მოიძებნა 668060 ჩანაწერი
48861.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | საგარეო პოლიტიკა
ქართველთა და ვარანგთა ურთიერთობის შესახებ მეტად საინტერესო ცნობაა დაცული „მატიანე ქართლისაში."
Some very interesting information about the relations of Georgians and Varangians is found in Matiane Kartlisa.
48862.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | საგარეო პოლიტიკა
თხზულებაში, იქ, სადაც ლაპარაკია საქართველოს მეფე ბაგრატ მეოთხესა და კლდეკარის ერისთავს ლიპარიტ ბაღვაშს შორის ურთიერთობის გამწვავების შესახებ, აღნიშნულია, რომ მათ ბრძოლაში მონაწილეობდა სამი ათასი „ვარანგი“ (ვარიაგები).
In the section, which deals with the conflict between Bagrat IV and the Kldekari eristavi Liparit Baghvashi, the participation of three thousand Varangs (Varyags) in the fight is mentioned.
48863.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | საგარეო პოლიტიკა
ამ კონკრეტულ შემთხვევაში პრინციპული მნიშვნელობა არა აქვს იმ ფაქტს, თუ ვის მხარეზე იბრძოდნენ ვარანგნი.
In this particular case, it does not matter on whose side Varangs were fighting.
48864.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | საგარეო პოლიტიკა
ჩვენი დაკვირვებით, ვარანგნი სწორედ საქართველოს მეფეს უმაგრებდნენ ზურგს.
In our opinion, Varangs supported the king of Georgia.
48865.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | საგარეო პოლიტიკა
ასე ესმოდა ეს ფაქტი ვახუშტი ბაგრატიონსაც.
Vakhushti Bagrationi also shared this opinion.
48866.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | საგარეო პოლიტიკა
ის აღნიშნავდა: „ხოლო ბაგრატს მოერთნენ სამი ათასი ვარანგნი; მოიყვანა მეფემან შვიდასი მათგანი და შიდა ქართველნი...“ და ა.შ.
He remarked: "Three thousand Varangians joined Bagrat; the king brought seven hundred of them and the Georgians of the interior...", etc.
48867.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | საგარეო პოლიტიკა
ნიშანდობლივია, რომ ვარანგები შავი ზღვითა და მდინარე რიონით მოვიდნენ ბაშამდე (როგორც ითქვა, სოფელი ბაში მნიშვნელოვანი პუნქტი იყო რიონის სანაოსნო მაგისტრალზე).
It is noteworthy that the Varangians reached Bashi by the Black Sea and the Rioni (Bashi seems to have been an important place along the navigable section of the Rioni).
48868.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | საგარეო პოლიტიკა
ბაში მეფესა და მის ადმინისტრაციას ემორჩილებოდა (ბაგრატ IV-ის სატახტო რეზიდენციაც დასავლეთ საქართველოში - ქუთაისში იყო).
Bashi was subjected to the king and his administration (the royal residence of Bagrat IV was also in Western Georgia, in Kutaisi).
48869.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | საგარეო პოლიტიკა
ამგვარად, „მატიანე ქართლისა“ ნათელყოფს, რომ უკვე XI საუკუნის შუა წლებში ქართველებსა და ვარანგებს არა მხოლოდ შორეული ნაცნობობა, არამედ ახლო ურთიერთობა ჰქონდათ.
Thus, Matiane Kartlisa makes it clear that in the middle of the 11<sup>th</sup> century, the Georgians and Varangians had quite a close relationship, not just a slight acquaintance.
48870.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | საგარეო პოლიტიკა
„რუსი“ ბერძნულიდან ქართულ ენაზე გადმოღებულ არაერთ ნაწარმოებში გვხვდება.
We come across references to "Russians" in many works rendered into Georgian from Greek.
48871.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | საგარეო პოლიტიკა
პავლე ალეპოელის ცნობით, დავით აღმაშენებლისათვის დახმარება აღმოუჩენიათ რუსეთში, დამხმარე ძალა მიუციათ, რომელთა საშუალებითაც მტერი უნდა განედევნათ.
