მოიძებნა 668045 ჩანაწერი
45481.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: "რაიანეარი" (A)
მათი მამა, ტონი რაიანი დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა „აერ ლინგუსში“.
Their father, Tony Ryan, had long worked for Aer Lingus.
45482.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: "რაიანეარი" (A)
როგორც ფლაგმანი ავიაკომპანიის თვითმფრინავთა იჯარით გაცემის მენეჯერი, უფროსი რაიანი ნოვატორულ გარიგებებს დებდა ზედმეტი სიმძლავრეების სხვა კომპანიებისთვის იჯარით გადაცემის თაობაზე.
As the flag carrier’s aircraft leasing manager, the elder Ryan struck innovative deals to lease excess capacity to other airlines.
45483.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: "რაიანეარი" (A)
1973-1975 წლებში, მაგალითად, მან მიაღწია შეთანხმებას, რომლის ძალითაც „აერ ლინგუსის“ ბოინგ 747 და მისი ირლანდიური ეკიპაჟი რეისებს ახორციელებდნენ „ეარ სიამის“ მარშრუტებზე ბანგკოკსა და ლოს-ანჯელესს შორის.
From 1973 to 1975, for instance, he arranged for an Aer Lingus 747 and its Irish crew to ply Air Siam’s route between Bangkok and Los Angeles.
45484.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: "რაიანეარი" (A)
1975 წელს ტონი რაიანი გახდა თანადამფუძნებელი „გინეს პიტ ეივიეიშენისა“, რომელიც მალე იქცა თვითმფრინავების გამქირავებელ უდიდეს კომპანიად მთელს მსოფლიოში.
In 1975, Tony Ryan co-founded Guinness Peat Aviation, which quickly became the largest aircraft leasing company in the world.
45485.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: "რაიანეარი" (A)
10%-იან წილს „გინეს პიტ ეივიეიშენში“ ტონი რაიანისთვის საკმარისი შემოსავალი მოჰქონდა იმისათვის, რათა მას მილიონი ირლანდიური გირვანქის ინვესტირება შესძლებოდა თავისი ვაჟების მცდელობაში, დაეარსებინათ ავიაკომპანია.
Tony Ryan’s 10% stake in Guinness Peat Aviation gave him sufficient wealth to invest a million Irish pounds in his sons’ efforts to launch an airline.
45486.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: "რაიანეარი" (A)
ორივე ვაჟიშვილი 20 წლის ასაკს გადაცილებული იყო, როდესაც 1985 წელს „რაიანეარმა“ მომსახურება დაიწყო.
Both sons were in their 20s when Ryanair initiated service in 1985.
45487.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: "რაიანეარი" (A)
თავდაპირველად „რაიანეარი“ 14-ადგილიან ტურბოხრახნულ თვითმფრინავს იყენებდა რეგულარული მომსახურების საწარმოებლად ირლანდიის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე უოტერფორდსა და გეტუიკის აეროპორტს, ლონდონის ერთ-ერთ მეორეხარისხოვან აეროპორტს, შორის.
At first, Ryanair used a 14-seat turboprop aircraft to run a scheduled service between Waterford in the southeast of Ireland and Gatwick Airport, one of London's secondary airports.
45488.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: "რაიანეარი" (A)
ამ საწყისი მომსახურების მიზანი იყო დაემტკიცებინა კომპანიის უნარი, წარმატებით ეწარმოებინა რეგულარული ავიატრანსპორტირება.
This initial service was intended to prove the company's ability to operate a scheduled airline successfully.
45489.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: "რაიანეარი" (A)
1986 წელს „რაიანეარმა“ მოიპოვა ლიცენზია, რომელიც მას დუბლინსა და ლუტონს, ლონდონის კიდევ ერთ მეორეხარისხოვან აეროპორტს, შორის მარშრუტზე მუშაობის უფლებას აძლევდა.
In 1986, Ryanair gained a license to operate between Dublin and Luton, another of London's secondary airports.
45490.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: "რაიანეარი" (A)
„აერ ლინგუსი“ და BA უკვე მუშაობდნენ ლონდონ-დუბლინის მარშრუტზე, რომელიც ორივე ავიაკომპანიისთვის საკმაოდ სარფიანად ითვლებოდა.
