მოიძებნა 668060 ჩანაწერი
47701.
დავით ანდღულაძე | ქართული სევდა ოქროს ხმაში
3. ბრწყინვალე „გარდამავალი“ ბგერების გამომუშავება ხმის დიაპაზონის ერთგვაროვნების მისაღწევად და დიაპაზონის სრული დაკომპლექტებისათვის; 4.
3. Development of excellent “transitional” sounds to achieve unifor¬mity of voice range and its full completion;
47702.
დავით ანდღულაძე | ქართული სევდა ოქროს ხმაში
4. ყოველი ტექნიკური მოთხოვნის დაკავშირება შესასრულებელი ნაწარმოების მხატვრულ საშემსრულებლო ამოცანასთან;
4. Linking of each technical requirement to the artistic task of performing a piece of work;
47703.
დავით ანდღულაძე | ქართული სევდა ოქროს ხმაში
5. ტრადიციის ცოდნა და მეთოდებში გარკვევის უნარის გამომუშავება;
5. Knowledge of the tradition and development of the skill to understand methodologies;
47704.
დავით ანდღულაძე | ქართული სევდა ოქროს ხმაში
6. დისციპლინა და ჰიგიენა;
6. Discipline and hygiene;
47705.
დავით ანდღულაძე | ქართული სევდა ოქროს ხმაში
7. საშემსრულებლო ეთიკის მაღალი მოთხოვნის დაცვა-გათვალისწინება საშემსრულებლო პრაქტიკაში.
7. Complying with and considering the high demand of performing ethics in performing practice.
47706.
დავით ანდღულაძე | ქართული სევდა ოქროს ხმაში
დ. ანდღულაძე ვოკალური ესთეტიკის მხრივ, ჯერ ინტუიციურად, შემდეგ — გააზრებულად, ძველი იტალიური სკოლის პრინციპების მიმდევარი იყო და მისი კრიტერიუმებით ხელმძღვანელობდა.
In terms of vocal aesthetics, D. Andghuladze was a follower of the principles and criteria of the old Italian school, first intuitively, then through interpretation.
47707.
დავით ანდღულაძე | ქართული სევდა ოქროს ხმაში
ამავე დროს, ყოველივე ამას უერთებდა ქართულ სასიმღერო ტრადიციას, რის შესაძლებლობასაც მას აძლევდა იტალიელებთან ერთიანი ქართული „სასმენო ველის სრული იგივეობა“.
At the same time, he combined it with the Georgian singing tradition on the basis of the "absolute similarity of the hearing field".
47708.
დავით ანდღულაძე | ქართული სევდა ოქროს ხმაში
ე.წ. „ხმელთაშუა ზღვის აუზის ხმები“ იტალიურ ზეპირ ტრადიციაში — ჯენარო ბარა-კარაჩოლო, „სმენის ველის“ ცნება შემოტანილია დიდი ფრანგი აუდიოფსიქოფონიატრის, „სმენის ანთროპოლოგიის“ შემქმნელის — ალფრედ ტომატისის მიერ.
So-called "Mediterranean voices" in the Italian verbal tradition - Gennaro Barra-Caracciolo, the concept of "hearing field" was introduced by Alfred Tomatis, internationally known French audiopsychophoniatrist, the inventor of the "hearing anthropology".
47709.
დავით ანდღულაძე | ქართული სევდა ოქროს ხმაში
მეორე მხრივ, დ. ანდღულაძე ცდილობდა სასცენო დრამატურგიის პრინციპების დაფუძნება-დამუშავებას უდიდესი რუსი რეფორმატორის – კ. სტანისლავსკის სისტემის საფუძველზე.
On the other hand, D. Andghuladze sought to establish the principles of stage dramaturgy on the basis of the Russian reformer Stanislavsky’s system.
47710.
დავით ანდღულაძე | ქართული სევდა ოქროს ხმაში
ეს სინთეზი ქმნიდა დ. ანდღულაძის შემსრულებლობის შთამაგონებელ ქვაკუთხედს, სრულიად ორიგინალურს როგორც სასიმღერო მოღვაწეობაში, ასევე ვოკალის პედაგოგიკაში.