According to Paul of Aleppo, David the Builder received assistance from Russia, which provided him with auxiliary troops for his struggle to liberate Georgia from her enemies.
48872.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | საგარეო პოლიტიკა
ამ ძალაში ყივჩაყები უნდა იგულისხმებოდეს.
Kipchaks must have been included in these forces.
48873.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | საგარეო პოლიტიკა
რუსი მემატიანეები ვლადიმერ მონომახს მიაწერენ ყივჩაყების განდევნას „რკინის კარებს“ იქით საქართველოში, და არა საქართველოს მეფეს, რომელმაც ეს ღონისძიება უშუალოდ გაატარა.
Russian chroniclers ascribe to Vladimir Monomach the expulsion of the Kipchaks beyond the "Iron Gates" into Georgia, and not to the king of Georgia, who was actually responsible for this.
48874.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | საგარეო პოლიტიკა
რუსი მემატიანის თანახმად, კიევის დიდმა მთავარმა მართლაც მიიღო მონაწილეობა ყივჩაყთა გადმოსახლებაში.
According to the Russian chronicler, the great prince of Kiev actually had a part in the migration of the Kipchaks to Georgia.
48875.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | საგარეო პოლიტიკა
ეს „მონაწილეობა“, თავის მხრივ, დავით აღმაშენებელსა და ვლადიმერ მონომახს შორის მოლაპარაკებას უნდა გულისხმობდეს.
This "participation" must refer to negotiations between David the Builder and Vladimir Monomach.
48876.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | საგარეო პოლიტიკა
საყურადღებოა XII-XIII საუკუნეების ქართველ მეფეთა და სახელმწიფო მოღვაწეთა მახლობელი აღმოსავლეთის სულთნებთან მიმოწერაში დაცული ქართველ მეფეთა ტიტულატორები, რომლითაც მათ მუსლიმანი მფლობელები მოიხსენებენ.
It is noteworthy that the 12<sup>th</sup> and 31<sup>th</sup> centuries, the titles by which the Muslim rulers refer to the Georgian kings, which are preserved in the correspondence of the sultans of the Near East are noteworthy.
48877.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | საგარეო პოლიტიკა
აი, ზოგიერთი მათგანი: „აბხაზის პატრონად“ არის სახელდებული მეფე დავითი: „...ქრისტეს მოწაფეთა გვირგვინისა; ტახტთა და გვირგვინთა მემკვიდრეობით მპყობელისა; აღმოსავლეთისა და დასავლეთის სტეფანოსისა, ქრისტეს სარწმუნოების მცველისა; აბხაზის, შაქის, ალანისა და რუსის მეფეთა-მეფისა“ და ა. შ.
Here are some of them: King David is called "Master of Abkhaz"; ".... the crown of Christ's disciples; the ruler of the thrones and crowns by inheritance; the Stephanos of the East and West and the guard of Christ's faith; the king of kings of the Abkhaz, Shaki, Alan and Rus", etc.
48878.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | საგარეო პოლიტიკა
სხვა წერილში ვკითხულობთ: „...აბხაზთა მეფეთა-მეფეს; რუმისა და რუსის მარზბანის; ქრისტეს სარწმუნოების შემწის (დღეგრძელიმც ჰყოს ალლაჰმა მეუფება მისი და მარადი ჰყოს სამეფო მისი)...“
In another letter, we read:"...to the king of kings of Abkhazians; the Marzban of Rum and Rus; the helper of Christ's faith (let Allah make his reign long and his kingdom eternal) ..."
48879.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | საგარეო პოლიტიკა
ან კიდევ: „...ქვეყანათა მფარველი, გურჯის, აბხაზის, ალანის, შაქისა და ხაზარის მეფეთა მეფე...“.
And one more: "...The protector of countries, of Gurji, of Abkhaz, Alan, Shaki and the Khazars' king of kings ...".
48880.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | საგარეო პოლიტიკა
პირველ ორ შემთხვევაში „აბხაზი“ ნიშნავს სრულიად (აღმოსავლეთ და დასავლეთ) საქართველოს.
In the first two cases, "Abkhaz" means all (Eastern and Western) Georgia.