მოიძებნა 668060 ჩანაწერი
47801.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ოქროს ხანის დასაწყისი
საგულისხმოა ის გარემოება, რომ ბულგარეთის ურთიერთობა ბიზანტიასთან საქართველოს მსგავსად დაძაბული იყო.
It is noteworthy that Bulgaria, like Georgia, had strained relations with Byzantium.
47802.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ოქროს ხანის დასაწყისი
ბიზანტიას თავისი გარკვეული ინტერესები ჰქონდა ბულგარეთთან.
Byzantium had her own certain interests in connection with Bulgaria.
47803.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ოქროს ხანის დასაწყისი
აღსანიშნავია, რომ სწორედ 1001 წელს დაიწყეს ბიზანტიელებმა ბულგარეთის გეგმაზომიერი დაპყრობა.
It must be noted that it was in 1001, that the Byzantines began the process of purposeful occupation of Bulgaria.
47804.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ოქროს ხანის დასაწყისი
ბულგარელი ხალხი თავგანწირვით იბრძოდა დამპყრობლის წინააღმდეგ.
The Bulgarian people fought against the conquerors desperately.
47805.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ოქროს ხანის დასაწყისი
ბრძოლის ახალი ეტაპი 1014 წლიდან დაიწყო.
A new stage in the fight began in 1014.
47806.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ოქროს ხანის დასაწყისი
საერთოდ, ბულგარელი ხალხის ხანგრძლივმა და ძლიერმა წინააღმდეგობამ წაახალისა სხვა ქვეყნები.
Generally, the long and vigorous resistance of the Bulgarian people encouraged the other countries.
47807.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ოქროს ხანის დასაწყისი
საქართველოს სამეფო კარმა ისარგებლა იმით, რომ ბიზანტია ბულგარეთის პრობლემით იყო დაკავებული, განსაკუთრებით 1014 წლიდან, და ბრძოლა დაიწყო სამხრეთი ტაოს გასათავისუფლებად და შემოსაერთებლად.
The Georgian royal court took advantage of the fact that Byzantium was occupied with the Bulgarian problem, especially from 1014, and began to fight to liberate Southern Tao and join it.
47808.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ოქროს ხანის დასაწყისი
ამ ბრძოლას სათავეში საქართველოს მეფე გიორგი I ედგა.
Georgia's king Giorgi I stood at the head of this fight.
47809.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ოქროს ხანის დასაწყისი
ქართველებს მხარში ამოუდგნენ სომხებიც.
The Armenians also supportead the Georgians.
47810.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ოქროს ხანის დასაწყისი
გიორგი I-მა ენერგიულად შეუტია და დაიკავა ყველა ციხე, რომელიც დავით კურაპალატმა კეისარს გადასცა.
Giorgi I vigorously attacked the Byzantines and reoccupied all the fortresses that David Kuropalates had given to the emperor.
47811.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ოქროს ხანის დასაწყისი
ბულგარეთის მარცხმა, 1018 წელს ბულგარეთი საბოლოოდ დაიმორჩილა ბიზანტიამ, შეცვალა საქართველოს მდგომარეობაც.
Byzantium subordinated Bulgaria finally in 1018, Bulgaria's defeat changed Georgia's position, too.
47812.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ოქროს ხანის დასაწყისი
ბასილმა ტაოს მიწა-წყალი მოიკითხა და სასწრაფოდ მოსთხოვა გიორგი I-ს დაკავებული ციხესიმაგრეების დაცლა.
Basil turned his attention to Tao and demanded that Giorgi I surrender the occupied fortresses at once.
47813.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ოქროს ხანის დასაწყისი
გიორგი I-ს არ შეუსრულებია იმპერატორის მოთხოვნა.
Giorgi I did not comply with the emperor's request.
47814.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ოქროს ხანის დასაწყისი
ამას ეს უკანასკნელი განურისხებია და ლაშქარი გაუგზავნია ქართველთა წინააღმდეგ, თანაც დაუვალებია, რომ ძალით დაეპყროთ სადავო ქვეყანა.
This enraged the latter, and he sent his troops against the Georgians, at the same time ordering them to take the disputed region by force.
47815.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ოქროს ხანის დასაწყისი
ქართველებმა ბიზანტიელებს მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს და ოლთისის ახლოს მომხდურნი გააქციეს.
The Georgians resisted the Byzantines staunchly and routed them near Oltisi.
47816.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ოქროს ხანის დასაწყისი
საქართველოს ლაშქრის სარდლობამ ბიზანტიის ჯარის რაოდენობის შემოწმების შემდეგ მათთან შებმა მიზანშეუწონლად ჩათვალა და უკან დახევა გადაწყვიტა.
Having determined the strength of the Byzantine forces, the commanders of the Georgian troops thought it inexpedient to fight against them and decided to retreat.
47817.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ოქროს ხანის დასაწყისი
გაბრუნებულ ქართულ ლაშქარს ბიზანტიელები დაედევნენ.
The Byzantines pursued the retreating army.
47818.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ოქროს ხანის დასაწყისი
გიორგი I-მა მტრისთვის ხელის შეშლის მიზნით გადაწვა ქ. ოლთისი.
Giorgi I burnt down the town of Oltisi with a view to restricting the movements of the enemy.
47819.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ოქროს ხანის დასაწყისი
ლაშქრის სარდლობა არ ჩქარობდა ბრძოლის დაწყებას, მაგრამ ბიზანტიელებმა იაქტიურეს, თვითონ შეებნენ საქართველოს ლაშქრის არიერგარდს შირიმთან 1021 წელს.
The commanders of the troops were not in a hurry to start fighting, but in 1021, the Byzantines became active and began fighting with the rearguard of the Georgian troops near Shirimni.
47820.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ოქროს ხანის დასაწყისი
ბრძოლა პალაკაციოს (ჩილდირის) ტბის მახლობლად მომხდარა.
The battle took place near Lake Palakatsio (Childiri).