მოიძებნა 668060 ჩანაწერი
47561.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი II
რაც კი რამ გასაკეთებელი შემხვდებოდა, თუკი მოვახერხებდი, გინდ დიდი ყოფილიყოს და გინდ პატარა, ჩავკიდებდი ხოლმე ხელს.
Whatever I found I had to do, if I could manage it, whether it was big or small, I tried my best.
47562.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი II
ეს გაურჩევლობა მე ისე გამიტაცებდა ხოლმე, რომ არც მტერ-მოყვრობა და არც სისხლხორცობა აღარ ვიცოდი.
I always liked impartiality so that I recognized neither friendship and enmity nor flesh and blood.
47563.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი II
ერთმა ჭკვიანმა კაცმა მითხრა მაშინ: სწორედ რომ ახირებული კაცი ხარ, შენიან-სხვისიანობა არ იცი.
One intelligent man told me then: You really are a perverse man, you don’t distinguish between your own and other people’s.
47564.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი II
შენიანს არ არჩევ შენის მწარის ენით და სხვისიანს უდგები?
Don’t you give your own people a taste of your bitter tongue and yet stand up for other people?
47565.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი II
რომ ვისმეს უნდოდეს შენთან დაახლოვება და დამოყვრება, ვერ ახერხებსო.
Anyone who wanted to become close to you or be loved by you would never manage it.
47566.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი II
ეს მართალი მითხრა, მაგრამ არც მე მიპასუხნია ტყუილი:
He was right to say it, but my reply was just as true:
47567.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი II
ეგ ყველა მართალია, მაგრამ საზოგადო საქმეში მე არ მესმის მტერ-მოყვრობა.
This is all true, but I don’t distinguish enemy from friend in public matters.
47568.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი II
მე ჩემი გზით მივდივარ, ვინც გვერდით ამომიდგება, გინდ მტერი იყოს, გინდ მოყვარე, ჩემიანად მიმაჩნია და, ვინც წინ მეღობება, მტრად-მეთქი.
I follow my own path, anyone who stands by me, whether an enemy or a friend, I treat as one of mine and anyone who blocks my path is an enemy.
47569.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი II
აი, ასეთი იყო მაშინ ახალგაზრდობის ჩემი რწმენა და დღესაც შეძლებისადა გვარად ვერ ვყოფ უარს.
This was the belief I held as a young man and today, as far as possible, I cannot deny it.
47570.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი II
იმ გაკერპებულ წინსვლაში დიდი ტანჯვაც გამოვიარე.
In this stubborn onward march I have undergone great torment.
47571.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი II
მაგრამ, რადგანაც ღმერთმა იმდენს ხანს მაცოცხლა, რომ, რასაც მაშინ ვფიქრობდი, ასრულდა და მტრები მოყვრებად გადამექცნენ, აღარას ვიტყვი აღარც ჩემ თავზე და აღარც მათზე.
But because God has kept me alive so long, what I then thought has now come to pass and my enemies have become my supporters: I shall thus say no more about myself or about them.
47572.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი II
დღეს, რომ არ დამიმსახურებია, მისთანა პატივისცემაში და სიყვარულში ვარ საქართველოში.
In today’s Georgia I enjoy far more respect and affection than I have deserved.
47573.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი II
მართალია, მტრები დღესაცა მყავს.
True, I still have enemies today.
47574.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი II
ღრმა მოხუცი სამარისკენ მივდივარ ჩემის სამშობლოს ლოცვა-კურთხევით.
I now go as a very old man towards my grave, accompanied by the prayers and blessings of my motherland.
47575.
დავით ანდღულაძე | ქართული სევდა ოქროს ხმაში
შთაგონებული მომღერალი.
Inspired Singer.
47576.
დავით ანდღულაძე | ქართული სევდა ოქროს ხმაში
მახსოვს, რამდენი სიამოვნება და სიხარული განმიცდია, როცა ჩვენი საყვარელი დავით ანდღულაძე მღეროდა ხოლმე.
I remember how much pleasure and joy I felt, when our beloved David Andghuladze was singing.
47577.
დავით ანდღულაძე | ქართული სევდა ოქროს ხმაში
თითქოს მთელი სხეული იჟღინთებოდა მისი ძლიერი და მომხიბლავი ხმით, თითქოს მიჰყავდი სადღაც ზევით, მწვერვალებისაკენ.
As if the whole body was full of his strong and fascinating voice, as if it carried you up to mountain peaks.
47578.
დავით ანდღულაძე | ქართული სევდა ოქროს ხმაში
თუ რა დიდი შთამაგონებელი ძალა აქვს თვითონ სიმღერას — ეს ყველას განგვიცდია.
We all know how inspiring a song can be - we all experienced it.
47579.
დავით ანდღულაძე | ქართული სევდა ოქროს ხმაში
მაგრამ, როცა შესანიშნავ მომღერალს კიდევ მსახიობის ნიჭი ერთვის, როცა ეს ორი ძვირფასი ნიჭი შერწყმულია, — მაშინ მაყურებელი აღტაცებას განიცდის.
But when a wonderful singer has an acting talent as well, when these two precious things are together, - then a spectator is filled with admiration.
47580.
დავით ანდღულაძე | ქართული სევდა ოქროს ხმაში
დავით ანდღულაძემ დაიმსახურა საყოველთაო ქება, დიდება.
David Andghuladze has won the universal acclaim, fame.