მოიძებნა 668060 ჩანაწერი
48601.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | შირვანისა და ანისის გათავისუფლება
1124 წლის შემოდგომაზე ილაშქრა შირვანზე, „აღიღო ქალაქი შამახია და ციხე ბირიტი, სრულიად ყოველი შირვანი“.
In the autumn of 1124, he set out for Shirvan "and captured the city of Samaxi, the fortress of Biriti, and all of Sarvan".
48602.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | შირვანისა და ანისის გათავისუფლება
საქართველოს სამეფოს პოლიტიკური საზღვრები გაფართოვდა - ნიკოფსიიდან (ადგილი თანამედროვე სოჭსა და ტუაფსეს შორის) დარუბანდის ზღვამდე (კასპიის ზღვა) და ოსეთიდან არეგაწამდე (სამხრეთი სომხეთი).
The political frontiers of the Georgian kingdom now extended from Nikopsia (between modern Sochi and Tuapse) to the Sea of Daruband (the Caspian Sea), and from Ossetia to Aregats (Southern Armenia).
48603.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | შირვანისა და ანისის გათავისუფლება
განუზომლად გაიზარდა საქართველოს საერთაშორისო მნიშვნელობა.
The international significance of Georgia had increased immensely.
48604.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | შირვანისა და ანისის გათავისუფლება
დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი აღტაცებით აღნიშნავს, რომ დავით აღმაშენებელმა „სულტანი დასვა მოხარკედ თვისა, ხოლო მეფე ბერძენთა ვითარცა სახლეული თვსნი.
David the Builder's historian enthusiastically remarks, that David "made the sultan tributary to himself and the king of the Greeks like a member of his household.
48605.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | შირვანისა და ანისის გათავისუფლება
დასცნა წარმართნი, მოსრნა ბარბაროზნი, ქვეშევრდომად მოიყვანნა მეფენი, ხოლო მონად ხელმწიფენი.
He overthrew the heathen and destroyed the barbarians, he made subjects of kings and slaves of rulers.
48606.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | შირვანისა და ანისის გათავისუფლება
მეოტად წარიქცივნა არაბნი, იავარად ისმაიტელნი, მტუერად დასხნა სპარსნი, ხოლო გლეხად მთავარნი მათნი.
The Arabs he put to flight, the Ismaelites he plundered, the Persians he ground to dust, their leaders he reduced to peasants.
48607.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | საქართველოს საბოლოო შემომტკიცება
საქართველოს საბოლოო შემომტკიცება.
THE FINAL UNIFICATION OF GEORGIA.
48608.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | საქართველოს საბოლოო შემომტკიცება
XII საუკუნის დასაწყისში საქართველოს სახელმწიფოს პოლიტიკაში მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა ქვეყნის საბოლოო შემომტკიცების საკითხმა.
The final unification of the country became the most important question in the policy of the Georgian state at the beginning of the 12<sup>th</sup> century.
48609.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | საქართველოს საბოლოო შემომტკიცება
მართალია, მტერი თითქმის მთლიანად განდევნილი იყო, მაგრამ, ვიდრე ამიერკავკასიის აღმოსავლეთი (შირვანი, რანი) და სამხრეთი (სომხეთი) თურქ-სელჩუკთა ხელში იყო და საქართველოსთან მიმდებარე ყაბალა-განძა-ანისშიც თურქ-სელჩუკები ბატონობდნენ, საფრთხე მაინც მოსალოდნელი იყო.
It is true that foreign enemies had been almost entirely driven out of the country, but as long as the eastern (Shirvan, Ran) and southern parts (Armenia) of Transcaucasia were still in the hands of the Seljuks, and in Qabala-Gandza-Ani, which lay adjacent to Georgia, the Seljuks continued to hold a dominating position, Georgia was in danger.
48610.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | საქართველოს საბოლოო შემომტკიცება
საქართველოს უშიშროების დაცვის საქმე მოითხოვდა ომის გატანას ქვეყნის საზღვრებს გარეთ.
The security of the Georgian state demanded, that the war should be taken beyond the borders of the country.
48611.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | საქართველოს საბოლოო შემომტკიცება
კავკასიის მოძმე ხალხები თვითონაც ებრძოდნენ მომხდურ თურქ-სელჩუკებს და ყოველთვის მზად იყვნენ, მხარში მხარში ამოსდგომოდნენ მებრძოლ ქართველებს საერთო მტრის წინააღმდეგ გასალაშქრებლად.
The other Caucasian peoples fought against the Seljuk Turks as well, and were always ready to support the Georgians fighting against the common enemy.
48612.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | საქართველოს საბოლოო შემომტკიცება
ამიერკავკასიის ხალხებს ერთი მოსაზრება ამოძრავებდათ - განედევნათ სელჩუკი დამპყრობლები თავიანთი მიწა-წყლიდან, რასაც ამიერკავკასიის პოლიტიკური გაერთიანება მოჰყვებოდა.
The Transcaucasian peoples had one goal - to drive the Seljuk conquerors from their territories, which would be followed by the political unification of Transcaucasia.
48613.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | საქართველოს საბოლოო შემომტკიცება
გამაერთიანებელ როლში საქართველო გამოდიოდა.
Georgia was to play the role of a unifier.
48614.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | საქართველოს საბოლოო შემომტკიცება
ამდენად, საქართველოს სახელმწიფომ, მისმა სამეფო კარმა დაისახა მეტად დიდი და რთული ისტორიული ამოცანა.
Thus, the Georgian state and its royal court undertook a great and difficult historical task.
48615.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | საქართველოს საბოლოო შემომტკიცება
პირველ რიგში, დადგა სამხედრო რეფორმების გატარების აუცილებლობა.
To carry it out required special steps, beginning with military reforms.
48616.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | საქართველოს საბოლოო შემომტკიცება
საქართველოს სამეფო კარს კარგად ჰქონდა აწონილ-დაწონილი სამხედრო რეფორმების გატარების დიდი მნიშვნელობა და ისიც გეგმაზომიერად, თანდათანობით შეუდგა ამ საქმეს.
The royal court of Georgia understood the great importance of carrying out military reforms, and began to work systematically to achieve that goal.
48617.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | საქართველოს საბოლოო შემომტკიცება
უპირველესად, საჭირო იყო ლაშქრის ორგანიზება.
In the first place, it was necessary to put the organization of the army in order.
48618.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | საქართველოს საბოლოო შემომტკიცება
გიორგი II-ის დროიდან მოკიდებული, ფაქტობრივად მოშლილი იყო ფეოდალური ლაშქარი, დაცემული იყო დისციპლინა.
Beginning with the reign of Giorgi II, the feudal army was in a state of disorder, and its discipline was loose.
48619.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | საქართველოს საბოლოო შემომტკიცება
დავით აღმაშენებელმა, როგორც ზემოთაც ითქვა, შემოიკრიბა ერთგული მოლაშქრეები და მათგან მუდმივი, ძლიერი გვარდია - მონა-სპა შექმნა.
As noted above, David the Builder assembled a body of loyal men-at-arms and formed a strong permanent corps of personal guards - the Mona - Spa.
48620.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | საქართველოს საბოლოო შემომტკიცება
ამასთან, საქართველოს მეფემ ქვეყნის ცალკეულ მხარეებში თავისი ერთგული, ღირსეული მოხელეები დანიშნა და, ბუნებრივია, მათ მიერ გამოყვანილი ლაშქარიც მეფის ერთგული იყო.
The king selected loyal officials from different parts of the country to command this corps, and the troops they brought with them were distinguished by loyalty to the king.