This synthesis was the cornerstone inspiring D. Andghuladze’s performance, wholly unique in both his singing activity and vocal coaching.
47711.
დავით ანდღულაძე | ქართული სევდა ოქროს ხმაში
მომღერალი იხსენებდა ერთ შემთხვევას სტანისლავსკის სტუდიაში „ბოჰემაზე“ მუშაობის პერიოდში:
The singer remembered an incident taking place during his work on "La Boheme" in the Stanislavsky Studio:
47712.
დავით ანდღულაძე | ქართული სევდა ოქროს ხმაში
მიზანსცენებით დაღლილმა მონაწილეებმა მიმართეს სტანისლავსკის: დავიღალეთ ამდენი მიზანსცენებით, იტალიელები ამდენს ხომ არ თამაშობენო.
Participants, tired of mise en scenes, reportedly addressed Stanislavsky - we are tired of so much mise en scenes, staging Italians do not play that much.
47713.
დავით ანდღულაძე | ქართული სევდა ოქროს ხმაში
რეჟისორი შეჩერებულა, ყველა მოელოდა რისხვას, მას კი მშვიდად უთქვამს: – „იმღერეთ, როგორც იტალიელები მღერიან და მე არც ერთ მიზანსცენას არ დაგავალებთ!“
The director stopped, everyone expected him to get angry, though he responded calmly: -"Sing like the Italians and I will not make you staging any mise en scenes!"
47714.
დავით ანდღულაძე | ქართული სევდა ოქროს ხმაში
სტანისლავსკი ეთაყვანებოდა იტალიურ საშემსრულებლო ტრადიციას, რასაც მისი სისტემის ინტერპრეტატორები გულმოდგინედ „ივიწყებენ“.
Stanislavsky admired the Italian performing tradition, which has been zealously "forgotten" by his system interpreters.
47715.
დავით ანდღულაძე | ქართული სევდა ოქროს ხმაში
დ. ანდღულაძის მონაწილეობა ნებისმიერ წარმოდგენაში გადაიქცეოდა ხელოვნების დღესასწაულად.
D. Andghuladze’s participation in any show would turn it into a holiday of art.
47716.
დავით ანდღულაძე | ქართული სევდა ოქროს ხმაში
თეატრალური კოლექტივები ერთხმად ამბობდნენ: როდესაც დ. ანდღულაძე მღერის ჩვენს სპექტაკლში, ჩვენ სულ სხვანი ვხდებითო.
Members of theatre companies unanimously stated that D. Andghuladze’s singing in their play changed them completely.
47717.
დავით ანდღულაძე | ქართული სევდა ოქროს ხმაში
ამდენად ძლიერი იყო დ. ანდღულაძის არტისტული პიროვნების გავლენა შემოქმედებით კოლექტივზე.
Thus strong was the influence of D. Andghuladze’s artistic personality on creative teams.
47718.
დავით ანდღულაძე | ქართული სევდა ოქროს ხმაში
მონაწილეები მაღლდებოდნენ პიროვნულად და პროფესიულად ამ თანამოქმედებაში, რომლის ცენტრში იყო დ. ანდღულაძე — მომღერალი დაარტისტი.
His co-participants improved personally and professionally during the interaction, in the spotlight of which was D. Andghuladze - a singer and artist.
47719.
დავით ანდღულაძე | ქართული სევდა ოქროს ხმაში
დ. ანდღულაძის სასიმღერო შემოქმედებითი პრინციპი მარტივად ასე გამოიხატებოდა: სიმღერა უნდა იყოს ვაჟკაცური და თბილი!
D. Andghuladze’s singing credo was expressed simply: singing should be gallant and warm!
47720.
დავით ანდღულაძე | ქართული სევდა ოქროს ხმაში
აი, ამაში იყო მომღერლის ქართველობა!
That was the point of his being Georgian!