მოიძებნა 668060 ჩანაწერი
48921.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | საგარეო პოლიტიკა
ჯვაროსანთა ეს მოქმედება განაპირობა იმ სამხედრო-პოლიტიკურმა ურთიერთობამ, რაც ქართველებსა და ჯვაროსნებს შორის იყო.
This was due to the military-political relationship, that existed between the Georgians and the Crusaders.
48922.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | საგარეო პოლიტიკა
ჯვაროსნები, თურმე, ბევრ სიმდიდრეს სწირავდნენ ქართულ მონასტრებს, რის გამოც ისინი საგანგებოდ მოიხსენიებიან აღაპებში.
The Crusaders are said to have donated great wealth to the Georgian monasteries and for this reason they are specially mentioned in the agapes.
48923.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | საგარეო პოლიტიკა
დიდგორის ბრძოლის დროს დავით აღმაშენებლის ლაშქარში ჯვაროსნების („ფრანგნი“) მონაწილეობა ასევე მიგვანიშნებს საქართველოს კონტაქტებზე ევროპის ქვეყნებთან.
The presence of Crusaders ("Franks") in David the Builder's army at the battle of Didgori also demonstrates the importance of Georgia's contacts with the countries of Western Europe.
48924.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | საგარეო პოლიტიკა
დავით აღმაშენებლის მრავალმხრივი მოღვაწეობა გამოირჩეოდა დიდი მასშტაბურობით.
David the Builder's multi-faceted activities were carried out on a grand scale.
48925.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | საგარეო პოლიტიკა
წინ ქვეყნის წინსვლის დიდი გეგმები ისახებოდა.
Great plans for the country's progress were laid out.
48926.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | საგარეო პოლიტიკა
სწორედ ამ დროს „...ჟამსა ზამთრისასა, მშვიდობასა და დაწყნარებასა ყოვლისა სამეფოსასა, არა გარეგნად მენაკიდურესა, არამედ საშუალო თვისთა სამეფოთა ადგილთა“, საქართველოს დედაქალაქ თბილისში გარდაიცვალა დავით აღმაშენებელი.
However, just at this time, "during the winter, a time of peace and quiet for the whole kingdom, not only outside the frontiers but also inside his realms", David the Builder passed away in Tbilisi, the capital of Georgia.
48927.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | საგარეო პოლიტიკა
ორმოცდაცამეტი წლის ასაკში გარდაიცვალა „მესიის მახვილად“ შერაცხული საქართველოს მეფე, რომელმაც ოცდათექვსმეტი წელი მეფობისა ქვეყნის გაძლიერებისა და აღმავლობის საქმეს მოახმარა.
Georgia's king, called "the sword of Messiah" died at the age of fifty-three, who during the thirty-six years of his reign, had done his best to make his country strong and advanced.
48928.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | საგარეო პოლიტიკა
იგი დაიკრძალა მის მიერვე აგებულ და სამეფო საძვალედ დადგენილ გელათის მონასტერში.
He was interred in the Gelati monastery, built by himself and established as a royal burial place.
48929.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | საგარეო პოლიტიკა
ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ იგი წმინდანად შერაცხა.
The Georgian Orthodox Christian Church declared him a saint.
48930.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | საგარეო პოლიტიკა
საქართველოს სამეფო ტახტი დავით აღმაშენებლის მემკვიდრემ დემეტრე I-მა დაიკავა.
David's heir, his son Demetre I ascended the throne.
48931.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებლის მემკვიდრენი
დავით აღმაშენებლის მემკვიდრენი.
DAVID THE BUILDER'S DESCENDANTS.
48932.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებლის მემკვიდრენი
დემეტრე პირველის მეფობის დროს მუსლიმური სახელმწიფოები აახლებენ ბრძოლას სამხრეთ კავკასიის მიწების ხელში ჩასაგდებად.
During the reign of Demetre I, the Muslim states resumed their fight to gain control of the lands of the Southern Caucasus.
48933.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებლის მემკვიდრენი
ქართველები იძულებულები ხდებიან ზოგი ადგილი დაუთმონ მტერს (მაგ. ანისი მუსლიმი მფობელის ხელთ გადავიდა ყმადნაფიცობის პირობით).
The Georgians are compelled to cede them some places (e.g. Anisi became the vassal of a Muslim master).
48934.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებლის მემკვიდრენი
1138 წელს ქართველებმა განძა აიღეს, მაგრამ ვერ შეინარჩუნეს.
In 1138, the Georgians captured Gandza, but were unable to hold it.
48935.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებლის მემკვიდრენი
ეს ქალაქი კარგა ხანს დარჩა მუსლიმთა საყრდენ პუნქტად საქართველის წინააღმდეგ ბრძოლაში.
This city remained the main stronghold of the Muslims in their fight against Georgia.
48936.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებლის მემკვიდრენი
დიდაზნაურები კვლავ იწყებენ ბრძოლას თავიანთი სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის შესაფერისის პოლიტიკური უფლებების მოპოვებისათვის.
The high-born aznaurls again begin fighting with the purpose of gaining the political rights suitable to their socio-economic position.
48937.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებლის მემკვიდრენი
დიდ ფეოდალთა ჯგუფის მხარდაჭერით, დემეტრე მეფეს ტახტს ეცილებოდნენ ჯერ მისი ძმა ვახტანგი, შემდგომ უფროსი შვილი დავითი.
With the support of a faction of the high nobility, first Demetre's brother Vakhtang, and then his elder son David contended for his throne.
48938.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებლის მემკვიდრენი
ამ უკანასკნელმა მამას მეფობაზე ხელი ააღებინა და თვითონ მოიტაცა სამეფო გვირგვინი.
The latter made his father abdicate and seized the crown.
48939.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებლის მემკვიდრენი
დავითს ერთი წელიც არ უმეფია.
David did not reign for even a year.
48940.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებლის მემკვიდრენი
იგი გარდაიცვალა.
He died.