მოიძებნა 668060 ჩანაწერი
47741.
დავით ანდღულაძე | ქართული სევდა ოქროს ხმაში
მოსმენის შემდეგ ნოდარ ანდღულაძემ აღფრთოვანებით უთხრა ბატონ დავითს: „ჩვენს კლასში მოვიდა გენიოსი“.
"A genius has come to our class", said exalted Nodar Andghuladze to David, after the audition.
47742.
დავით ანდღულაძე | ქართული სევდა ოქროს ხმაში
ზ. სოტკილავას, დიაპაზონის პრობლემების გარდა, ვოკალური ემისიის მთელი რიგი ნაკლოვანება ჰქონდა, განსაკუთრებით – ხმის ტრემოლაცია.
Besides the problems with the voice range, Z. Sotkilava suffered from a number of vocal emission related defects, in particular from voice tremulation.
47743.
დავით ანდღულაძე | ქართული სევდა ოქროს ხმაში
დ. ანდღულაძემ კვლავ მიმართა თავის მოწაფეში ვოკალური სუნთქვის ტექნიკის გამომუშავებას, მასზევე დაყრდნობით მაღალ რეგისტრში „გარდამავალი“ ნოტების „მოხურვის“ ტექნიკას და სრული სატენორო დიაპაზონის ჩამოყალიბებას.
D. Andghuladze repeatedly sought to improve the technique of vocal breathing for his student, hence the technique of "covering" of "transitional" notes in a high register, and to develop a full tenor range.
47744.
დავით ანდღულაძე | ქართული სევდა ოქროს ხმაში
სწავლის პირველსავე თვეებში ზ. სოტკილავამ შეითვისა დ. ანდღულაძის ტექნიკის ეს პრინციპები, რასაც მოჰყვა ხმის სრული ტემბრალური იდენტობის ჩამოყალიბება და თავისუფალი მაღალი რეგისტრის შექმნა.
Z. Sotkilava adopted the principles of D. Andghuladze’s technique in the very first months of his studies, which was followed by forming of his full timbre identity and development of free high register.
47745.
დავით ანდღულაძე | ქართული სევდა ოქროს ხმაში
სწავლის პირველი პერიოდის შემდეგ ზ. სოტკილავამ შეძლო ურთულესი სატენორო რეპერტუარიდან გარკვეული არიების შესრულება.
After the first semester, Z. Sotkilava could perform certain arias from the most difficult tenor repertoire.
47746.
დავით ანდღულაძე | ქართული სევდა ოქროს ხმაში
აქედან დაიწყო ზ. სოტკილავას შეუნელებელი აღმავლობისა და სრულყოფის გზა:
That’s when the path to Z. Sotkilava’s unremitting development and improvement began:
47747.
დავით ანდღულაძე | ქართული სევდა ოქროს ხმაში
ჯერ კონკურსებში გამარჯვებები, ლა სკალაში მისი გამგზავრება სტაჟირებაზე იმავე ჯენარო ბარა-კარაჩოლოსთან, რომელთანაც რამდენიმე წლით ადრე ნ. ანდღულაძე გადიოდა სტაჟირებას, უდიდეს კონკურსებში გამარჯვებები და მსოფლიო მასშტაბის კარიერა.
First, winning of contests, his departure for training to La Scala, to the same Gennaro Barra-Caracciolo, who had trained N. Andghuladze several years before, winning of significant contests, and a world scale career.
47748.
დავით ანდღულაძე | ქართული სევდა ოქროს ხმაში
დ. ანდღულაძის მემკვიდრეს — ნოდარ ანდღულაძეს მამის ეროვნული საქმის გამგრძელებლად თვლიან.
D. Andghuladze’s heir, Nodar Andguladze, is regarded a successor of his father’s cause.
47749.
დავით ანდღულაძე | ქართული სევდა ოქროს ხმაში
ნ. ანდღულაძის ვოკალური ჩამოყალიბება შედარებით თანამიმდევრული იყო.
N. Andghuladze’s development into a vocalist was relatively consistent.
47750.
დავით ანდღულაძე | ქართული სევდა ოქროს ხმაში
იგი დაიბადა ტენორად და სხვა მუსიკალურ გასაღებში გადანაცვლება მის ხმას არ განუცდია.
He was born a tenor, and therefore his voice did not undergo transition to another musical key.
47751.
დავით ანდღულაძე | ქართული სევდა ოქროს ხმაში
ნ. ანდღულაძის ხმისათვის დამახასიათებელია დიდი დიაპაზონი, ტემბრალური შეფერილობის სიმდიდრე და ერთგვაროვნება და მამისაგან შეთვისებული ბგერის „მოხურვის“ სრულყოფილი ტექნიკა.
N. Andghuladze’s voice is characterized by a wide range, abundance and unity of timbre coloring, and perfect "cover" note (sound “closing”) technique, learned from his father.
47752.
