მოიძებნა 668060 ჩანაწერი
49101.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
ალბათ, რუსუდან დედოფალს განუჭვრეტია ყველაფერი და სხვა გამოსავალი ვერ უპოვია.
Queen Rusudan seems to have understood, that there was no other way out.
49102.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
იძულებული გამხდარა, თავი ისე დაეჭირა, თითქოს მოსწონდა ეს საქმე.
She was compelled to pretend, that she approved of this proposal.
49103.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
საინტერესოა „ისტორიანი და აზმანი შარავადედთანის“ ავტორის მინიშნება.
The remark of the author of "Histories and Praises of Monarchs" is also interesting.
49104.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
ის ამბობს, რომ თამარი „დიდებულთა შვიდთავე სამეფოთასა“ წინადადებას „ძალითა-სამე-დამორჩილ იქმნა“.
He says that Tamar was compelled to obey the proposal of the "didebulis of the seven kingdoms".
49105.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
თამარი ხუთი წელი მამასთან ერთად ინაწილებდა ქვეყნის მეფობის ხვედრს.
Tamar had reigned with her father for five years.
49106.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
იგი შეგუებული იქნებოდა მომავალში ამ ტვირთვის მთლიანად დაუფლების აზრთან.
She must have been used to the idea, that in future she would reign by herself.
49107.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
გიორგი მესამის მიერ თავის დროზე მისი გათანამმართველებაც ამ მიზანს ემსახურებოდა.
Giorgi III's act of making her the ruler of the country together with himself also served this purpose.
49108.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
„ძალითა-სამე-დამორჩილ იქმნა“ - საერთოდ მეფობაზე უარის თქმასა დ შემდეგ ძალით დათანხმებას კი არ უნდა ნიშნავდეს, არამედ იმას, რომ თამარი წინააღმდეგი იყო დიდებულთა მიერ წამოყენებული მისი მეორედ კურთხევის იდეისა.
In our opinion, the phrase "she was made to obey by force" does not mean that she had to abdicate and was then forced to agree; rather, Tamar's opposition to the idea of her repeated coronation proposed by the didebulis is clear.
49109.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
მაგრამ, როგორც ჩანს, რუსუდან დედოფალმა დაარწმუნა იგი, რომ სხვა გამოსავალი არ იყო და თამარიც იძულებული გახდა დათანხმებულიყო
But Queen Rusudan seems to have convinced her, that there was no other way out, and so Tamar was compelled to agree.
49110.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
ეს კი, თავის მხრივ, დიდგვაროვან ფეოდალთა გამარჯვების ტოლფსი იყო.
This, of course, amounted to a victory for the high-born feudal lords.
49111.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
მეფედ კურთხევის ცერემონია ისე შესრულდა, რომ ხაზგასმულ იქნა დიდგვაროვანთა უფლებები.
The coronation ceremony was conducted in such a way, that the rights of the high-born feudal lords were emphasized.
49112.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
„აღმყვანელთა საყდართა და საჯდომთა მამა-პაპეულთა აღსუეს მზე იგი და მოიღეს გვირგვინი“.
"They raised the Sun to the throne of her ancestors and put the crown on her head".
49113.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
„ვინათგან ლიხთ-იმერთაგან იყო წესი დადგმად გვირგვინისა თავსა სამეუფოსა, აწვიეს მთავარეპისკოპოსი ქუთათელი ანტონი საღირის-ძე, მიღებად გვირგვინისა“.
"As there was a custom of the country beyond Likhi, they invited the Archbishop of Kutaisi Anton, the son of Saghir, to put a crown on Tamar's head".
49114.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
ისტორიკსი გამოყოფს თამარ მეფისათვის, როგორც ლაშქრის მთავარსარდლისათვის, ხმლის გადაცემის სიმბოლურ ცერემონიალს:
The historian separately describes the symbolic act of handing Tamar the sword as a token of her being the commander-in-chief of the army:
49115.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
“და ცალკერძისა კახაბერი, ერისთავი რაჭისა და თაკუერისა, და სრულ ყვეს მოხელეთა სვანთა და დიდებულთა ვარდანისძეთა, საღრისძეთა და ამანელისძეთა მოღება და დადება ხრხმლისა“.
"And Kakhaber, eristavi of Racha and Takueri, and the officials and noblemen: the Vardanisdzes, the Saghirisdzes and the Amanelisdzes tied the sword to Tamar's side".
49116.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
როგორც ჩანს, ამ დიდებულებს უფლება აქვთ „სრულყოფისა“ და „ხელდასმისა".
These didebulis seem to have had the right of "perfecting" and "crowning".
49117.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
ჩვენ ასე მკვეთრად გამოსახული მეფედ კურთხევის ცერემონიალი ქართულს წერილობით წყაროებში არ მოგვეპოვება.
We do not possess a detailed description of the coronation ceremony in the Georgian written sources.
49118.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
ამდენად, ტრადიცია იყო ეს თუ მხოლოდ თამარის მეფედ კურთხევის დროს მოხდა , ამის შესახებ რაიმეს გადაჭრით თქმა ძნელია.
Thus, we cannot say with assurance, whether this was a tradition, or whether it happened only in the case of Tamar's coronation.
49119.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
უფრო საფიქრებელია, რომ ასეთი სრულყიფილი სახით ძველი დიდგვაროვანი სახლების განსაკუთრებული მნიშვნელობა ტატხტის მემკვიდრის სამეფო უფლებით აღჭურვის საქმეში სწორედ თამარის მეორედ კურთხევისას იქნა წარმოჩენილი.
It is more likely, that the special importance of the old high-born families in the matter of entitling the heir to the right to the throne was emphasized in the repeated coronation of Tamar.
49120.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
„თაყუანისცეს, დალოცეს, ადიდეს სპათა შვიდისავე სამეფოსათა და დაიპყრა ჟამიერად თვითეულმან თვისი ადგილი“.
"The armies of all the seven kingdoms showed their reverence to her, blessed her and occupied their places at once".