მოიძებნა 668045 ჩანაწერი
45381.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: "რაიანეარი" (A)
„ძირითად პრობლემად“, ასკვნიდა იგი, „კვლავაც ის რჩება, რომ მსოფლიოში მეტისმეტად ბევრი ავიაკომპანიაა, რომელთა უმეტესობაც არაეფექტიანია, არასაკმარისადაა კაპიტალიზებული და არამომგებიანია“.
"The basic trouble", it concluded, "remains that the world has too many airlines, most of them inefficient, undercapitalised and unprofitable".
45382.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: "რაიანეარი" (A)
მიუხედავად იმისა, რომ IATA-მ 1950-იან წლებში გარკვეული სახის შეზღუდული შეღავათიანი სამგზავრო ტარიფები შემოიღო, მომხმარებელთა უკმაყოფილება მაღალი ფასებით მაინც იზრდებოდა.
Though the IATA introduced some forms of restricted, discount fares in the 1950s, consumers grew dissatisfied with high prices.
45383.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: "რაიანეარი" (A)
ევროპული მარეგულირებელი წესები ძირითადად შეეხებოდა რეგულარული განრიგით მოქმედ რეისებს დანიშნულების განსაზღვრულ პუნქტებს შორის.
European regulations applied largely to regularly scheduled service between destinations.
45384.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: "რაიანეარი" (A)
ამ წესებისთვის გვერდის ასავლელად და დასვენების მიზნით მოგზაურობაზე ხელოვნურად შეკავებული მოთხოვნის გამოსაყენებლად, 1960-იან წლებში წარმოიქმნა და სწრაფად იზრდებოდა ჩარტერული ავიაკომპანიები.
To bypass these regulations and to tap pent-up demand for leisure travel, charter airlines appeared and grew rapidly during the 1960s.
45385.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: "რაიანეარი" (A)
ეს ახალდაარსებული საწარმოები, რომლებიც ნაწილობრივ სატრანსპორტო კომპანიების მიერ ფინანსდებოდნენ, დამსვენებლებს სთავაზობდნენ მგზავრობის იაფ საფასურს უგანრიგო ავიარეისებზე და „კომბინირებულ ტურებზე“, რომლებიც ავიარეისსა და საცხოვრებელ ბინას მოიცავდა.
These start-ups, funded in part by shipping companies, offered holiday makers cheap fares on non-scheduled flights and "inclusive tours" that bundled flights with lodging.
45386.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: "რაიანეარი" (A)
ჩარტერული შვებულებები განსაკუთრებით პოპულარული გამოდგა ბრიტანელ და ირლანდიელ დამსვენებელთა შორის, რომლებიც მათი მეშვეობით ჩრდილოეთ ატლანტიკას გაურბოდნენ და უფრო მზიანი ჰავის მქონე ადგილებს აფარებდნენ თავს.
Charter holidays proved especially popular among British and Irish vacationers, who used them to escape the North Sea for sunnier climes.
45387.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: "რაიანეარი" (A)
1980-იანი წლების შუისათვის ჩარტერულ რეისებს ყველა ევროპელ მგზავრთა 60% გადაჰყავდათ.
By the mid-1980s, charter flights would transport 60% of all European passengers.
45388.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: "რაიანეარი" (A)
ფლაგმანმა კომპანიებმა დამოუკიდებელ ჩარტერულ ავიაკომპანიებს IATA-ს სტრუქტურის ფარგლებში ახალი ფასდაკლებების შემოღებითა და თავისი საკუთარი ჩარტერული ფილიალების დაარსებით უპასუხეს.
Flag carriers responded to the independent charter airlines both by establishing new discounts within the IATA structure and by starting charter subsidiaries themselves.
45389.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: "რაიანეარი" (A)
1970-იანმა წლებმა მთელი მსოფლიოს ავიაკომპანიებს ფინანსური სიძნელეები მოუტანა.
The 1970s took airlines around the world into financial straits.
