მოიძებნა 668060 ჩანაწერი
47281.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი III
– საკვირველია, პირველ ხანებში ვინ მოიფიქრებდა, რომ ქართველები მაგისთანა ცხენოსნები გამოდგებოდნენ.
– It’s amazing that nobody would have thought before that the Georgians would turn out to be such horsemen.
47282.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი III
ხომ გახსოვს, როგორ ვარდებოდნენ ხოლმე წამდაუწუმ?
Do you remember how they used to keep falling off all the time?
47283.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი III
– ყველაფერსა აქვს საზღვარი და ქართველის ვაჟკაცობასა და მხედრობას არც ჰქონია საზღვარი და არც ექნება.
– There’s a limit to everything, but there’s never been and there never will be an end to the bravery and prowess of the Georgians.
47284.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი III
– ძველ დროში ქართველები განთქმული იყვნენ ცხენოსნობითაც ყველგან.
– In olden times the Georgians were renowned everywhere for their horsemanship.
47285.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი III
დღევანდელ ქართველებსაც სისხლში აქვთ მამა-პაპური ღირსება, მაგრამ, დრო აღარა თხოულობს და უვარჯიშოდ არიან, ვეღარას ახერხებენ.
Today’s Georgians have their forefathers’ blood in their veins, but because the times don’t require it any more and they get little practice, they can’t do it now.
47286.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი III
აი ახლა: თათრები, ჩერქეზები, ჩეჩნები და ყაზახები რომ მოვიდნენ, მაშინვე კარგი ცხენოსნები იყვნენ, მაგრამ მერე ვარჯიშობით მეტი აღარა შეუძენიათ რა!
Look at the way things are: Tatars, Circassians, Chechens and Cossacks are good horsemen from the moment they come, but practice has made them no better.
47287.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი III
რაც იყვნენ, ისევ იმად დარჩენ.
They remain what they always have been.
47288.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი III
ქართველებმა კი, რომ ივარჯიშეს, გაუსწრეს მათ.
But the Georgians, once they have practised, have caught up with them.
47289.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი III
თათრების რაზმში რომ სახელგანთქმული ცხენოსანი იყო, ჰასრიბეგი, დღეს იმას ბევრი სჯობია ქართველებში.
There was a famous horseman in a Tatar band, Hasri-Beg; now there are a lot of Georgians who are better than him.
47290.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი III
ასე გასინჯე, რომ ესეც აღარ ჩამოუვარდება! – ჩემ ძმაზე მიათითა.
Try to see that you don’t fall off! - he pointed at my brother.
47291.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი III
– თქვენ? თქვენ როგორიღა ცხენოსანი ხართ? – მომიბრუნდა მე.
- And you, what sort of rider are you? - he turned to me.
47292.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი III
– დიდი არაფერი, – ვუპასუხე სიცილით.
– Nothing very much - I replied with a laugh.
47293.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი III
– რატომ? – მე ცხენებისათვის კი არ მიდევნია, წიგნები მეჭირა ხელში!
– Why not? – I haven’t kept up with riding, I always had a book in my hand.
47294.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი III
– შენმა ძმამ მითხრა, რომ გიმნაზიაში ყოფილხარ, და მაშ რატომ უნივერსიტეტში არ შეხვალ?
– Your brother told me that you’d been at grammar school, then why didn’t you go to university?
47295.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი III
– სამხედრო სამსახური ამოვიჭერი გულში.
– I really wanted to join the army.
47296.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი III
– ძმასთან გინდა ერთად რომ იყო სამსახურში?
– Do you want to serve together with your brother?
47297.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი III
– არა. კანვოიში სამსახური არ შემიძლია.
– No. I can’t possibly serve in the convoy.
47298.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი III
აქ ჩემმა ძმამ გადასცა ყოველიფერი ჩემი გულისპასუხი და ბაგრატიონმა მეორე დღისთვის დამიბარა.
At this point my brother told him everything that I really wanted and Bagration gave me an appointment for the next day.
47299.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი III
მეორე დღეს მარტო დამიხვდა თავის კაბინეტში.
The next day he was alone when he met me in his study.
47300.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი III
ჩუბინაშვილის ლექსიკონი გადაეშალა და სინჯავდა.
Chubinashvili’s dictionary was open before him and he was looking up something in it.