მოიძებნა 668060 ჩანაწერი
49041.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებლის მემკვიდრენი
აჯანყებულთა შორის არევ-დარევა დაიწყო.
There was confusion among the rebels.
49042.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებლის მემკვიდრენი
თვით დემეტრეს (დემნა) საბელი გადმოუშვია ციხიდან, გამოპარულა და მეფესთან მისულა.
Demetre (Demna) himself lowered a rope from the fortress, escaped from there, and presented himself before the king.
49043.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებლის მემკვიდრენი
როცა დიპლომატიამ არ გასჭრა, მეფემ ძალას მიმართ და „ამირსპასალარი და სხუანი, რომელნი დარჩეს ციხესა შინა, გამოასხეს“.
When diplomacy did not work, the king used force and "the amirspasalar and the others, who stayed in the fortress were captured".
49044.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებლის მემკვიდრენი
საქართველოს მეფემ მკაცრად დასაჯა მეამბოხეები:
The Georgian king punished the rebels severely:
49045.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებლის მემკვიდრენი
ივანე ორბელს თვალები დასთხარეს, აჯანყების ბევრი მოთავე სიკვდილით დასაჯეს („ორბელნი მეფემან იპყრნა და დახოცნა“).
Ivane Orbeli was blinded, and many of the initiators of the rebellion were executed ("the king captured the Orbelis and killed them").
49046.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებლის მემკვიდრენი
დემეტრე უფლისწულს თვალები დასთხარეს და დაასაჭურისეს.
Prince Demetre was blinded and castrated.
49047.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებლის მემკვიდრენი
ამ უკანასკნელი აქტით გიორგი მესამემ ძირიანად მოსპო მომავალში რაიმე გაუგებრობა ტახტის მემკვიდრეობის თაობაზე, რადგან დემეტრე ამიერიდან უშთამომავლოდ უნდა გადაშენებულიყო.
This final act of King Giorgi III put an end to any misunderstanding, concerning Demetre's pretensions to the throne, for Demetre would die leaving no posterity.
49048.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებლის მემკვიდრენი
გიორგი მესამემ ორბელთა მამულები თავის ერთგულებს, ვინც შეთქმულთა წინააღმდეგ მეფის მხარეზე იყო, უწყალობა.
Giorgi III gave the Orbelis' estates to those, who had taken his side against the rebels.
49049.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებლის მემკვიდრენი
მათ შორის დიდი ნაწილი - ნაყივჩაყარ ყუბასარს, რომელიც ერთგულებასთან ერთად თავისის ღირსებებითაც გამოირჩეოდა.
The greater part of this property was given to Qubasar, the former Kipchak, who along with his loyalty to the king was distinguished by his personal merits.
49050.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებლის მემკვიდრენი
მეფემ იგი საქართველოს ამირსპასალარად დანიშნა.
The king appointed him as amirspasalar.
49051.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებლის მემკვიდრენი
ასევე აფრიდონი დააწინაურა მსახურთუხუცესის თანამდებობაზე.
Also promoted Apridon to the post of msakhurtukhutsesi.
49052.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებლის მემკვიდრენი
ორბელთა აჯანყების ჩახშობის შემდეგ გიორგი III სამეფო ტახტზე თანამოსაყდრედ აიყვანა თავისი ქალი - თამარი.
Having suppressed the rebellion of the Orbelis, King Giorgi III elevated his daughter Tamar to the throne.
49053.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
თამარ მეფე.
QUEEN TAMAR.
49054.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
გიორგი მესამეს ცოლად ჰყავდა ოსთა მეფის - ხუდანის ასული ბურდუხანი.
Giorgi III was married to Burdukhan, the daughter of Khudan, the king of the Ossetes.
49055.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
ეს ქორწინება 50-იან წლებში მოხდა და მას პოლიტიკური მიზანიც ქონდა - ჩრდილოეთის მეზობლებთან კავშირის განმტკიცება.
This marriage took place in the 1150's, and it had a certain political aim - to consolidate the relationship with his northern neighbor.
49056.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
ბურდუხანი გამორჩეული ქალი ყოფილა.
Burdukhan is said to have been a distinguished woman.
49057.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
ერთხანს ცოლ-ქმარი უშვილოდ ყოფილან, რის გამოც ძალზედ წუხდნენ.
For some time, the couple did not have children, and this worried them greatly.
49058.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
გარკვეული დროის შემდეგ „ინება ზეგარდმო მოწყალებამან ღმრთისამან და იწყო მობერვად ნიავმან ამაომან, და იშვა მათგან ქალი, ქმნილკეთილი, ყოვლითურთ უნაკლო და შესატყვისი“.
After a certain period of time "God showed His mercy and pleasant winds began to blow, and a girl was born to them, nice, faultless and proper".
49059.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
თამარი იმ დროისათვის სათანადო განათლებას იღებდა.
Tamar received a suitable education for those times.
49060.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
მას განსაკუთრებულად მზრუნველობდა მამიდა რუსუდანი (დემეტრე პირველის ასული, გიორგი მესამის და).
Her aunt Rusudan (the daughter of Demetre I, Giorgi III's sister) took special care of her.