მოიძებნა 668060 ჩანაწერი
48021.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
დამარცხებულმა ბიზანტიის იმპერიამ პოლიტიკური სარბიელი თურქ-სელჩუკებს დაუთმო, რომელთა გავლენის ფრთები მრისხანედ გადაეფარა ამიერკავკასიის ქვეყნებს: სომხეთს, ალბანეთს, აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოს.
The debilitated Byzantine Empire yielded the political stage to the Seljuk Turks, whose formidable influence overshadowed the countries of Transcaucasia: Armenia, Albania, eastern and southern Georgia.
48022.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
მომთაბარე სელჩუკები სრულიად განსხვავდებოდნენ არაბებისა და ბიზანტიელებისაგან.
The nomadic Seljuks were quite different from the Arabs and the Byzantines.
48023.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
ისინი დაპყრობილ ტერიტორიაზე სახლდებოდნენ და მეურნეობისათვის საჭირო მიწებს იკავებდნენ.
They settled on the conquered territory and occupied the lands necessary for economic subsistence.
48024.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
სელჩუკების მეჯოგურ-მომთაბარული მეურნეობა შეუთავსებელი იყო ქართულ ფეოდალურ მეურნეობასთან.
The Seljuk herdsmen's nomadic economy was incompatible with the Georgian feudal economy.
48025.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
ეს მეურნეობა მკვიდრდებოდა მტკვრის, ალაზნის, ივრისა და არეზის სანაპირო ჭალებზე.
This economy was instituted along the banks of the Mtkvari, Alazani, lori, and Arezi rivers.
48026.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
მაღალგანვითარებული კულტურები (ბაღ-ვენახები, პირეული და სხვ.) ადგილს უთმობდა საძოვრებს.
The highly developed agriculture of the region (orchards and vineyards, wheat, rye, etc.) gave place to pastures.
48027.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
თურქ-სელჩუკთა დაპყრობები გაცილებით უფრო დამანგრეველი და დამღუპველი იყო, ვიდრე არაბთან ან ბიზანტიელთა შემოსევები და ბატონობა.
The Seljuk conquests were thus much more destructive and ruinous than the invasions and domination of the Arabs or Byzantines.
48028.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
„თურქობა“ საქართველოს ფეოდალურ მეურნეობას საფუძველს აცლიდა და მას გადაშენების საფრთხეს უქმნიდა.
The "Turkish conquest" deprived the Georgian economy of its foundations and placed it in danger of extinction.
48029.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
ასე შეფერხდა საქართველოსა და, საერთოდ, კავკასიის გაერთიანებისა და ცენტრალიზაციის პროგრესული საქმე.
This situation greatly hindered efforts toward unification and centralization in Georgia and in the Caucasus in general.
48030.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
საქართველოს სამეფო იმდენად დაკნინებული იყო, რომ მისი მეფის უფლებები მხოლოდ დასავლეთ საქართველოზე ვრცელდებოდა:
The Georgian kingdom was in such a deplorable situation that the hegemony of its king embraced only Western Georgia:
48031.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
„საზღვარი სამეფოსა მთა მცირე ლიხთა, და სადგომი სამეფო წაღულისთავი“.
"The frontier of the kingdom was then the lesser mountain of Lixi, and the royal residence was at Cagulistavi".
48032.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
როცა მეფეს ქართლის ჭალაში ან ნაჭარმაგევს ნადირობა სურდა, წინასწარ აგზავნიდა კაცებს ადგილების დასათვალიერებლად მხოლოდ შემდეგ გადმოდიოდა.
When the king wanted to hunt in the grove of Kartli or in Nacharmagevi, he sent people beforehand to examine the places and went there only after this was done.
48033.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
დავით IV აღმაშენებელმა შემოიკრიბა თავისი ერთგულები, რათა მათი მხარდაჭერით წარმატებით წარემართა ქვეყნის საქმეები.
David the Builder assembled people, who were faithful to him to rule the country with their support.
48034.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
საქართველოს სამეფო კარი თავს უყრიდა ერთგულ მხედართა რაზმებს.
The Georgian royal court mustered detachments of horsemen, faithful to the king.
48035.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
სწორედ ერთგული მოლაშქრეებით ესხმოდა თავს თურქ-სელჩუკებს, ამარცხებდა მათ, და ამით მტრის შიშით მთაში გახიზნულ ქართველ მიწის მუშას ბარად ჩამოსვლის პირობებს უქმნიდა.
It was these very men-at-arms with whom he attacked the Seljuk Turks, defeated them, and in this way created the necessary conditions for the rural population, hiding in the mountains to come down again to the valleys.
48036.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
დავით აღმაშენებელმა თურქ-სელჩუკები ქართლიდან თანდათან აყარა.
David the Builder gradually drove the Seljuks out of Kartli.
48037.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
ეს წვრილი გამარჯვებები ქართველ ხალხში საკუთარი ძალის რწმენას აღვივებდა.
This series of small victories revived the belief of the Georgian people in their own strength.
48038.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
ქვეყანა თანდათან დაუბრუნდა სოფლის მეურნეობის ინტენსიურ წარმოებას.
The country gradually returned to an intensive agricultural economy.
48039.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
ქალაქები აღორძინების გზას დაადგა.
The cities began to prosper.
48040.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
თურქ-სელჩუკთა ძლიერება სულ უფრო და უფრო შესუსტდა სულთან მალიქ-შაჰის სიკვდილის შემდეგ.
The might of the Seljuk Turks began to weaken gradually after sultan Malik-Shah's death.