკრეტული რიცხვობრივი მაგალითით.
A numerical example illustrating the importance of taking the considered factor into account is given.