მოიძებნა 668060 ჩანაწერი
47261.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი III
როცა ფოსტალიონი მოვიდოდა ხოლმე ჩვენს სასწავლებელში, ჩვენ შემოვეხვეოდით გარს, უცბად ავუწევდით ჩანთის თავს, სადაც წიგნები ელაგა, და ჩავუდებდით ხოლმე ჩუმად ჩვენს გალექსილ წერილებს.
When the postman came to our academy, we would crowd round him, we would suddenly take the lid off his bag where the post was kept and we would quietly put in our versified letters.
47262.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი III
ის რას მოიფიქრებდა, რომ ნახავდა ჩანთაში წერილებს?
What must he have thought when he saw the letters in his bag?
47263.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი III
მიჰქონდა ადრესისამებრ.
He used to deliver them to the right addresses.
47264.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი III
ერთი ალიაქოთი ატყდა ტფილისში.
Sheer hell broke out in Tbilisi.
47265.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი III
გამოძიება დაინიშნა.
They started an investigation.
47266.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი III
ბოლოს გაგვიგეს, დაგვიჭირეს და ბარათაშვილს ჰონორარად ოცდახუთი როზგი მიანიჭეს.
Eventually they caught us out, arrested us and Baratashvili was given twenty- five lashes as his fee.
47267.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი III
ჩვენც იმდენივე გადაგვიწყვიტეს, მაგრამ მე გავიქეცი, გამოვედი სასწავლებლიდან.
They’d decided to give us the same punishment, but I ran away and left the academy.
47268.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი III
კორპუსში გამომგზავნეს და მას აქეთ აქა ვარ სამსახურშიო.
They sent me to the corps and since then I have been serving here.
47269.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი III
ამას გარდაც ბევრი რამ გაიხსენა საქართველოში მყოფობის დროიდან.
He recounted many other things as well from his time in Georgia.
47270.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი III
მხიარულ გუნებაზე იყო.
He was in a jovial mood.
47271.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი III
ცოლმა რომ მხიარულად ნახა, ჰკითხა: „კარგ გუნებაზე ხარ და უთუოდ შადლუღს კარგად ჩაუვლიაო?“
When his wife saw him looking so jovial she asked, “You’re in a good mood: I expect the welcoming parade went off well, did it?”
47272.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი III
სამაგალითოდ! – მიუგო სიცილით.
Couldn’t be better! – he responded with a laugh.
47273.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი III
ხელმწიფე-იმპერატორმა სამჯერ მიბრძანა მადლობა და ეს მით უფრო სასიამოვნოა ჩემთვის, რომ ქართველების მიზეზით მოხდა.
The Tsar-emperor thanked me three times, and that is all the more pleasant for me because it was thanks to the Georgians.
47274.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი III
– როგორ? – ძალიან ისახელეს თავი საზოგადოდ და ბურთი და მოედანიც დღევანდელი დღის აბაშიძეს, ამილახორს და ანდრონიკაშვილს დარჩათ.
– How? – They made a very good name for themselves, the whole show, ball and pitch today was in the hands of Abashidze, Amilakhor and Andronikashvili.
47275.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი III
გიორგი ნაკაშიძეც ხომ ვიცით, რაც ცხენოსანია?
we know what a good horseman Giorgi Nakashidze is.
47276.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი III
ამხანაგები დასცინიან, მაგრამ მაინც კი სასწაული მოახდინა.
His comrades laugh at him, but he performed a miracle.
47277.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი III
უკანასკნელ ბურჯამდე რომ მივიდა და ცხენი უნდა გადაეხტუნებია იმასაც სხვებსავით, უეცრად ცხენი შეუჩერდა და თვითონ გადავარდა ბურჯს იქით.
When we got to the last hurdle and his horse had to jump it, like the others his horse suddenly stopped and he flew over the hurdle on his own.
47278.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი III
– ახ! – სულაც არა! ერთი კი გადატრიალდა ჰაერში და მერე რაღაც უცაბედად ფეხებზე დადგა კატასავით! არ დაცემულა.
– Oh dear! – Not at all! He turned a somersault in the air and then somehow suddenly landed on his feet like a cat! He didn’t fall.
47279.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი III
მაყურებლებს ეგონათ, თუ განგებ ქნაო, და ქების ტაში დაუკრეს.
The people watching thought that he’d done it on purpose and clapped to applaud him.
47280.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი III
ხელმწიფემ ბრძანა, რომ აბაშიძე, ცხენზე მჯდომი, გადახატეთ და სურათი სასახლის გალერიაში ჩამოჰკიდეთო.
The Tsar commanded that Abashidze should be painted seated on his horse and the painting hung in the palace gallery.