მოიძებნა 668045 ჩანაწერი
45441.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: "რაიანეარი" (A)
BA თავის მომსახურებას ტურისტული და საქმიანი მიზნებით მოგზაური კლიენტების ფართო სპექტრს სთავაზობდა.
BA pitched its services to a wide range of business and leisure travelers.
45442.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: "რაიანეარი" (A)
შესაბამისად, იგი მათ სთავაზობდა ბილეთის ფასების ფართო დიაპაზონს სხვადასხვა შეზღუდვებითა და მომსახურების კლასების სრული სპექტრით – პირველი კლასიდან დაწყებული და ეკონომიური კლასით დამთავრებული.
Accordingly, it offered a spectrum of ticket prices with varying restrictions and the full range of classes of service—from first class to economy.
45443.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: "რაიანეარი" (A)
განსაკუთრებით საქმიან მოგზაურთა შორის BA ცნობილი იყო იმით, რომ ამ კომპანიის თვითმფრინავებით ფრენის კომფორტულობა მუდმივად უმჯობესდებოდა.
Especially among business travelers, BA was known for its improving in-flight amenities.
45444.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: "რაიანეარი" (A)
მე-4 ნახაზზე ნაჩვენებია BA-ს შემოსავალი და საექსპლუატაციო ხარჯები რეგულარული რეისის ერთ მგზავრზე გაანგარიშებით.
Exhibit 4 shows BA’s revenue and operating cost per scheduled passenger.
45445.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: "რაიანეარი" (A)
ნახაზზე ნაჩვენები 6,9%-იანი საოპერაციო მოგების მარჟა BA-ს მარშრუტების მთელს ქსელს ასახავს.
The 6.9% operating margin shown there reflects BA’s entire route network.
45446.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: "რაიანეარი" (A)
მხოლოდ ევროპაში ავიაკომპანიას 4,4%-იანი მარჟა ჰქონდა.
In Europe alone, the carrier earned a 4.4% margin.
45447.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: "რაიანეარი" (A)
ირლანდიის ავიაცია და „აერ ლინგუსი“.
Irish Aviation and Aer Lingus.
45448.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: "რაიანეარი" (A)
როგორც ქვეყანა, რომელსაც მცირე მოსახლეობა ჰყავს, რომლის ტერიტორიის ფართობიც შეზღუდულია (დაახლოებით 250 კილომეტრის სიგანისა და 400 კილომეტრის სიგრძის) და რომელსაც კოლონიური სამფლობელოები არ გააჩნია, ირლანდია თავისთავად არ იყო კომერციული ავიაციისთვის შესაფერისი სახელმწიფო.
As a country with a small population, limited land mass (roughly 250 kilometers across and 400 long), and no colonial possessions, Ireland did not lend itself naturally to commercial aviation.
45449.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: "რაიანეარი" (A)
და მაინც 1936 წელს, ინგლისისგან ირლანდიის საწყისი პოლიტიკური გამოყოფიდან სულ რაღაც 15 წლის შემდეგ და სრულ დამოუკიდებლობამდე 13 წლით ადრე, სახელმწიფო და კერძო ინტერესები ირლანდიაში გაერთიანდა, რის შედეგადაც შეიქმნა „აერ ლინგუსი“, ფორმირების პროცესში მყოფი სახელმწიფოს ფლაგმანი ავიაკომპანია.
Yet in 1936, a mere 15 years after Ireland’s initial political separation from Britain and 13 years before full independence, government and private interests in Ireland came together to form Aer Lingus, a flag carrier for the emerging state.
45450.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: "რაიანეარი" (A)
ავიაკომპანიის მუშაობის ადრეულ ეტაპზე სახელმწიფო მხარდაჭერა გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე აღმოჩნდა.
Government support proved crucial in the airline’s early days.
45451.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: "რაიანეარი" (A)
წლიური ზარალი 1930-იან და 1940-იან წლებში, ჩვეულებრივ, შემოსავლის 20%-დან 100%-მდე მერყეობდა.
Annual losses in the 1930s and 1940s commonly ran between 20% and 100% of revenue.
45452.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: "რაიანეარი" (A)
მომდევნო წლებში, ავიაკომპანიამ მხოლოდ 1950-იანი წლების დასაწყისში შეძლო მოგების მიღება, და ისიც ხანმოკლე პერიოდით.
Not until the early 1950s did the airline earn a profit in consecutive years, and then only for a short period.
45453.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: "რაიანეარი" (A)
თავდაპირველად მგზავრთა გადაყვანა ძირითადად კონცენტრირებული იყო მარშრუტებზე ირლანდიასა და ბრიტანეთს შორის, სადაც ირლანდიელ ემიგრანტთა დიდი რაოდენობა ცხოვრობდა.
Early on, passenger traffic focused on routes between Ireland and Britain, where a large population of Irish emigrants resided.
45454.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: "რაიანეარი" (A)
ამ მარშრუტების განსავითარებლად ირლანდიისა და ბრიტანეთის მთავრობებმა 1946 წელს უჩვეულო შეთანხმება დადეს.
To develop these routes, the Irish and British governments struck an unusual arrangement in 1946.
45455.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: "რაიანეარი" (A)
BA-ს წინამორბედთა მეშვეობით, ბრიტანეთის მთავრობამ „აერ ლინგუსის“ 40%-იანი წილი აიღო, 60% კი ირლანდიას დაუტოვა.
Through BA’s predecessors, the British government took a 40% stake in Aer Lingus, leaving 60% in the hands of Ireland.
45456.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: "რაიანეარი" (A)
„აერ ლინგუსს“ მონოპოლიური უფლებები მიენიჭა ირლანდიის ზღვის თავზე გამავალ მარშრუტებზე.
Aer Lingus was granted monopoly rights to routes over the Irish Sea.
45457.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: "რაიანეარი" (A)
BA-ს წინამორბედებმა მოიპოვეს მნიშვნელოვანი უფლება, დაშვებულიყვნენ ირლანდიის დასავლეთ სანაპიროზე მდებარე შენონის აეროპორტზე, საწვავის მარაგი შეევსოთ და განეგრძოთ თავისი გზა ატლანტიკის თავზე.
BA’s predecessors gained the valuable right to land at Shannon Airport on Ireland’s west coast, refuel, and continue on across the Atlantic.
45458.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: "რაიანეარი" (A)
იმდროინდელი თვითმფრინავების ფრენის სიშორე აუცილებელსა ხდიდა საწვავის მარაგის შესავსებად ამგვარ შეჩერებას.
Aircraft ranges at the time required such a refueling stop.
45459.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: "რაიანეარი" (A)
ამის სანაცვლოდ, „აერ ლინგუსს“ უფლება მიეცა, დაშვებულიყო მანჩესტერში, აეყვანა მგზავრები და გზა განეგრძო კონტინენტალური ევროპისაკენ.
In exchange, Aer Lingus was allowed to land in Manchester, take on passengers, and continue to continental Europe.
45460.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: "რაიანეარი" (A)
ამგვარი „გზის გაგრძელების უფლებანი“ ევროპაში იშვიათობა იყო და ბრიტანეთსა და ირლანდიას შორის შედარებით ლიბერალური ორმხრივი შეთანხმებების ხანის დასაწყისს მოასწავებდა.
Such "onward rights" were rare in Europe and marked the beginning of relatively liberal bilateral agreements between Britain and Ireland.