მოიძებნა 668048 ჩანაწერი
37521.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 103, ჰიდროტექნიკა
კაშხლების ზონირება ინციდენტებისა და ავარიების ნიშნის მიხედვით.
The zoning of dams according to the index of incidents and failures.
37522.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 103, ჰიდროტექნიკა
425 სხვადასხვა კაშხლის დაზიანებათა და ნგრევათა სტატისტიკური დამუშავების საფუძველზე გამოყოფილია ინციდენტების და ავარიების ცხრა დამახასიათებელი ზონა.
On the basis of statistical treatment of data on the damage and failure of 425 dams of different type such structures have been zoned according to the index of incidents and failure. Nine characteristic zones have been identified.
37523.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 103, ჰიდროტექნიკა
მიღებული შედეგების გამოყენება შეიძლება ნაგებობათა მდგომარეობის ტექნიკური დიაგნოსტიკისა და საერთოდ სხვადასხვა ტიპის კაშხალის დაპროექტების, მშენებლობისა და ექსპლოატაციის დროს.
The results of the study can be used in the technical diagnosis of structures, and in general, in the designing, constructing and exploitation of dams of various types.
37524.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 103, ჰიდროტექნიკა
შემთხვევით გარე ზემოქმედებათა განაწილების ფუნქციების გამოყენება სამდინარო შემოზვინვის ჯებირის საიმედოობის შეფასებისას.
Use of the functions of random external effect distribution in evaluating the reliability of banking river dams.
37525.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 103, ჰიდროტექნიკა
მოცემულია შემოზვინვის ჯებირის საიმედოობის შეფასების გამარტივებული ხერხი.
A simplified technique of evaluating the reliability of banking dams is presented in the paper.
37526.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 103, ჰიდროტექნიკა
ეს ხერხი ავტორის მიერ ადრე დამუშავებულ მეთოდიკასთან შედარებით საგრძნობლად აადვილებს ანგარიშის პროცედურას.
As compared to the method proposed earlier by the author, the present technique materially facilitates the procedure of designing.
37527.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 103, ჰიდროტექნიკა
ახალი მიდგომის საილუსტრაციოდ განხილულია მდ. რიონის შემოზვინვის ჯებირის საიმედოობის შეფასების რიცხვითი მაგალითი.
The problem of evaluating the reliability of banking dam on the Rioni river is discussed as a numerical illustration.
37528.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 103, ჰისტოლოგია
პროლიფერაციისა და დესტრუქციის პროცესები 11-დღიანი ქათმის ჩანასახის ღვიძლში.
Processes of proliferation and destruction in the liver of 11-day-old chick embryo.
37529.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 103, ჰისტოლოგია
დესტრუქციული პროცესები ქათმის ჩანასახის ღვიძლში დღე-ღამის განმავლობაში მიმდინარეობენ არათანაბრად.
The process of destruction in the liver of chick embryo is irregular during twenty-four hours.
37530.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 103, ჰისტოლოგია
დესტრუქციული ბირთვებისა და პროლიფერაციული ჰეპატოციტების რაოდენობას შორის აღინიშნება უკუდამოკიდებულება.
The number of destructive hepatocytes was found to be inversely related to the number of dividing cells.
37531.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 103, ჰისტოლოგია
უჯრედების დესტრუქციას მოსდევს ბირთვების კონცენტრაციის დაქვეითება და, მაშასადამე, ზრდის შემაკავებელი ფაქტორების შემცირება, რაც იწვევს მიტოზების რიცხვის ზრდას.
The cell destruction induces a reduction of the concentration of nuclei and, consequently, reduction of the growth inhibiting factor, leading to an increase of mitoses.
37532.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 103, ჰისტოლოგია
ამრიგად, ბირთვების კონცენტრაცია შეიძლება წარმოადგენდეს ერთ-ერთ უჯრედშორის მარეგულირებელ საშუალებას, რომელიც იწვევს პროლიფერაციული და დესტრუქციული პროცესების ცვლილებას დღე-ღამის განმავლობაში.