Aer Lingus and BA already operated on the Dublin-London route, which was reputed to be quite lucrative for both carriers.
45491.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: "რაიანეარი" (A)
მართლაც, „აერ ლინგუსის“ თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ „დუბლინი-ლონდონი „აერ ლინგუსის“ ქსელის ერთადერთი მარშრუტია, რომელზეც ბიზნესის მოცულობა ისეთია, რომ კაპიტალის საკმარის ამონაგებს იძლევა“.
Indeed, Aer Lingus' Chairman noted that "Dublin-London is the only route on the Aer Lingus network that has the volume of business to allow of itself a reasonable return on capital".
45492.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: "რაიანეარი" (A)
ამ მარშრუტზე „აერ ლინგუსისა“ და BA-ს ყველაზე იაფი, შეუზღუდავი იქით-აქეთ მოგზაურობის ტარიფი 208 ირლანდიურ გირვანქას (იმ დროისათვის 189 ბრიტანული გირვანქა სტერლინგის ეკვივალენტს) შეადგენდა.
Aer Lingus' and BA's least expensive, unrestricted round-trip fares on the route were priced at I£208 (equivalent to UK£189 at the time).
45493.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: "რაიანეარი" (A)
არსებობდა 99 ირლანდიური გირვანქის ოდენობის შეღავათიანი ტარიფებიც, მაგრამ მათი შეკვეთა ერთი თვით ადრე წინასწარ იყო საჭირო.
Discount fares as low as I£99 were available, though they had to be booked one month in advance.
45494.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: "რაიანეარი" (A)
მიმომხილველებს მიაჩნდათ, რომ მე-4 ნახაზზე ნაჩვენები ციფრები ტიპური იყო „აერ ლინგუსისა“ და BA-ს საშუალო შემოსავლებისა და დანახარჯებისთვის დუბლინ-ლონდონის მარშრუტზე იქით და აქეთ მოგზაურობისთვის.
Observers felt that the figures shown in Exhibit 4 were typical of Aer Lingus' and BA's average revenues and costs for a Dublin-London round trip.
45495.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: "რაიანეარი" (A)
„რაიანეარის“ მენეჯერები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ „აერ ლინგუსისა“ და BA-ს ავიარეისებზე თვითმფრინავები, როგორც წესი, 60-70%-ით იყო სავსე.
Ryanair managers believed that the flights of Aer Lingus and BA were typically 60-70% full.
45496.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: "რაიანეარი" (A)
აეროდრომების ადმინისტრაციის თანახმად, ამ მარშრუტით ყოველწლიურად ნახევარი მილიონი იქით და აქეთ მოგზაური დაფრინავდა.
According to airport authorities, half a million round-trip passengers flew the route each year.
45497.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: "რაიანეარი" (A)
ათი წელი იყო, რაც ავიამგზავრთა საერთო რაოდენობა ამ მარშრუტზე უცვლელი რჩებოდა.
The total number of air passengers on the route had been stagnant for ten years.
45498.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: "რაიანეარი" (A)
მილიონი იქით და აქეთ მოგზაურის დაახლოებით სამი მეოთხედი ამჯობინებდა, თვითმფრინავის ნაცვლად რკინიგზა და საზღვაო ბორნები გამოეყენებინა.
Roughly three-quarters of a million round-trip travelers opted to use rail and sea ferries rather than aircraft.
45499.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: "რაიანეარი" (A)
რკინიგზითა და ბორნით მოგზაურობას ცხრა საათი სჭირდებოდა, ხოლო საჰაერო გზით – ერთი საათი.
The journey took nine hours by rail and ferry and one hour by air.
45500.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა | საჰაერო ბრძოლა ევროპის გამო: "რაიანეარი" (A)
იქით-აქეთ რკინიგზითა და ბორნით სამგზავრო ბილეთების ფასები 55 ირლანდიურ გირვანქამდე დაეცა.
Prices of round-trip rail-and-ferry tickets fell as low as I£55.