მოიძებნა 668060 ჩანაწერი
48901.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | საგარეო პოლიტიკა
სხვადასხვა გარემოების გამო დავით აღმაშენებელმა რამდენჯერმე დალაშქრა ეს ქვეყანა.
David the Builder waged war against this country several times.
48902.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | საგარეო პოლიტიკა
შირვანის ციხე-ქალაქებში საქართველოს მეფის გარნიზონები ჩადგნენ, საქმეთა გამგებლად კი ვაზირი სვიმეონი - ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი და ბედიელ-ალავერდელი დაინიშნა.
Georgian royal garrisons were stationed in the fortresses of Shirvan, and Chqondideli-mtsignobartukhutsesi Svimeon and Bediel-Alaverdeli were appointed to administer the affairs of the country.
48903.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | საგარეო პოლიტიკა
აქედან მოკიდებული, შირვანი იყო ფეოდალური საქართველოს შემადგენლობაში.
From that time on, Shirvan was a constituent part of feudal Georgia.
48904.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | საგარეო პოლიტიკა
სწორედ ამ დროიდან ატარებდნენ ქართველი მეფეები „შირვანშაჰის“ ტიტულს.
It was from this time, that the Georgian kings held the title of "Shirvanshah".
48905.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | საგარეო პოლიტიკა
ურთიერთობა ჯვაროსნებთან.
RELATIONSHIP WITH THE CRUSADERS.
48906.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | საგარეო პოლიტიკა
ნიშანდობლივია დავით აღმაშენებლის ისტორიკოსის სიტყვები: ამას ჟამსა გამოვიდეს ფრანგნი, აღიღეს იერუსალიმი და ანტიოქია.
In the words of David the Builder's historian: At that time the Franks came out and captured Jerusalem and Antioch.
48907.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | საგარეო პოლიტიკა
შეწევნითა ღმრთისაითა მოეშენა ქუეყანა ქართლისაი, განძლიერდა დავით და განამრავლნა სპანი.
With the help of God the land of Kartli recovered: David grew strong and increased the number of his troops.
48908.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | საგარეო პოლიტიკა
არღარა მისცა სულტანსა ხარაჯა, და თურქნი ვერღარა დაიზამთრებდეს ქართლს.
No more did he give haraj to the sultan, and the Turks were unable to winter in Kartli.
48909.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | საგარეო პოლიტიკა
დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი ისეთ მნიშვნელოვან მოვლენებს, როგორიც თურქ-სელჩუკებისათვის ხარკის შეწყვეტა და ქვეყნის მოშენება და გაძლიერება იყო, იერუსალიმისა და ანტიოქიის აღებას უკავშირებს.
This statement is noteworthy, that the historian connects such momentous events as the cessation of tribute payments to the Seljuks and strengthening and restoration of the country with the capture of Jerusalem and Antioch.
48910.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | საგარეო პოლიტიკა
ჯვაროსანთა გამოჩენამ, მათმა წარმატებებმა ახლო აღმოსავლეთში, დავით აღმაშენებლის პოლიტიკის გატარებას შეუწყო ხელი.
The appearance of the Crusaders and their success in the Near East assisted David the Builder in carrying out his policies.
48911.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | საგარეო პოლიტიკა
თავის მხრივ, საქართველოს მეფის წარმატებული ბრძოლა თურქ-სელჩუკებთან ჯვაროსნების წისქვილზე ასხამდა წყალს.
On the one hand, David the Builder's fight against the Seljuk Turks was of great assistance to the Crusaders.
48912.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | საგარეო პოლიტიკა
ამიტომ იყო, რომ ჯვაროსნების მიერ ახლად დაარსებული სამთავროები თურქ-სელჩუკთა განდევნისა და დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ საქართველოს თავიანთ მეგობრად თვლიდნენ.
That is why the newly-founded Crusader states considered Georgia their friend and ally in the fight to drive the Seljuks from the region.
48913.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | საგარეო პოლიტიკა
წყაროებიდან აშკარაა, რომ დავით აღმაშენებელი მეტად პოპულარული იყო ჯვაროსანთა შორის.
We can see clearly from the sources that David the Builder was very popular with the Crusaders.
48914.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | საგარეო პოლიტიკა
იოანე ბატონიშვილის „კალმასობაში“ დაცულია ცნობა, რომ იერუსალიმის მეფეს ბოლდუინ II-ს გარკვეული კავშირი ჰქონდა დავით აღმაშენებელთან.
In Prince loane Batonishvili's Kalmasoba there is found a statement, that the king of Jerusalem Baldwin II had certain contacts with David the Builder.
48915.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | საგარეო პოლიტიკა
ისინი საიდუმლოდაც ხვდებოდნენ ერთმანეთს.
The two even met clandestinely.
48916.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | საგარეო პოლიტიკა
დავით აღმაშენებელი და მისი დროის საქართველო კასპიის კარის დამცველად და თურქ-სელჩუკთა წინააღმდეგ ბრძოლაში ჯვაროსანთა „წინაბურჯად“ მოიხსენიებოდა.
David the Builder and Georgia of his days were referred to as the "bulwark" of the Crusaders in the fight against the Seljuks and the guard of the Caspian Gate.
48917.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | საგარეო პოლიტიკა
საქართველო ჯვაროსნებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა.
Georgia thus became very important to the Crusaders.
48918.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | საგარეო პოლიტიკა
საქართველოსა და ჯვაროსნების ურთიერთობას მეტად საინტერესოდ გამოხატავს ამ უკანასკნელთა დამოკიდებულება იერუსალიმის ქართველთა ჯვრის მონასტრისადმი.
The attitude of the Crusaders towards the Georgian Monastery of the Cross in Jerusalem illuminates the relationship between Georgia and the Crusaders in a very interesting manner.
48919.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | საგარეო პოლიტიკა
ჯვაროსნების მიერ 1099 წელს იერუსალიმის აღების შემდეგ დაარსდა დასავლეთევროპული ტიპის მსხვილი სამხედრო-ფეოდალური სახელმწიფო, რომელსაც იერუსალიმის სამეფო ეწოდებოდა.
After the crusaders captured Jerusalem in 1099, a large military-feudal state of the European type was founded, which was called the Kingdom of Jerusalem.
48920.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | საგარეო პოლიტიკა
ამ დროიდან მოკიდებული, სამეფოს ტერიტორიაზე მდებარე მართლმადიდებლური ტაძრები ლათინებმა დაისაკუთრეს, მაგრამ ქართველთა ჯვრის მონასტერს ხელი არ ახლეს.
From that time, the Latins appropriated all the Orthodox Christian churches that were found in that territory, but they did not touch the Georgian Monastery of the Cross.