მოიძებნა 668060 ჩანაწერი
48421.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
დავით აღმაშენებელს აღნიშნული რეფორმის გატარება წინასწარ ჰქონდა მოფიქრებული.
David the Builder had thoughtfully planned his reforms in advance.
48422.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
ამდენად, 1104-1105 წლებში უნდა მომხდარიყო საქართველოს სახელმწიფოსთვის მეტად მნიშვნელოვანი ფაქტი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესის ინსტიტუტების გაერთიანება.
Thus, the uniting of the offices of Chqondideli and mtsignobartukhutsesi, an extremely important development for the Georgian state, must have taken place in 1104-1105.
48423.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
ამ თანამდებობის პირველი მფლობელი გახდა გიორგი ბერი, დიდი საეკლესიო კრების ყველაზე უფრო აქტიური მონაწილე.
The first person appointed to this office was the monk Giorgi, the most active participant in the great church council.
48424.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
ფეოდალური საქართველოს სახელმწიფოებრივი მშენებლობის ისტორიულ განვითარებასა და ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესის ინსტიტუტის ჩამოყალიბებას შორის ღრმა ორგანული კავშირი არსებობს.
There is an important organic connection between the historical development of Georgia's feudal state and the establishment of the office of Chqondideli-mtsignobartukhutsesi.
48425.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი ხმამაღლა აცხადებს:
David the Builder's historian proudly declares:
48426.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
რომ ამიერიდან „მონასტერნი და საეპისკოპოსნი და ყოველნი ეკლესიანი წესსა და რიგსა ლოცვისასა და ყოვლისა საეკლესიოსა განგებისას დარბაზის კარით მიიღებდიან, ვითარცა კანონსა უცთომელსა, ყოვლად შუენიერსა და დაწყობილსა, კეთილწესიერებას ლოცვისა და მარხვისასა“.
That from this time on, "Monasteries, cathedrals and all churches received from the court the pattern and order of prayer and all ecclesiastical administration, as a faultless canon, totally correct and elaborated for well-ordered prayer and fasting".
48427.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესის მაღალ, დაწინაურებულ მდგომარეობაზე თვალნათლივ მიგვანიშნებს ქართული სამართლის ისეთი მნიშვნელოვანი ძეგლი, როგორიცაა „ხელმწიფის კარის გარიგება“.
An important monument of Georgian law, "The Rules of the Royal Court", clearly defines the duties associated with the powerful position of the Chqondideli-mtsignobartukhutsesi.
48428.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
ნიშანდობლივია, რომ არსებული წესის შესაბამისად, მეფედ კურთხევის შემდეგ, დედოფლისა და კათალიკოსის მომდევნოდ, ვაზირთა შორის უწინარეს ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესს უნდა მიელოცა მეფისათვის.
It is noteworthy, that according to these protocols, the Chkondideli-mtsignobartukhutsesi was to congratulate the king on his coronation after the queen and the catholicos, and he took precedence in this over all the other viziers.
48429.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
დავით აღმაშენებელმა XII საუკუნის პირველ მეოთხედში მკვეთრი რეფორმები გაატარა სასულიერო სფეროში, რამაც სახელმწიფოს დადებითი შედეგები მოუტანა.
David the Builder implemented many strict reforms in the ecclesiastical sphere during the first quarter of the 12<sup>th</sup> century, with a view to strengthening the state.
48430.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
ისიც უნდა ითქვას, რომ ამ ღონისძიებებს მხოლოდ დროებითი ხასიათი ჰქონდა.
It must also be said, that these reforms had only a temporary effect.
48431.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
დავით აღმაშენებლის გარდაცვალების შემდეგ შინაპოლიტიკური ბრძოლა კვლავ გამოცოცხლდა.
After David the Builder's death, the internal political struggle resumed.
48432.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
დავით აღმაშენებლის მემკვიდრის დემეტრე პირველის მეფობის დროს სამეფო ხელისუფლებასა და ეკლესიას შორის დამოკიდებულების შესახებ ჩვენ პირდაპირი ცნობები არ გაგვაჩნია.
We do not have any first-hand information about the relationship of the royal power and the church during the reign of David the Builder's successor, Demetre I.
48433.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
ხოლო გიორგი III - ის დროს, როგორც ჩანს, საეკლესიო დიდგაროვანმა ფეოდალებმა მნიშვნელოვანი გავლენა მოიპოვეს და მკვეთრად დაუპირისპირდნენ სამეფო ხელისუფლებას.
During the reign of Giorgi III, however, the highborn ecclesiastical feudal lords seem to have acquired significant influence and they strongly opposed the king's power.
48434.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
როცა გიორგი მესამე ორბელთა ხელმძღვანელობით ამბოხებულ დიდგვარიანთა წინააღმდეგ იბრძოდა, ეკლესიის მესვეურებმა კრება მოიწვიეს, ეს კრება სრულიად საქართველოსი იყო:
While Giorgi III was fighting against the nobility, who had rebelled under the leadership of the Orbelis, the leaders of the church convened a council of ecclesiastics from all parts of Georgia:
48435.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
მას ესწრებოდნენ ,,ყოველნი სამეფოისა მონაზონნი და ეპისკოპოსნი იმერნი და ამერნი, კათალიკოზი, მოძღუარნი და ყოველნი მეუდაბნოენი’’.
"Monks and bishops from western and eastern Georgia, the catholicos, priests and all hermits" attended it.
48436.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
და აჯანყების ჩაქრობის შემდეგ უკან მობრუნებულ გიორგის ეკლესიის საგადასახადო შეუვალობის აღდგენა მოსთხოვეს (თვითონ მეფეს კრების მოწვევის მიზეზად მიაჩნია „დაჭირვებულობა ეკლესიათაი და განრყუნაი სასჯულოთა საქმეთა“).
And after Giorgi returned, having suppressed the rebellion, they demanded, that he should restore the inviolability of taxes, owed to the church (Giorgi himself attributed the convening this council to "hard conditions of the churches and the corruption in the affairs of the church").
48437.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
1187წელს გიორგი მესამე იძულებული გახდა, გაეცა საქართველოს ეკლესიის შეუვალობის განახლების სიგელი.
In 1178, Giorgi was forced to issue a decree renewing the inviolable rights of the Georgian church.
48438.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
დოკუმენტის მიხედვით გიორგი მესამის სურვილი და საეკლესიო კრების მოთხოვნა ერთმანეთს შეესაბამებოდა.
According to this document, the wishes of Giorgi III and requests of the church council were in accord with each other.
48439.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
ეს, რასაკვირველია, ასე არ იყო.
This was not so, of course.
48440.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
სიგელი გამოხატავდა მეფისა და სამეფო ხელისუფლების პოზიციას, უფრო სწორად, სურვილს - საზოგადოების თვალში დაეცვათ სამეფო კარი და იძულებით გაკეთებული, საკუთარი ნების აღსრულებად ჩაეთვალათ.
The decree expressed the position of the king and of the royal court, or rather their wish to protect the reputation of the royal court in the eyes of society and what they were forced to do was done of their own free will.