მოიძებნა 668060 ჩანაწერი
47761.
დავით ანდღულაძე | ქართული სევდა ოქროს ხმაში
ბარიტონებთან მუშაობაში დ. ანდღულაძემ უდიდეს შედეგებს მიაღწია:
D. Andghuladze was immensely successful in working with baritone voices:
47762.
დავით ანდღულაძე | ქართული სევდა ოქროს ხმაში
შესანიშნავი ხმის ბარიტონს – ედიშერ მირიანაშვილს გაუმთლიანა დიაპაზონი, საქვეყნოდ ცნობილ ბარიტონს — ელდარ გეწაძეს I ბარიტონის ხმა ჩამოუყალიბა საოცარი სიფაქიზით, შესანიშნავ ბარიტონს – თ. ფარცვანიას მიანიჭა წამყვანი ბარიტონის პარტიების შესრულების შესაძლებლობა.
He developed voice range for the wonderful baritone Edisher Mirianashvili; I baritone voice for the renowned baritone Eldar Getsadze, allowed the wonderful baritone T. Partsvania to perform the leading baritone parts.
47763.
დავით ანდღულაძე | ქართული სევდა ოქროს ხმაში
ქალთა ხმებთან მუშაობაში დ. ანდღულაძემ მიაღწია გამორჩეულ შედეგებს (ლიუდმილა ბოგატელო – წამყვანი ლირიკულ-კოლორატურული სოპრანო, ევგენია გურაშვილი — წამყვანი სოპრანო, ლიანა ღვედაშვილი პირველი მეცო-სოპრანოს პარტიების შემსრულებელი მომღერალი, სვეტლანა ტოგონიძე – უმდიდრესი მონაცემების მეცო-სოპრანო და განსაკუთრებით, მედეა ნამორაძე — გამოჩენილი მომღერალი და შენანდოას უნივერსიტეტის მუსიკის კონსერვატორიის დოქტორი, რომელიც აღიარებულია 2011 წლის საუკეთესო პედაგოგად, და სხვა მრავალი).
D. Andghuladze achieved remarkable results in working with female voices (Ludmila Bagatelle - leading lyrical and coloratura soprano, Evgenia Guramishvili – leading soprano, Liana Ghvedashvili – singer of I mezzo sopramo parts, Svetlana Togonidze – highly gifted mezzo soprano, and especially, Medea Namoradze – Doctor at Shenandoah University Conservatory of Music, best teacher of 2011, ets.)
47764.
დავით ანდღულაძე | ქართული სევდა ოქროს ხმაში
დ. ანდღულაძე მართავდა ღია გაკვეთილებს, მასტერკლასებს მაშინდელი საბჭოთა კავშირის წამყვან კონსერვატორიებში.
D. Andghuladze held open lessons, masterclasses in the former USSR's leading conservatories.
47765.
დავით ანდღულაძე | ქართული სევდა ოქროს ხმაში
ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია 1963 წლის აპრილში მოსკოვის კონსერვატორიაში მისი მონაწილეობა ვოკალის მეთოდისტთა საკავშირო კონფერენციაში – მოხსენება, ღია გაკვეთილი ზ. სოტკილავასთან და კ. ფირცხალავასთან - კონცერტმაისტერი ლეილა სილიკაშვილი, რასაც დაერთო ნ. ანდღულაძის მოხსენება იტალიური სტილის შესახებ, ტექნიკის დემონსტრაცია და არიების შესრულება.
Special mention should be made of his participation in All-Union Conference of Vocal Instructors in the Moscow Conservatoire in April 1963 - presentation, open lesson with Z. Sotkilava and K. Pirtskhalava - accompanist Leila Silikashvili, which was followed by N. Andghuladze’s presentation on the Italian style, demonstration of technique and singing of arias.
47766.
დავით ანდღულაძე | ქართული სევდა ოქროს ხმაში
შემდგომში ირინა არხიპოვა გონებამახვილურად და გამომსახველობით იტყოდა: „დიდ თეატრში ჩასარიცხად ხანგრძლივ გამოცდას უწყობენ ახალმოსულ კანდიდატებს, ხოლო საკმარისი იყო დ. ანდღულაძის მოწაფეობის განცხადება, — მომღერალს პირდაპირ რიცხავდნენ დასში“.
As noted aptly by Irina Arkhipova: "While novice candidates undergo intensive tests for enrollment at the Bolshoi Theatre, had any of Andghuladze’s student said he was D. Andghuladze’s student, he would be directly enrolled in the company".
47767.
დავით ანდღულაძე | ქართული სევდა ოქროს ხმაში
ამ მხრივ მეტად საგულისხმო იყო დ. ანდღულაძის პასუხი ზ. ანჯაფარიძის ერთ დეპეშაზე, როდესაც 60-იან წლებში „დიდი თეატრის“ დასში ჩაირიცხა ანდღულაძის მოწაფე – ბარიტონი ლერი ჯაფარიძე.
In this regard, D. Andghuladze's response to Z. Anjaparidze’s telegram is worth mentioning, when Andghuladze's student, baritone Leri Japaridze, in 1960s, was enrolled at the Bolshoi Theatre.
47768.
დავით ანდღულაძე | ქართული სევდა ოქროს ხმაში
დ. ანდღულაძის სისტემა მიეკუთვნება მოღვაწეობის იმ სახეს, რომელსაც ეწოდება „სულიერ-პრაქტიკული მოღვაწეობა“, პოლანი უწოდებდა „პიროვნებისეულ ცოდნას“, რომლის გარეშე კულტურის განვითარება და ტრადიციის შექმნა შეუძლებელია.
