მოიძებნა 668060 ჩანაწერი
48001.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ოქროს ხანის დასაწყისი
XI საუკუნის 70-80-იანი წლები უაღრესად მძიმე პერიოდია ამიერკავკასიის ხალხების ცხოვრებაში.
The 1070's and 1080's were an extremely difficult period in the life of Transcaucasian peoples.
48002.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ოქროს ხანის დასაწყისი
თურქ-სელჩუკების შემოსევებმა მძიმე განსაცდელში ჩააგდო სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს მოსახლეობა; ეს უკანასკნელნი იძულებულნი გახდნენ დიდი ხარკის გადახდის საფასურად თავიანთი ეროვნულობა შეენარჩუნებინათ.
The invasions of the Seljuk Turks exposed the population of Armenia, Azerbaijan and Georgia to great danger, and they were forced to preserve their national identity by paying a large tribute.
48003.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ოქროს ხანის დასაწყისი
ასე რომ, საქართველო და მისი მეფე გამონაკლისი არ ყოფილან.
Georgia and her king were no exception.
48004.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ოქროს ხანის დასაწყისი
ასევე ართულებდა საქმეს ის გარემოება, რომ მეფეს ბრძოლა უხდებოდა თავგასული ფეოდალების ე. წ. ცენტრალური, ქვეყნისა და მეფის საწინაარმდეგო მოქმედების ასალაგმავად.
The situation was also aggravated by the circumstance that the king had to fight against recalcitrant feudal lords in order to restrain the centrifugal forces, which arose in opposition to the king's authority.
48005.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ოქროს ხანის დასაწყისი
იმდროინდელი საქართველო, ისევე, როგორც კავკასიის სხვა ქვეყნები, განიცდიდნენ მწვავე კრიზისს.
During this period, Georgia, as well as the other countries of the Caucasus, experienced a severe crisis.
48006.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ოქროს ხანის დასაწყისი
მხოლოდ გარკვეული პირობები და დრო სჭირდებოდა აქედან გამოსვლას და რაგინდ დიდი მოღვაწე უნდა ყოფილიყო საქართველოს მეფე, ამ შემთხვევაში გიორგი II, იგი ამას ვერ შეძლებდა.
Only altered conditions and the passage of time could bring such a crisis to an end, and Giorgi II, no matter how great a statesman he was, was unable to substantially improve the situation.
48007.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ოქროს ხანის დასაწყისი
აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ გიორგი II-ის მოღვაწეობის ადრეული შეფასება (სადაც აქცენტირებულია მისი სისუსტე) სერიოზულად არის გადახედული ქართველი და უცხოელი ისტორიკოსების კვლევებში.
It is our duty to note that previous assessments of Giorgi ll's activities (where his weakness has been accentuated) are in need of serious revision in the light of the research of Georgian and foreign historians.
48008.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ოქროს ხანის დასაწყისი
საქართველოს მეფის, გიორგი II-ის, როგორც პიროვნებისა და მეფის, მოღვაწეობა განხილულ უნდა იქნას ეპოქის და იმ პირობების გათვალისწინებით, რომელშიც მას მოუხდა სახელმწიფოს მეთაურის მძიმე უღლის ტარება.
The actions of Giorgi II, both as a person and as a king, should be assessed in the light of the epoch and the conditions in which he had to bear the burdens of the head of the state.
48009.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ოქროს ხანის დასაწყისი
70-80-იანი წლების საქართველოში შეიქმნა სრულიად ობიექტური პირობები ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური დაქვეითებისა.
The conditions of the 1070's and 1080's inevitably resulted in the country's political and economic stagnation.
48010.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ოქროს ხანის დასაწყისი
ეს განპირობებული იყო მძიმე და დამანგრეველი შემოსევებით და გამწვავებული შინაპოლიტიკური ბრძოლით.
This was the natural result of devastating foreign invasions and internal political instability.
48011.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ოქროს ხანის დასაწყისი
როგორც ვხედავთ, XI საუკუნის მიწურულს საქართველოს საშინაო მდგომარეობა უკიდურესობამდე გაუარესდა.
As we have seen, the internal situation in Georgia had become much worse by the end of the 11<sup>th</sup> century.
48012.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ოქროს ხანის დასაწყისი
სახალხო და სახელმწიფოებრივმა საფრთხემ დამპყრობელთა წინააღმდეგ ბრძოლის საკითხი მოამწიფა.
The dangers of both the Georgian people and the state led inevitably to national resistance to the foreign conquerors.
48013.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
დავით აღმაშენებელი.
DAVID THE BUILDER.
48014.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
მძიმე საშინაო და საგარეო მდგომარეობისა და მწვავე სახელმწიფოებრივი კრიზისის პირობებში, საქართველოს სამეფო კარზე მოხდა გადატრიალება.
At this juncture, as Georgia faced severe threats from both within and without, a revolution took place at the Georgian royal court.
48015.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
ჯერ კიდევ ახალგაზრდა გიორგი II გადააყენეს და მისი ადგილი დავით გიორგის ძემ, დავით IV აღმაშენებელმა დაიკავა.
The still young Giorgi II was forced to abdicate and his place was taken by his son, David IV, known as David the Builder.
48016.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
დავით აღმაშენებლის მემატიანე ამ მოვლენას ხატოვნად აღწერს:
The chronicler of David IV describes this event poetically:
48017.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
„ბნელსა უკუნსა შინა იწყო აღმოცისკრებად მზემან ყოველთა მეფობათამან, დიდმან სახელითა და უდიდესმან საქმითა, სახელმოდგამმან დავით, ღმრთისა მამისამან, და თვით სამეოცდამეთვრამეტემან შვილმან ამან დავითისმან, დავით“.
"In an eternal gloom, there began to dawn the sun of all kingdoms, the one great in repute and greater in deeds, the homonym of David the father of God, and David's seventy-eighth descendant, David".
48018.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
მძიმე მემკვიდრეობა დახვდა თექვსმეტი წლის დავითს: თურქ-სელჩუკებისაგან განადგურებული ქვეყანა, მთებში გახიზნული, დამშეული მოსახლეობა, დაცარიელებული ციხე-ქალაქები და სოფლები.
The sixteen-year-old David received a troubled inheritance: a country ravaged by Seljuks, a famished population hiding in the mountains, deserted cities, fortresses, and villages.
48019.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
ღონისძიებები სამეფო ხელისუფლების გაძლიერებისა და ქვეყნის ცენტრალიზაციისთვის.
MEASURES FOR STRENGTHENING THE KING'S POWER AND CENTRALIZING THE COUNTRY.
48020.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
თურქ-სელჩუკების შემოსევამ არსებითად შეცვალა პოლიტიკური ვითარება კავკასიასა და მახლობელ აღმოსავლეთში.
The Seljuk invasion fundamentally changed the political situation in the Caucasus and the Near East.