მოიძებნა 668060 ჩანაწერი
48621.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | საქართველოს საბოლოო შემომტკიცება
დავით აღმაშენებელმა დიდი ყურადღება დაუთმო მოლაშქრეთა შორის დისციპლინის განმტკიცებას.
David the Builder paid much attention to the strengthening of the discipline among the men-at-arms.
48622.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | საქართველოს საბოლოო შემომტკიცება
მეფემ ქვეითი ჯარის დიდი ნაწილი ცხენოსანი რაზმებით შეცვალა.
The king substituted cavalry detachments for a great part of the infantry.
48623.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | საქართველოს საბოლოო შემომტკიცება
მის საბრძოლო არსენალში ახალი ტაქტიკური და სტრატეგიული ხერხები იყო.
There were new tactical and strategic methods in his military arsenal.
48624.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | საქართველოს საბოლოო შემომტკიცება
დავით აღმაშენებელი ფართოდ იყენებდა მზვერავებს, რომელთაც მემატიანე მსტოვრებს უწოდებს.
He employed secret-service men, whom the chronicler calls mstovaris.
48625.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | საქართველოს საბოლოო შემომტკიცება
მსტოვარნი თვალ-ყურს ადევნებდნენ მტრის მოძრაობას და აცნობებდნენ ლაშქრის სარდლობას მათ შესახებ.
The mstovaris watched the movements of the enemy and informed the commanders about them.
48626.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | საქართველოს საბოლოო შემომტკიცება
მსტოვარი ქვეყნის მოთვალთვალის - ჯაშუშის მოვალეობასაც ასრულებდა:
The mstovaris also acted as spies, watching the population of the country:
48627.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | საქართველოს საბოლოო შემომტკიცება
„არცა სამეფოსა შინა მისთა, არცა ლაშქართა შინა მისთა მყოფთა კაცთა, დიდთა და მცირეთა საქმე ქმნილი, კეთილი გინა ბოროტი, გინა სიტყვაი თქმული, არა რაი დაეფარვოდა“.
"Neither in distant nor in his own kingdom, nor among the men in his armies, great or small, was any good deed accomplished or evil word spoken, that was totally hidden".
48628.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | საქართველოს საბოლოო შემომტკიცება
სამეფო ხელისუფლებამ ძლიერი საპოლიციო აპარატი შექმნა, რომელსაც სათავეში მანდატურთუხუცესი ჩაუყენა.
The king also created a strong police organization headed by a mandaturtukhutsesi.
48629.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | საქართველოს საბოლოო შემომტკიცება
დავით აღმაშენებელს კარგად ჰქონდა აწყობილი სამობილიზაციო სისტემა.
David the Builder had a well-organized system of emergency mobilization.
48630.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | საქართველოს საბოლოო შემომტკიცება
მუდმივ მზადყოფნაში იყო სასიგნალო კოშკები, პირდაპირი და ესტაფეტის წესით მოქმედი ჭენებით მავალნი.
Signal towers were always in readiness, along with a corps of mounted messengers who rode in relays.
48631.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | საქართველოს საბოლოო შემომტკიცება
დიდი ყურადღება მიექცა ლაშქრის ზურგის სამსახურსაც - ლაშქრის საკვებით, სხვადასხვა საჭურვლითა და საბრძოლო ტექნიკით მომარაგებას.
Great attention was paid to support services for the army - supplying it with food, weapons, and other military supplies.
48632.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | საქართველოს საბოლოო შემომტკიცება
დავით აღმაშენებლის დროინდელი ლაშქრისათვის დამახასიათებელია მეფისა და მონა-სპის წინა ხაზზე ბრძოლა, განსხვავებით წინანდელისაგან, როცა მეფე მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში გადიოდა წინა პლანზე.
The army in the reign of David the Builder fought in front, with their king at the head of all, in contrast to the previous years when the king had moved to the front only in cases of necessity.
48633.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | საქართველოს საბოლოო შემომტკიცება
ფაქტობრივად დავით აღმაშენებელმა ჩაუყარა საფუძველი ქართული ლაშქრის იმ სტრატეგიულ და ტაქტიკურ სიახლეებს, რომელმაც დასრულებული ორიგინალური სახე XII-XIII სს. მიიღო.
As a matter of fact, it was David the Builder, who laid the foundation for the strategic and tactical reforms in the Georgian army that reached their final form in the 12<sup>th</sup> and 13<sup>th</sup> centuries.
48634.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | საქართველოს საბოლოო შემომტკიცება
შემოღებული იქნა საგანგებო სამხედრო უწყებისა და მისი ხელმძღვანელის, ამირსპასალარის თანამდებობა.
The position of amirspasalari was established as head of the military department.
48635.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | საქართველოს საბოლოო შემომტკიცება
ამან დიდი წვლილი შეიტანა ქართული ლაშქრის ორგანიზაციისა და მისი ხელმძღვანელობის განმტკიცებაში.
This reform played a great part in the organization of the Georgian army and in the selection of its leaders.
48636.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | საქართველოს საბოლოო შემომტკიცება
ნარატიული და ეპიგრაფიკული წყაროების შესწავლისა და შეჯერების შედეგად რამოდენიმე დასკვნამდე მივედით.
Having studied and analyzed the narrative and epigraphic sources, we can come to a number of conclusions.
48637.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | საქართველოს საბოლოო შემომტკიცება
„ამირსპასალარის“ არსებობა ეპიგრაფიკული მასალით დასტურდება XII ს. პირველ მეოთხედში.
The office of "amirspasalari" is attested in the first quarter of the 12<sup>th</sup> century.
48638.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | საქართველოს საბოლოო შემომტკიცება
დავით აღმაშენებლის თანამედროვე ივანე ლიპარიტის ძე იყო მანდატურთუხუცესი და ამირსპასალარი.
Ivane, son of Liparit, the contemporary of David the Builder, was both mandaturtukhutsesi and amirspasalari.
48639.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | საქართველოს საბოლოო შემომტკიცება
ამირსპასალარობა და მანდატურთუხუცესობა, დავით აღმაშენებლის მეფობის გარკვეული დროიდან, ორბელების ხელში იყო.
The positions of amirspasalari and mandaturtukhutsesi were in the hands of the Orbelis for a certain period of David the Builder's reign.
48640.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | საქართველოს საბოლოო შემომტკიცება
ორბელები ფლობდნენ ამ თანამდებობას დავით აღმაშენებლის ძის - დემეტრე I-ის მეფობაშიც.
The Orbelis retained this position in the reign of Demetre I, David the Builder's son.