D. Andghuladze’s system is a kind of activity called "spiritual and practical activity", which Pollan referred to as "personal knowledge", without which it is impossible to develop culture and create tradition.
47769.
დავით ანდღულაძე | ქართული სევდა ოქროს ხმაში
მანუელ გარსია ასე ახასიათებდა მეთოდს სიმღერის ხელოვნებაში:
Below is Manuel Garcia's interpretation of the methodology of singing art:
47770.
დავით ანდღულაძე | ქართული სევდა ოქროს ხმაში
„როდესაც მღერიან სიტყვებით და არ შეუძლიათ ხმის ემისია თანხმოვნების წარმოთქმის პროცესისგან დამოუკიდებლად, ხმა ირყევა, რაც არღვევს ინტენსივობას, დამაჯერებლობასა და ნოტებს შორის კავშირს.
"When they sing with words and cannot emit a voice without pronouncing of consonants, the voice vibrates, which affects the intensity, credibility and correlation of the notes.
47771.
დავით ანდღულაძე | ქართული სევდა ოქროს ხმაში
ამ ნაკლოვანებების თავიდან ასაცილებლად საჭიროა შეგვეძლოს სიმღერისთვის აუცილებელი მოძრაობების ერთობლიობაში განვასხვაოთ ფუნქციის ბუნებისა და სახმო აპარატის ოთხი მექანიზმიდან თითოეულის მოქმედების ხერხი (ფილტვების, სახმო ნაპრალის, ხახისა და არტიკულაციის ორგანოების).
To eliminate the defects, we need to differentiate the method of action of each mechanism of the nature of the function and four vocal apparatuses (lungs, glottis, pharynx and articulation organs), in the unity of movements required for singing.
47772.
დავით ანდღულაძე | ქართული სევდა ოქროს ხმაში
როდესაც მომღერალს შეუძლია აიძულოს თითოეული აპარატი, იმუშაოს მისთვის ჩვეულ მიდამოში ისე, რომ ხელი არ შეუშალოს სხვა ორგანოების მუშაობას, მაშინ ხმა თითქოს ასაზრდოებს შესრულების ყველა ნაწილს და მელოდიის განსხვავებულ დეტალებს აერთიანებს ერთ მთლიან და უწყვეტ ანსამბლად, რაც სწორედაც რომ წარმოადგენს სიმღერის სიფართოვეს.
When a singer can make each apparatus work in its usual place, so as not to interfere with the function of other organs, then the voice as if feeds every element of performance, and consolidates different parts of melody into one integral and continuous ensemble, which exactly is width of singing.
47773.
დავით ანდღულაძე | ქართული სევდა ოქროს ხმაში
თუკი პირიქითაა, ამბობენ, რომ მომღერალს არა აქვს მეთოდი“.
If it is the other way round, they say that the singer does not have a method".
47774.
დავით ანდღულაძე | ქართული სევდა ოქროს ხმაში
დ. ანდღულაძემ ქართულ ვოკალურ პედაგოგიკაში სწორედაც რომ დააფუძნა მეთოდი – ამ სიტყვის უზოგადესი გაგებით, შექმნა სიმღერის მეთოდოლოგია.
D. Andghuladze has definitely established a method in the Georgian vocal pedagogy - he created singing methodology, in the most general sense of the word.
47775.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ოქროს ხანის დასაწყისი
„ოქროს ხანის“ დასაწყისი.
FROM THE BEGINNING OF THE 11TH CENTURY TO THE 1080'S.
47776.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ოქროს ხანის დასაწყისი
XI საუკუნის დასაწყისისთვის ფეოდალური საქართველო პოლიტიკურად გაერთიანებული სახელმწიფოა და სოციალურ-ეკონომიკური თვალსაზრისითაც განვითარების ახალ, მაღალ საფეხურზე დგას.
By the beginning of the 11<sup>th</sup> century, feudal Georgia had been a politically united state and had achieved a high level of social and economic development.
47777.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ოქროს ხანის დასაწყისი
დავით დიდი კურაპალატისა და ქართლის ერისთავის, იოანე მარუშისძის დასის დიდმა მცდელობამ თავისი დადებითი ნაყოფი გამოიღო.
The great endeavors of the great David Kuropalates and of Kartli eristavi loane Marushisdze's group had brought positive results.
47778.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ოქროს ხანის დასაწყისი
საქართველოს გაერთიანების მოსურნე ჭეშმარიტ პატრიოტთა გავლენა იმდენად გაიზარდა, რომ ყველასათვის მისაღები კანდიდატი სამეფო ტახტისა დავით კურაპალატის შვილობილი ბაგრატ გურგენის ძე ბაგრატიონი - ბაგრატ III 975 წელს მეფედ გამოაცხადეს ქართლში და 978 წელს დასავლეთ საქართველოში (აფხაზეთში).
The influence of genuine patriots, who wished to unite Georgia had become so great that Bagrat Bagrationi, Gurgen's son and the adopted son of David Kuropalates, became the universally accepted candidate for the throne: Bagrat III was declared king in Kartli in 975, and in Western Georgia (Abkhazia) in 978.
47779.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ოქროს ხანის დასაწყისი
ეს ფაქტობრივად ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური გაერთიანების მტკიცე საფუძველი იყო.
This was the actual basis for Georgia's political unification.
47780.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ოქროს ხანის დასაწყისი
საქართველოს პოლიტიკურ გაერთიანებას და ცენტრალიზაციას მოწინააღმდეგენიც ჰყავდა.
But Georgia's political unification and centralization had its opponents, too.