მოიძებნა 668060 ჩანაწერი
47101.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი III
ისიც მართალია, ვინც გაჩუქა და შენც მართალი ხარ, რომ არ მიიღე ეს საჩუქარი.
But she was right to give you the present and you are right to refuse it.
47102.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი III
ამას მე უკანვე გადავცემ კნეინას, ვუამბობ ყოველიფერს და ბევრსაც ვაცინებ, მაგრამ მხოლოდ პირობით კი:
I’ll give it back to the princess, I’ll tell her everything and that will amuse her greatly, but only on one condition:
47103.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი III
ერთი წელიწადიც არ გაივლის, რომ შენ სულ სხვა თვალით შეხედავ ცხოვრებას, დღევანდელ შენს შეცდომას იგრძნობ და მაშინ სიტყვა მომეცი, რომ მომწერო და შემატყობინოო.
Within a year’s time you have to look at life from an entirely different point of view, you will see the mistake you’ve made today and get in touch with me - write to me and let me know.
47104.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი III
მართლაც, წელიწადს კი არა, ოთხ თვესაც კი არ გაუვლია, რომ ვიგონებდი ამ შემთხვევას და გუნებაში ვამბობდი: რა გამოუცდელი ვიყავ-მეთქი?!
Indeed, no more than four months passed before I recalled the incident and said to myself: How inexperienced I was?!
47105.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი III
გულიც კი მწყდებოდა, მაგრამ აღარ მიმიწერია რა ანდრიევსკისათვის.
I was devastated, but I never wrote to Andrievsky.
47106.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი III
სტუმრებში, იმ დღეს, იქ ერთი ვიღაც პუწკია ახალგაზრდა ერია, სულ საულვაშეზე ისვამდა ხელს.
Among the guests that day was a young man called Putskia; he kept touching his moustache with his hand.
47107.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი III
ის მოვიდა, მომიჯდა გვერდით და ჩამეკითხა: – გეტყობათ, თავადო, რომ ბევრი ფული მიგაქვსთ თან?
He came and sat next to me and asked me: -Prince, I can see that you’ve got a lot of money on you.
47108.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი III
– რატომ არა?
– Of course I have.
47109.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი III
– მაინც? ხუთასი ათასი? – ეს რომ მითხრა, მე გიჟი მეგონა.
– Really? Five hundred thousand? - when he said this, I thought he was mad.
47110.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი III
სკამი უკან დავაჩოჩე და საჩქაროდ მივაძახე: ხუთასი მანეთი-მეთქი.
Moved behind a chair and hurriedly exclaimed: five hundred roubles.
47111.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი III
– ხუთასი მანეთი? – გამიტრიზავა.
– Five hundred roubles? - he spluttered at me.
47112.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი III
– მერე და ეგ რას გეყოფათ?
- How can that be enough?
47113.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი III
– გზაში მეტი არ მომინდება და მერე თვიურად გამომიგზავნიან სახლიდან.
– I won’t need any more for the journey and I’ll be getting a monthly allowance from home.
47114.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი III
– რამდენს? – ხუთ-ხუთ თუმანს თვეში.
– How much? – Fifty roubles a month.
47115.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი III
– მერე ეგ განა კმარა?
– Do you think that is really enough?
47116.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი III
– საქეიფოდ კი არ მივდივარ!
– I don’t go in for banquets!
47117.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი III
– მაშკიდეც მოგრჩებათ! - მითხრა კიდევ დაცინვით და გადახედა სხვებს.
– Then you’ll have something left over, – he said to me, laughing again and looked round at the others.
47118.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი III
– ზოგიერთებმა ღრეჭა დაიწყეს.
- Some of them had started grinning.
47119.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი III
მივხვდი, რომ მე დამცინოდნენ და ცეცხლი მომეკიდა.
I realised I was being laughed at and my face was burning.
47120.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი III
მეტი ვეღარა გავბედე რა, და მეც სიცილით ვუთხარი:
I felt very shy and told him with a laugh: