მოიძებნა 668060 ჩანაწერი
48401.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
მისი, როგორც მეფის, უფლებები შეზღუდული იყო.
His rights as king were limited is noteworthy.
48402.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
მეფის უფლებები შეზღუდული მხოლოდ ამ საეკლესიო კრებაზე არ ყოფილა.
The king's rights were not restricted only at this council.
48403.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
იმდროინდელი საეკლესიო დოგმატების მიხედვით, როგორც უკვე შევნიშნეთ, სასულიერო სფეროს მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრაში მეფე ვერ მონაწილეობდა.
According to the policies of the church in those days, as we have already remarked, the king did not take part in the resolution of important questions pertaining to ecclesiastical matters.
48404.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
დღის წესრიგში დადგა გადამჭრელი ზომების მიღების საკითხი, რათა ეკლესია მეფის ხელისუფლებას საბოლოოდ დამორჩილებოდა.
The question of taking decisive steps with the purpose of the final subordination of the church to the king's power was put on the agenda.
48405.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
ამ მეტად სერიოზული მიზნის მისაღწევად უნდა გამონახულიყო ისეთი გზა, რომელიც უმტკივნეულოდ დაუმორჩილებდა ეკლესიას სამეფო ხელისუფლებას.
It was necessary to find a way to achieve this most important aim to subordinate the church to the king's power without abusing that power.
48406.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
ამისათვის ყველაზე უფრო გავლენიანი საეკლესიო პირი სახელმწიფო მმართველობაში უნდა მოეყვანათ, ან კიდევ რომელიმე მაღალი სახელოს მფლობელისათვის დიდი საეკლესიო თანამდებობა მიენდოთ.
To achieve this, either the most influential ecclesiastic would have to be brought into the government, or some person, who had a high position in the government would have to be given a powerful position in the church.
48407.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
სამეფო კარისათვის დაეახლოებინათ და ამ გზით ეკლესია სამეფო ხელისუფლებისათვის დაემორჩილებინათ.
Keep him in the orbit of the king's court and in this way to subordinate the church to the king's power.
48408.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
სწორედ ამ მიზნით დავით აღმაშენებელმა ორი თანამდებობა, ჭყონდიდლისა და მწიგნობართუხუცესისა შეაერთა.
David the Builder solved this problem by combining two positions, those of the Chqondideli and the mtsignobartukhutsesi.
48409.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
აქედან მოყოლებული მწიგნობართუხუცესად მაღალი საეკლესიო თანამდებობის პირი, ჭყონდიდელი, ინიშნებოდა.
From that time on, the Chqondideli was also appointed to the post of mtsignobartukutsesi.
48410.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
შემთხვევითი არ იყო ის ფაქტი, რომ საეკლესიო პირთაგან დავით აღმაშენებელმა ჭყონდიდელი შეარჩია.
The fact that David the Builder selected the office of Chqondideli for this purpose was not fortuitous.
48411.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
X საუკუნეში დაარსებული ჭყონდიდის საეპისკოპოსო კათედრა თანდათან აღზევდა და XI საუკუნის შუა წლებში, ბაგრატ IV-ის დროს, უწარჩინებულეს კათედრად იქცა მთელ დასავლეთ საქართველოში.
The Chqondidi eparchy, founded in the 10<sup>th</sup> century, had developed into the most distinguished eparchy in Western Georgia by the middle of the 11<sup>th</sup> century, in the reign of Bagrat IV.
48412.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
ასე იყო დავით აღმაშენებლის დროსაც, და სრულიად გასაგებია, თუ რატომ შეჩერდა არჩევანი ჭყონდიდელზე.
The same was during the reign of David the Builder as well, and it is understandable why the Chqondideli was chosen.
48413.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
ზედმეტია მტკიცება იმისა, რომ საქართველოს მეფის მიერ გადადგმულ ამ ნაბიჯს უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა სახელმწიფოსთვის.
There is no doubt that this step of the king was very important for the development of the centralized state.
48414.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
მეფის უერთგულესი მოხელე მწიგნობართუხუცესი ამავე დროს საეკლესიო სფეროში გავლენიანი თანამდებობის - ჭყონდიდლობის მატარებელიც გახდა.
The king's most loyal official, the mtsignobartukhutsesi, now also held the office of Chqondideli, an extremely ifluential position in the church.
48415.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
ამიერიდან მწიგნობართუხუცესი ჭყონდიდის მთავარეპისკოპოსიც უნდა ყოფილიყო.
From that time the mtsignobartukhutsesi was to be the archbishop of Chqondidi as well.
48416.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
ასე შეიქმნა ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესის თანამდებობა.
This was how the position of Chqondideli-mtsignobartukhutsesi was created.
48417.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
რომლის მფლობელი ერთსა და იმავე დროს მეფის მოხელეც იყო და დიდი საეკლესიო თანამდებობის პირიც.
Who held this position was simultaneously the king's official and a high-ranking ecclesiastic.
48418.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
ამ ახალი ხელის მეოხებით მეფეს საეკლესიო საქმეებში აქტიურად ჩარევის ასპარეზი მიეცა.
This new position enabled the king to intervene actively in church affairs.
48419.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
ეს, თავის მხრივ, მეფის ცენტრალური ხელისუფლების ეკლესიაზე უშუალო გავლენას ნიშნავდა.
This, in turn, allowed for the direct influence of the king’s power on the church.
48420.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესობა 1104-1105 წლებში ჩანს დაწესებული, რადგან საქართველოს სამეფო ხელისუფლების ეს ნაბიჯი დიდი რუის-ურბნისის საეკლესიო კრების (კრება, როგორც ზემოთ ვაჩვენეთ, 1104 წელს იქნა მოწვეული) გადაწყვეტილებათა ლოგიკური გაგრძელებაა.
The office of Chqondideli-mtsignobartukhutsesi must have been created in 1104-05, for this step in expanding the king's power is a logical continuation of the decrees of the great Ruis-Urbnisi Council (convened, as we have mentioned, in 1104).