მოიძებნა 668060 ჩანაწერი
48541.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დიდგორის ბრძოლა
საინტერესოა, რომ ბაგრატ მეოთხეს, რომელიც „წარემართა ტფილისად“, წინ შეეგებნენ „ქალაქის ბერნი, დარბაზის ყმანი, ცხენოსანნი და ყოველი ერი ქუეითი დაკაზმული...“
It is interesting that Bagrat IV, who "set out for Tbilisi", was met by "the city elders, courtiers, riders and all the populace on foot, lined up ...".
48542.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დიდგორის ბრძოლა
ამ ცნობიდან სრულიად აშკარაა, რომ „ქალაქის ბერნი“ პრივილეგირებული, მაღალი საქალაქო ფენების წარმომადგენლები არიან, ისინი “დარბაზის მოხელეებზე“ ანუ „დარბაზის ყმებზე“ მაღლა იდგნენ.
This information makes it quite clear that "the elders" were the representatives of the city's privileged social class, occupying a higher position than "the Darbazi officials".
48543.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დიდგორის ბრძოლა
„ტფილელნი ბერნი“ თავისი მნიშვნელობით შეესატყვისებოდა „თბილელ უხუცესთ“ და ამ ტერმინით, როგორც ჩანს, შუა საუკუნეების თბილისის საქალაქო თვითმმართველობისათვის დამახასიათებელი ინსტიტუტი აღინიშნებოდა.
"The old men of Tbilisi" correspond to "the elders of Tbilisi", and it seems that this term designates the characteristic institution of Tbilisi's civic self-government.
48544.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დიდგორის ბრძოლა
გამოთქმულია ვარაუდი, რომ „ვეფხისტყაოსანში“ დამოწმებული ტერმინი „ქალაქის კრებული“ „ქალაქის ბერთა“ საბჭოს აღმნიშვნელი უნდა იყოს.
The hypothesis has been proposed that the term "the city assembly", occurring in The Knight in the Panther's Skin must be equivalent to "the city old men".
48545.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დიდგორის ბრძოლა
დიდგორის ბრძოლის ძლევამოსილად გადახდის შემდგომ დავით აღმაშენებელმა თბილისს მიაშურა.
Flaving won a brilliant victory at Didgori, David the Builder set out for Tbilisi.
48546.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დიდგორის ბრძოლა
„მეორესა წელსა აიღო მეფემან ქალაქი ტფილისი, პირველსავე ომსა, ოთხას წელ მონებული სპარსთა, და დაუმკვიდრა შვილთა თვსთა საჭურჭლედ და სახლად თვისად საუკუნოდ“.
"The next year the king took at the first assault the city of Tpilisi, which the Persians had held for 400 years. He settled it by heredity on his sons as their armory and own permanent residence".
48547.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დიდგორის ბრძოლა
როგორც ჩანს, თბილისის მცხოვრებლებმა წინააღმდეგობა გაუწიეს მეფეს და ეს უკანასკნელი იძულებული გახდა ცეცხლითა და მახვილით შესულიყო ქალაქში.
It seems that the inhabitants of the city put up some resistance to the king and he was forced to take the city with fire and sword.
48548.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დიდგორის ბრძოლა
დავით აღმაშენებელმა დიდი სიმკაცრე გამოიჩინა - ბევრი დახოცა, ხუთასი კაცი წვეტიან სარზე ჩამოაცვა და წამებით მოკლა.
David the Builder showed great severity - he killed many people, impaled 500 men, and killed them by torture.
48549.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დიდგორის ბრძოლა
ქართველთა ტოლერანტობა.
THE TOLERANCE OF THE GEORGIANS.
48550.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დიდგორის ბრძოლა
დავით აღმაშენებელმა თბილისის შემოერთების შემდეგ დედაქალაქი კვლავ აქ გადმოიტანა.
David the Builder, having joined Tbilisi to his state, moved the capital there again.
48551.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დიდგორის ბრძოლა
მას მუსლიმური მოსახლეობის, საერთოდ, სხვა ეროვნების ხალხისა და სხვა სარწმუნოების აღმსარებლების მიმართ შემწყნარებლური პოლიტიკა გაუტარებია.
He carried out a policy of tolerance toward Muslims and toward this people of other nationalities and other religious beliefs in general.
48552.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დიდგორის ბრძოლა
უცხოელთა და სხვა სარწმუნოების მქონეთა უმეტესობა სომხები (გრიგორიანები), არაბები, სპარსელები და თურქები (მუსლიმანები) იყვნენ.
The majority of foreigners and people of other religions in the country were Armenians (Monophysites), Arabs, Persians and Turks (Muslims).
48553.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დიდგორის ბრძოლა
XII საუკუნეში საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლება თავის რელიგიურ პოლიტიკაში ატარებდა სარწმუნოებათა რჯულშემწყნარებლობის პრინციპს.
In the <sup>12</sup> century, the Georgian state implemented a policy of religious tolerance.
48554.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დიდგორის ბრძოლა
საქართველოში მაჰმადიანთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ფრიად საინტერესო ცნობა აქვს მოცემული ალ-ფარიკს.
Al-Farik presents very interesting information concerning the legal position of the Mohammedans in Georgia.
48555.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დიდგორის ბრძოლა
მას შემდეგ, რაც დავით აღმაშენებელმა თბილისი საქართველოს შემოუერთა, მაშინვე გასცა ბრძანება მუსლიმთა რელიგიის ხელშეუხებლობის შესახებ.
Having annexed Tbilisi, David the Builder immediately ordered, that the religion of the Muslims should not be violated.
48556.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დიდგორის ბრძოლა
უფრო მეტიც, გარკვეული პრივილეგიები მიანიჭა მათ.
What is more, he bestowed some privileges on them.
48557.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დიდგორის ბრძოლა
ასე მაგალითად, ქალაქის იმ ნაწილში, სადაც მუსლიმები ცხოვრობდნენ, არავის ჰყოლოდა ღორი და არავის დაეკლა იგი მათ შორის,
For instance nobody was allowed to keep a pig in the part of the city, where Muslims lived and nobody was allowed to kill a pig in that precinct.
48558.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დიდგორის ბრძოლა
დავით აღმაშენებელმა მოჭრა მათთვის მონეტა ხალიფასა და სულტნის სახელით.
David the Builder minted special coinage for them bearing the names of the khalif and the sultan.
48559.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დიდგორის ბრძოლა
მისცა მათ უფლება აზანისა (ლოცვაზე მოწოდებისა) და თავისუფლად ლოცვისა.
He allowed the azan (public summons to prayer) and encouraged Muslims to pray freely.
48560.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დიდგორის ბრძოლა
დაუდო მათ პირობა აგრეთვე, რომ არც ქართველი, არც ებრაელი და არც სომეხი არ შევიდოდა ისმაილის (მუსლიმების) აბანოში, და რომ პარასკევ დღეს მინბარიდან ილოცებდნენ ხალიფასა და სულტნისათვის და არა მისთვის.
He also promised them that neither a Georgian, nor a Jew, nor an Armenian would enter the Ismail (Muslim) bathhouse, and that on Fridays, prayers would be read for the khalif and the sultan, and not for himself.