მოიძებნა 668048 ჩანაწერი
37621.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 104, ბიოქიმია
ჰერბიციდების კონცენტრაციისა და სავეგეტაციო პერიოდისაგან დამოკიდებულებით საკვლევი ფერმენტების აქტივობა იცვლება სხვადასხვაგვარად.
The activity of the oxydoreductases under study varies according to herbicide concentration and vegetation period.
37622.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 104, ბიოქიმია
მიუხედავად ამისა, შეიმჩნევა აღნიშნული ფერმენტების გააქტივების ტენდენცია.
However, a tendency to increased activation is generally observed.
37623.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 104, ბიოქიმია
ბუნებრივ პირობებში ორგანულ მჟავათა წარმოქმნის ალტერნატული გზების შესახებ.
On alternative pathways of the formation of organic acids in natural systems.
37624.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 104, ბიოქიმია
ნახშირწყლების შიდამოლეკულური გადაჯგუფების საფუძველზე განსჯილია მცენარეებში ორგანულ მჟავათა წარმოქმნის მექანიზმი.
On the basis of intramolecular rearrangements of carbohydrates a suggestion is made with respect to the formation of organic acids in plants.
37625.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 104, ბიოქიმია
მოცემულია სქემა, რომლის მიხედვით ლიმონმჟავა წარმოიქმნება გლუკოზის შიდამოლეკულური გადაჯგუფების შედეგად. შუალედი პროდუქტებია: 2-დეზოქსიგლუკონის მჟავა, 3,4-დიოქსიადიპინის მჟავა და 3,4-დიკეტოადიპინის მჟავა.
The formation of citric acid may occur via the intramolecular rearrangement of glucose, involving the intermediates: 2-deoxygluconic acid, 3,4-dihydroxyadipic acid and 3,4-diketoadipic acid.
37626.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 104, ბიოქიმია
სპილენძ-თიროზინის კომპლექსის ინჰიბიტორული ეფექტი მცენარეულ ქსოვილში ზოგიერთი ქსენობიოტიკის НАДФН და კუმილის ჰიდროზეჟანგით სტიმულირებულ რეაქციებში.
Inhibitory effect of tyrosine-copper complex on NADPH and cumene hydroperoxide stimulated hydroxylation of some xenobiotics in plant tissue.
37627.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 104, ბიოქიმია
სიმინდისა და სოიის გაჯირჯვებულ ლებნებში გამოვლენილია პირველი და მეორე ტიპის სუბსტრატების НАДФН-დამოკიდებული ჟანგვითი გარდაქმნები, ხოლო სოიის ლებნებში პირველი ტიპის სუბსტრატების კუმილის ჰიდროზეჟანგ-დამოკიდებული ჟანგვა.
The mechanism of NADPH-dependent oxidative conversions of substrates of the first and second types was found in swelled soybean and maize cotyledons, whereas in soybean cotyledons hydroperoxide cumene-dependent oxidation of substrates of the first type was revealed.
37628.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 104, ბიოქიმია
სპილენძ-თიროზინის ერთი და იგივე კონცენტრაცია განსხვავებულად თრგუნავს დემეთილირებისა და ჰიდროქსილირების რეაქციებს.
The same concentration of tyrosine-copper complex variously inhibits the demethylation and hydroxylation reactions.
37629.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 104, ბიოქიმია
კომპლექსის მოქმედების ეფექტურობა დამოკიდებულია როგორც დასაჟანგი ქსენობიოტიკის ტიპზე, ისე მცენარის სახეობაზე.
The efficiency of the complex depends on the type of the oxidizing xenobiotic as well as on the plant species.
37630.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 104, ბიოქიმია
კომპლექსით ინჰიბირებული ჟანგვის სრული აღდგენა ხდება ფოსფატიდილქოლინის საშუალებით.
The total reduction of oxidation inhibited by the complex is effected by phosphatidylcholine.
37631.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 104, ბიოქიმია
გამოყვანილია დასკვნა ჰიდროქსილირების რეაქციებში სუპეროქსიდური ანიონის შესაძლო მონაწილეობის შესახებ.
The possible involvement of a superoxide anion in the reaction is suggested.
37632.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 104, ბიოქიმია
პირუვატისა და გლუკოზის რადიოაქტიური ნიშნის ჩართვის შეცვლა ლიპიდებსა და ფენოლურ ნაერთებში ქოლესტერინის გავლენით მცენარის ფოთლებში.
Alteration of pyruvate and glucose label incorporated into lipids and phenolic compounds under the influence of cholesterol in plant leaves.
37633.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 104, ბიოქიმია
ნაჩვენებია, რომ ვაზის ფოთლებში ქოლესტერინის გავლენით მნიშვნელოვან ცვლილებებს განიცდის პირუვატისა და გლუკოზის მეტაბოლიზმი.
Pyruvate and glucose metabolism was found to undergo considerable changes under the influence of cholesterol in vine leaves.
37634.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 104, ბიოქიმია
ძლიერდება გლიკოლიზური გარდაქმნა და ითრგუნება აერობული ჟანგვა.
Glycolytic transformation is enhanced and aerobic oxidation suppressed.
37635.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 104, ბიოქიმია
მოცემულ პირობებში წარმოქმნილი აცეტილური რადიკალები ძირითადად მოიხმარებიან ლიპიდების სინთეზში, რის გამოც შესაბამისად შემცირებულია ფენოლური ნაერთების წარმოქმნის პროცესი.
Under the conditions the formed acetyl radicals are mainly utilized in lipid synthesis, limiting the formation of phenolic substances.
37636.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 104, ბიოქიმია
„ამობრუნებული“ ჰიდროფობური ბოლოებით გარეთ ლიპიდების მიცელების თხევად-კრისტალური მდგომარეობის შესახებ აპოლარულ და აპროტონულ გამხსნელებში.
On the liquid-crystalline state of lipid micelle “turned out” with their hydrophobic side in a nonpolar and aprotic solvent.
37637.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 104, ბიოქიმია
შემუშავებულია ლიპიდების დამუშავების ახალი მეთოდი თხევად-კრისტალური მდგომარეობის შესწავლისათვის.
A method has been developed for the treatment of a lipid sample with a view to determining the liquid-crystalline state.
37638.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 104, ბიოქიმია
შესაძლებელია „ამობრუნებული“ ჰიდროფობური ბოლოებით გარეთ ლიპიდების მიცელების არსებობა აპოლარულ და აპროტონულ გამხსნელში.
The existence of lipid micelle "turned out" with the hydrophobic side in a nonpolar and aprotic solvent is suggested.
37639.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 104, ბოტანიკა
საქართველოს ორი ენდემური სახეობის რევიზია.
Revision of two endemic species of Campanula of Georgia.
37640.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 104, ბოტანიკა
საჰერბარიუმო მასალებისა და ცოცხალი ეგზემპლარების შესწავლით დადგინდა სახეობების Campanula imeretina Rupr. და C. brassicifolia Sommier et Levier-ის იდენტურობა.
The identity of the species Campanula imeretina Rupr. and C. brassicifolia Somm. et Levier has been established as a result of a study of live plants and an analysis of extensive herbarium material.