Thus, the concentration of nuclei may be one of the factors affecting the intercellular regulation mechanism which changes the proliferation and destruction processes.
37533.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 103, ჰისტოლოგია
ძაღლის ღვიძლის პარენქიმის უჯრედული შემადგენლობა კიდურის რბილ ქსოვილებზე ხანგრძლივი ზეწოლის სინდრომის დროს.
Cellular composition of the liver parenchyma in dogs with the crush syndrome.
37534.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 103, ჰისტოლოგია
„საშუალო სიმძიმის“ ხანგრძლივი ზეწოლის სინდრომის დროს აღინიშნება ინტერფაზაში მყოფი ბირთვის მქონე ერთბირთვიანი ჰეპატოციტების რაოდენობის შემცირება, ბირთვების დაღუპვის კოეფიციენტის გადიდება, რორმალურ დაღუპულ უჯრედთა შეფარდების შემცირება, იმ ორბირთვიანი ჰეპატოციტების რიცხვის შედარებითი მუდმივობა, რომელთა ორივე ბირთვი ინტერფაზაში იმყოფება.
Dogs with an induced crush syndrome of “moderate gravity” developed the following changes in the liver: decrease of the number of uninuclear hepatocytes with interphase nuclei, increase of the coefficient of atrophy of nuclei, decrease of the index of the ratio of the total number of normal hepatocytes to those in the degenerative stage, comparatively constant number of binocular cells with both interphase nuclei.
37535.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 103, ჰისტოლოგია
ცდის ყოველ ვადაზე აღინიშნება აგრეთვე ჰეპატოციტების პროგრესული ფორმების შეფარდებითი რაოდენობის შემცირება და რეგრესული ფორმების შეფარდებითი რაოდენობის შესაბამისი ზრდა ნორმასთან შედარებით.
In all stages of the experiment the share of the progressive forms decreases and correspondingly the share of regressive hepatocytes increases.
37536.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 104, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ადამიანის ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციური მდგომარეობის ცვლილება საკვებით დანაყრების დროს.
The functional condition of the human central nervous system following satiation.
37537.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 104, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
შესწავლილია ადამიანის ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციური მდგომარეობის, მისი ემოციური სფეროს ცვლილება საკვებით დანაყრების დროს.
The functional state of the human central nervous system – of its emotional sphere change at satiation – has been studied.
37538.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 104, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ამ დროს ადამიანის ცენტრალურ ნერვულ სისტემაში ვითარდება განფენილი შეკავება, რომელიც ვლინდება ცენტრალური ნერვული სისტემის აღგზნებადობის დაქვეითებაში, ემოციოგენური სტრუქტურების აქტივობის დაქვეითებაში და ძირითადი ცენტრალური ნერვული პროცესების ძვრადობის შესუსტებაში.
General inhibition of the CNS was found to develop as a result of satiation, being manifested by a lowering of the excitability of the CNS system and of the activity of the emotiogenic structures; the mobility of the main CNS processes is weakened as well.
37539.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 104, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
სხვადასხვა ასაკის უდაბლესი მაიმუნების კვებითი მამოძრავებელი პირობითი რეფლექსი ფერად გამღიზიანებლებზე.
Instrumental alimentary conditioned reflex to colour stimuli in lower monkeys of different ages.
37540.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 104, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
უდაბლეს მაიმუნებში (მოზარდ და ზრდასრულ): პავიან ჰამადრილებში, მაკაკ რეზუსებში და მაკაკ ლაპუნდერებში ვიმუშავებდით კვებით სამოძრაო პირობით რეფლექსებს ფერად გამღიზიანებლებზე.
The instrumental alimentary conditioned reflex was elaborated to colour stimuli in lower monkeys: Pavian Hamadryas, Macaca rhesus, Pig-tailed macaca (adult and mature ones).