მოიძებნა 668060 ჩანაწერი
47621.
დავით ანდღულაძე | ქართული სევდა ოქროს ხმაში
ხმა ღვთისა და ხმა ერისაო!
The voice of people is the voice of God!
47622.
დავით ანდღულაძე | ქართული სევდა ოქროს ხმაში
ქართული მუსიკის ბუნება შეესატყვისება ჩვენი ქვეყნის ბუნებას, მის ზეცას, მის მზეს, ზღვას, მის მთა-ბარს, მის ველმინდვრებს („ყაყაჩოსა სიწითლითა ყანა დაუმშვენებია“ — ანა), მის მწვერვალებს, კლდეებს, ჩანჩქერებს, წყაროების ჩუხჩუხს, მისი ხევების გადაძახილს, ბუნების ხმებს — ჩიტების გალობასა და ირმის ხმიანობას, ვაჟას „მთანი მაღალნი“-სა და „ქუჩს“.
The nature of the Georgian music harmonizes with our country’s nature, its sky, its sun, its sea, its hills and plains, its fields and meadows ("A poppy, so red, is a beauty of the field" - Ana), its mountain peaks, cliffs, waterfalls, the bubble of springs, the echo of ravines, the sounds of the nature - a bird’s singing and a deer’s call, Vazha’s "Mountains High" and "Fescue".
47623.
დავით ანდღულაძე | ქართული სევდა ოქროს ხმაში
ყოველივე ამას იტევს თავის სულსა და გულში მომღერალი (ორფევსი, მუსევსი, რუსთაველის ავთანდილი, ფილიმონი, ვანო, დედას ლევანა, ჰამლეტ გონაშვილი, მიშა შავიშვილი).
All the above is part of the soul and heart of a singer (Orpheus, Museus, Rustaveli’s Avtandil, Filimon, Vano, Deda’s Levana, Hamlet Gonashvili, Misha Shavishvili).
47624.
დავით ანდღულაძე | ქართული სევდა ოქროს ხმაში
ხმას იმთავითვე მაგიურ ძალას ანიჭებდნენ.
A voice from the very beginning was said to have a magic power.
47625.
დავით ანდღულაძე | ქართული სევდა ოქროს ხმაში
ბუნება მეტყველებს და მღერის ფრაქტალების გრეხილი ენით, თავისი კრიმანჭულით, იოდლით, მოძახილით, თავისი ალილოთი და ლილეოთი.
Nature speaks and sings with a twisted language of fractals, with its krimanchuli, yodel, modzakhili, with its alilo, and lileo.
47626.
დავით ანდღულაძე | ქართული სევდა ოქროს ხმაში
ეს ყველგან ასეა, მაგრამ საქართველოში — განსაკუთრებით.
It is like that everywhere, but especially in Georgia.
47627.
დავით ანდღულაძე | ქართული სევდა ოქროს ხმაში
მხოლოდ ქართულ მრავალხმიან სიმღერას, ვითარცა ალექსანდრეს მახვილს, ძალუძს გაკვეთოს გორდიას კვანძი.
Only a polyphonic Georgian song can cut the Gordia knot, like Alexander’s sword.
47628.
დავით ანდღულაძე | ქართული სევდა ოქროს ხმაში
ეს ჩვენი მომღერლების გენეტიკური წყაროა, მათი ხმოვანების საფუძველი, მათი სულიერი და კულტურული მრავალსაუკუნოვანი მემკვიდრეობა.
That is a genetic source of our singers, the basis of their sound, their many centuries long spiritual and cultural heritage.
47629.
დავით ანდღულაძე | ქართული სევდა ოქროს ხმაში
ამიტომ არის, რომ „არსად ისე არ მღერიან, როგორც აქ, ამ ქვეყანაში“ (გალაკტიონი).
That is why - "Nowhere else can they sing so as here in this land" (Galaktion Tabidze).
47630.
დავით ანდღულაძე | ქართული სევდა ოქროს ხმაში
„თუ გინდა შეიცნო ხალხი, მოისმინე მისი სიმღერები“ (ძვ. საბერძნეთი — დამონი, ძვ. ჩინეთი — კონფუცი, კარლ იასპერსი — „ღერძისეული დრო!“).
"If you wish to get to know the people, listen to their songs" (Ancient Greece - Damon, ancient China - Confucius, Karl Jaspers - "axial age!").
47631.