45390.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: "რაიანეარი" (A)
ბოინგ 747-ის მსგავსი ფართოფიუზელაჟიანი თვითმფრინავების გამოჩენამ მნიშვნელოვნად გაზარდა ჩრდილოეთ ატლანტიკის მარშრუტზე მგზავრთა გადაყვანის მოცულობა.
The introduction of wide-bodied aircraft such as the Boeing 747 increased capacity on the North Atlantic route dramatically.
45391.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: "რაიანეარი" (A)
ოპეკ-ის მიერ ნავთობზე დაწესებულმა ემბარგომ რეაქტიული ძრავის საწვავის ფასი გაზარდა, ამის შედეგად დაწყებულმა რეცესიამ კი შეამცირა მოთხოვნა საჰაერო მოგზაურობაზე.
The OPEC oil embargo raised the price of jet fuel, and the ensuing recession cut demand for air travel.
45392.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: "რაიანეარი" (A)
ამ მოვლენებმა განსაკუთრებით მძიმე დარტყმა მიაყენა ევროპულ ფლაგმან ავიაკომპანიებს, რომლებისთვისაც პერსონალის პროფესიულ კავშირებში გაწევრიანების მაღალი მაჩვენებლები და მაღალი მუდმივი ხარჯები იყო დამახასიათებელი.
These events hit Europe’s flag carriers, with their heavily unionized staffs and high fixed costs, especially hard.
45393.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: "რაიანეარი" (A)
მე-2 ნახაზზე ერთმანეთთანაა შედარებული ევროპული და აშშ-ის ავიაკომპანიების პერსონალის შრომის ნაყოფიერება 1978 წელს.
Exhibit 2 compares the staff productivity of European and U.S. airlines in 1978.
45394.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: "რაიანეარი" (A)
1978 წელს აშშ-ის კონგრესმა დაამტკიცა აშშ-ის შიდა ავიასატრანსპორტო ინდუსტრიის სრული დერეგულაცია.
In 1978, the U.S. Congress approved the thorough deregulation of the domestic U.S. airline industry.
45395.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: "რაიანეარი" (A)
ფასები სწრაფად ეცემოდა, რადგანაც ავიაკომპანიები ენერგიულ კონკურენციას უწევდნენ ერთმანეთს ზღვრული კლიენტების გადასაბირებლად.
Prices plunged rapidly as airlines competed vigorously for marginal customers.
45396.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: "რაიანეარი" (A)
1978-სა და 1980 წლებს შორის ბაზარზე ოცდაორი ახალი დაბალტარიფიანი ავიასატრანსპორტო კომპანია შევიდა.
Twenty-two new, low-cost carriers entered the market between 1978 and 1980.
45397.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: "რაიანეარი" (A)
თუმცა, ახალ ავიაკომპანიათა უმეტესობა მალევე გაკოტრდა.
Most of the new airlines soon failed, however.
45398.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: "რაიანეარი" (A)
ისეთი აღიარებული კომპანიები, როგორებიცაა „ამერიკენი“, „იუნაიტედი“ და „დელტა“, კონსოლიდაციის ახალი ტალღისთვის იმპულსის მისაცემად მარშრუტების ე. წ. ცენტრისა და სხივების ტიპის სტრუქტურებს და ადგილების წინასწარი შეკვეთის კომპიუტერიზებულ სისტემებს იყენებდნენ.
Established players such as American, United, and Delta used hub-and-spoke route structures and computerized reservation systems to spur a new wave of consolidation.
45399.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: "რაიანეარი" (A)
კონსოლიდაციის შემდგომ, ფასებისა და შემოსავლიანობის დონე დაბალი და არასტაბილური რჩებოდა.
Following consolidation, prices and profitability remained low and unstable.
45400.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: "რაიანეარი" (A)
ძლიერმა ამერიკულმა ავიაკომპანიებმა ახალი მარშრუტების მოსაპოვებლად მზერა ევროპას მიაპყრეს.
Strong U.S. airlines reached out for new routes into Europe.