მოიძებნა 668045 ჩანაწერი
45641.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი I
სიამოვნების ნიშნად აქიცინებენ პატარა გადაპრეხილ კუდებს და დედაც თვალდახუჭული დაჰხარია, დაღრუჩუნებს მათ.
As a sign of pleasure they wag their tiny twisted tails while the sow closes her eyes and gives them a snort of joy.
45642.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი I
აგერ, კრავები კუნტრუშობენ, თიკნები დახტიან.
Then, the lambs gambol, the goat kids leap about.
45643.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი I
გოჭები ჭიდაობენ, კვიცები კოტრიალობენ და სხვანი – სულ მრავალფერობა და სხვადასხვა სანახაობა.
The piglets wrestle, the foals prance about and so on - it is constant variety and an ever-changing spectacle.
45644.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი I
უყურებს ბავშვი და, თვითონაც გულშექნილი, ხტის და თამაშობს.
The child watches and, his heart full of animation, also leaps and plays.
45645.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი I
ამაებს ყველას მოკლებულია ქალაქელი.
The town child is deprived of all this.
45646.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი I
„გიმნასტიკაო“ – მეტყვით!.. მაგრამ გიმნასტიკა მხოლოდ ტანჯვაა ბავშვის და, სხეულის ჯორჯვა.
"Gymnastics", I’m reminded! But gymnastics is just a torment for the child and a distortion of the body.
45647.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი I
სხვადასხვა ნაწევრებს ადამიანის გვამისას განა ერთი და იგივე მოთხოვნილება აქვს?
Do the different parts of the human body really all have the same need for exercise?
45648.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი I
მე ეგება მარტო ფეხი მინდა ვავარჯიშო და იმ დროს ხელი შევასვენო.
Perhaps I just want to exercise my feet but meanwhile rest my hands.
45649.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი I
ყველაფერს თავისი დრო აქვს და ამ დროს თვითონ ბუნება უფრო უტყუვრად უჩვენებს.
There is a time for everything and nature itself is the surest guide to that time.
45650.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი I
„გიმნასტიკის“ დროს კი, წინააღმდეგ ჩემის მოთხოვნილებისა, უნდა, მხოლოდ სხვისი ბრძანებით ვიმოძრაო.
During "gymnastics", however, contrary to my instincts, I have to move to someone else’s command.
45651.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი I
მაგალითად, მე, როცა სირბილი მინდა, ის გამაჩერებს ერთ ადგილზე, მომცემს ხელში მძიმე რკინებს და, გინდა თუ არა, ხელები ავარჯიშეო.
For example, when I want to run, I am forced to stand still and a heavy iron bar is put into my hands and, like it or not, I have to exercise my arms.
45652.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი I
ხელოვნებას შეუძლია, რომ დაიმორჩილოს, ე.ი. დაამახინჯოს ბუნება, მაგრამ რომ შესცვალოს და თავისი სურვილით ვითომ გააუკეთესოს, არა მჯერა.
Art is capable of subjugating, that is, crippling, nature, but I don’t believe it should replace nature and make it do its will.
45653.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი I
აბა, წარმოიდგინეთ, ერთი მხრით, თავისუფალი, შველივით მონავარდე, სოფლელი ბავშვი, და მეორე მხრით, „დაჩანჩურებული“ ქალაქელი ყმაწვილი.
Well, imagine on the one hand a country child, free, cavorting like a roe deer, and on the other hand a "shackled" town lad.
45654.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი I
ფეხსაცმელი უჭერს და მაზოლები სტანჯავს.
The latter is wearing shoes and tortured by bunions.
45655.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი I
გამოსუდრულა ტანთსაცმელში, საძრაობა აღარა აქვს, ეუბნებიან: ჭკვიანად იყავი, რაც ჩვენ გირჩიოთ, მხოლოდ ის იკისრე შენცო.
He is swaddled in clothes, no longer free to move and he’s told: Be good and only do what we tell you to.
45656.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი I
იმ საბრალოს ერთი გაკოტრიალება ქვეყანას ურჩევნია, მაგრამ განა გაბედავს, რომ ტანისამოსი დასვაროს?
The poor child feels the world telling him just to prance about, but dare he do so and get his clothes dirty?
45657.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი I
იზრდება ბრძანებით მომავალი ჭლექი და მუმია.
He is forced to grow up into a consumptive mummy.
45658.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი I
ქართველების ოდენი სხვადასხვაგვარი სათამაშო თითქმის არც ერთს ხალხს არა აქვს და ყოველგვარი სათამაშოც უთუოდ ისეთია, რომელიც ჭკუა-გონებასა და სხეულს სწვრთნის, ავარჯიშებს.
Probably no nation on earth has so many different games as the Georgians, and every game is undoubtedly meant to train and exercise both mind and body.
45659.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი I
ყველას არ ჩამოგითვლით აქ, რადგანაც შემდეგ კიდევ მექნება მათზე მსჯელობა განსაკუთრებით, და დავასახელებ მხოლოდ „ბურთაობას“.
I won’t list them all here, later I shall be discussing them in detail. I shall just cite the "ball game".
45660.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი I
აბა, რომელი „გიმნასტიკა“ შეედრება მას?
What gymnastics could compare with it?