დავით ანდღულაძე | ქართული სევდა ოქროს ხმაში
როგორც ამის შესახებაც მაესტრო ბარა-კარაჩოლომ ბრძანა: ამგვარი ტექნიკის გამომუშავებას იტალიაში 7-8 წელიწადი დასჭირდებაო.
As the maestro Barra-Caracciolo commented this: it would take 7-8 years to develop such a technique, in Italy.
47753.
დავით ანდღულაძე | ქართული სევდა ოქროს ხმაში
ნ. ანდღულაძის პროფესიული კვალიფიკაციისათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მის გაგზავნას ლა სკალაში, საოპერო მომღერლების სრულყოფის ინტერნაციონალურ ცენტრში, საბჭოთა მომღერლების I ჯგუფთან 1960 წელს.
It was extremely important for N. Andghuladze’s professional skills to have him sent to the Academy for Young Singers at La Scala, in I960, along with a team of Soviet singers.
47754.
დავით ანდღულაძე | ქართული სევდა ოქროს ხმაში
მომღერალმა მიაღწია იმას, რომ მაესტრო ბარა-კარაჩოლო მიიწვიეს ლასკალაში და მასთან დაჰყო ორი სეზონის განმავლობაში.
The singer arranged for inviting Maestro Barra-Caracciolo to La Scala, and he spent two seasons with him.
47755.
დავით ანდღულაძე | ქართული სევდა ოქროს ხმაში
ძველი იტალიური სკოლისათვის დამახასიათებელ პრინციპებთან შეხებამ გაამდიდრა ნ. ანდღულაძის ხმა ე.წ. „თავის რეგისტრის“ სრული გამოვლენით მის ხმაში, რაც განსაკუთრებით გურული ხმებისთვისაა დამახასიათებელი საქართველოში და რაზედაც ჩამოყალიბდა თვით დავით ანდღულაძის ხმის სტრუქტურა.
Contact with the principles of the old Italian school enriched N. Andghuladze’s voice by fully revealing the so called "head register" in his voice, which is particularly characteristic of Gurian voices in Georgia, which was the basis for forming the structure of David Andghuladze’s voice.
47756.
დავით ანდღულაძე | ქართული სევდა ოქროს ხმაში
ამ რეგისტრის ჩართვა ხმის „მოხურვის“ მამისეულ სისტემაში და, რაც ასევე მნიშვნელოვანია, რეგისტრის რეზონანსებისა და სუნთქვის სისტემების დაკავშირება ორგანული ხერხების გამომუშავებაში წარმატებით გამოიყენებოდა ხმაზე მუშაობის დროს და შემდგომში მოწაფეებთან სწავლების პროცესში.
Incorporating the register in the father’s system of "sound-covering", and which is also important, linking the register resonations and respiration systems were used successfully while working on the voice to develop organic methods, and further in the course of student coaching.
47757.
დავით ანდღულაძე | ქართული სევდა ოქროს ხმაში
ამ მიღწევებს დიდი აღფრთოვანებით შეხვდა დავით ანდღულაძე და საოცარი სრულყოფილებით ჩართო საკუთარ პედაგოგიკურ მეთოდში.
These achievements were enthusiastically welcomed by David Andghuladze, who fully included them in his pedagogical methodology.
47758.
დავით ანდღულაძე | ქართული სევდა ოქროს ხმაში
იტალიიდან ნ. ანდღულაძის დაბრუნების შემდეგ დავით ანდღულაძის მოწაფეები ამ სინთეზური მეთოდით ყალიბდებოდნენ (ზ. სოტკილავა, კ. ფირცხალავა, ა. გაგუა, ლ. კანდელაკი, შ. ღოღობერიძე, გ. მარტინენკო, თ. ჩაჩავა — ტენორთა შორის!).
Use of the synthetic method contributed to the developing of David Andghulade’s students, following N. Andghuladze's return from Italy (Z. Sotkilava, K. Pirtskhalava, A. Gagua, L. kandelaki, Sh. Ghoghoberidze, G. Martinenko, T. Chachava, among tenors!).
47759.
დავით ანდღულაძე | ქართული სევდა ოქროს ხმაში
დ. ანდღულაძე ასე ახასიათებდა თავისი მოწაფეების თანავარსკვლავედს: ზ. ანჯაფარიძე – ინტუიცია, ზ. სოტკილავა — ექსპრესია, ნ. ანდღულაძე — სიბრძნე!
D. Andghuladze’s reference to the constellation of his students was as follows: Zurab Anjaparidze - Intuition, Zurab Sotkilava - Expression, Nodar Andghuladze - Wisdom!
47760.
დავით ანდღულაძე | ქართული სევდა ოქროს ხმაში
ყოველმა მოწაფემ მიიღო მემკვიდრეობად თავისი დიდი მასწავლებლისაგან მისი მონაპოვრის ერთ-ერთი წახნაგი, — ის, რაც განუყოფელ ერთიანობას ქმნიდა მათი მასწავლებლის შემოქმედებით ინდივიდუალობაში.
Each of the students have inherited from their great teacher one of the facets of his achievement, - which formed an indivisible integrity in their teacher’s artistic individuality.