დავით ანდღულაძე | ქართული სევდა ოქროს ხმაში
დავით ანდღულაძე ის ქართველი მომღერალია, რომლის ხმაშიც ჟღერდა ქართული შემოქმედებითი სული.
David Andghuladze is a Georgian singer, in whose voice sounded the artistic spirit of Georgia.
47632.
დავით ანდღულაძე | ქართული სევდა ოქროს ხმაში
იგი დაიბადა საქართველოს ერთ-ერთ უძველესი და უღრმესი ჰანგით გამორჩეულ კუთხეში, გურიაში, ცნობილი მომღერლების ოჯახში.
He was born to the family of prominent singers, in one of the oldest corners of Georgia, Guria, known for its profound tune.
47633.
დავით ანდღულაძე | ქართული სევდა ოქროს ხმაში
იმხანად გურიაში ცნობილი იყვნენ ანდღულაძეები — მეკრიმანჭულეები და გამკივანები.
At that time, Guria was famous for mekrimanchules and gamkivanis.
47634.
დავით ანდღულაძე | ქართული სევდა ოქროს ხმაში
დავით ანდღულაძის დედა ელისაბედი (ლისა) ჩხაიძე სახელგანთქმული მატირალი იყო მთელს გურიაში.
David Andghuladze’s mother, Elizabeth (Lissa) Chkhaidze was a well-known professional mourner in Guria.
47635.
დავით ანდღულაძე | ქართული სევდა ოქროს ხმაში
ბავშვობიდანვე გამოუვლინდა დავითს საოცარი სილამაზის ხმა, რომელზედაც ამბობდნენ – დათიკოს ოქროს ხმა აქვსო!
David proved to have a very beautiful voice since his childhood, of which it was reportedly said Datiko has a golden voice!
47636.
დავით ანდღულაძე | ქართული სევდა ოქროს ხმაში
ეს თვისება მის ხმას სიცოცხლის ბოლომდე შერჩა.
His voice maintained the feature till the end of his life.
47637.
დავით ანდღულაძე | ქართული სევდა ოქროს ხმაში
იგი მართლაც სასიმღერო ხმის ლეგენდად დარჩა ქართულ კულტურაში.
He is still a vocal legend in Georgian culture.
47638.
დავით ანდღულაძე | ქართული სევდა ოქროს ხმაში
დ. ანდღულაძის სიმღერა გამოხატავდა საერთო ქართულ ნაციონალურ ტონს: ბრწყინვალება, სიღრმე, სითბო, ძლევამოსილება და დიდი ხმებისთვისაც კი იშვიათი „ცრემლი“, რაც ხელოვნურად არ შეიძლება შეიქმნას.
D. Andghuladze’s singing expressed common Georgian national tone: brilliance, depth, warmth, triumph and a "tear" being rare even for big voices, which cannot be created artificially.
47639.
დავით ანდღულაძე | ქართული სევდა ოქროს ხმაში
მომღერალმა გაიარა იტალიური სკოლის XX საუკუნის 20-იანი წლებისათვის დამახასიათებელი ვოკალური წვრთნა (პროფ. ევგენი შპერლვრონსკი, მაესტრო ვაგი), რუსული სასცენო ხელოვნების რეფორმატორის, კონსტანტინე სტანისლავსკის მეთოდოლოგია, რაც სრულყოფილად შეითვისა თვით სტანისლავსკის ხელმძღვანელობით, და მაინც დარჩა „ქართველ რომანტიკოსად“, უდიდესი აკაკი ვასაძის სიტყვა რომ გავიხსენოთ, მომღერლის დაკრძალვაზე თქმული.
The singer received a training typical of the Italian school of the 1920s (Professor Evgeniy Shperlvronsky, Maestro Vagghi), with the methodology of Konstantin Stanislavsky, a reformer of Russian dramatic art, in which he excelled under the guidance of Stanislavsky himself, and he still remained a "Georgian romanticist", as he was referred to by the great Akaki Vasadze, at the singer’s funeral.
47640.
დავით ანდღულაძე | ქართული სევდა ოქროს ხმაში
დავით ანდღულაძის სამსახიობო ნიჭიერება სტანისლავსკიმ მის სტუდიაში გამოცდაზევე შეაფასა რეჟისორისთვის დამახასიათებელი ფრაზით.
Andghuladze’s talent as an actor was estimated by Stanislavsky with a phrase typical of the director, at an exam held in his studio.