მოიძებნა 668060 ჩანაწერი
49081.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
თანაც იგი განურჩეველი იყო ყველა დამნაშავისათვის, რა სოციალური ფენისაც არ უნდა ყოფილიყო იგი.
It was the same for all criminals, regardless of their status or the social class to which they belonged.
49082.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
მკაცრ ზომებს თავისი შედეგი მოჰყოლია - ეს ბოროტქმედება ერთხანს აღმოფხვრილა საქართველოში.
These strict measures were effective - this sort of crime was suppressed in Georgia for a certain period of time.
49083.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
1184 წლის 27 მარტს, ვნების კვირის სამშაბათს, კახეთში გარდაიცვალა გიორგი მესამე, „მბრძანებითა მპყრობელი აღმოსავლეთისა და დასავლეთისა, ჩრდილოსა და სამხრისა“.
On March 27<sup>th</sup>, 1184, on the Tuesday of Passion Week, Giorgi III died in Kakheti, "the ruler of the east and west, north and south".
49084.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
თბილისში, ისნის ციხეში მყოფ თამარს შეატყობინეს მამის გარდაცვალება.
Tamar, who was in the Isani fortress in Tbilisi, was informed of her father's demise.
49085.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
პატრიარქმა და დიდებულებმა სამშვილდეს მყოფ რუსუდანს ამცნე ეს ამბავი და თბილისში ჩამოიყვანეს.
The patriarch and the noblemen informed Rusudan, who was in Samshvilde, and brought her to Tbilisi.
49086.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
დიდი მწუხარებით დაიტირეს მეფე გიორგი მესამე.
King Giorgi III was deeply mourned.
49087.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
„ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“ დეტალურად აგვიწერს შავი ძაძით შემოსილ სამეფო პალატას, სადაც არიან მგლოვიარე „მიქაელ პატრიარქი ყოველთა ეპისკოპოზითურთ მდგომი“.
"The Histories and Praises of Monarchs" describes the royal chamber draped all in black, where the grieving "Patriarch Mikael with all the bishops is standing".
49088.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
„ვაზირი ანტონი და ამირსპასალარი ყუბასარ, და სხუანი ხელისუფალნი“:
"The vizier Anton and amirspasalar Qubasar, and the other members of the government":
49089.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
„ყუთლუ არსლან მეჭურჭლეთუხუცესი, ვარდან დადიანი, ჩუხჩარხი, ჭიაბერი მეჯინიბეთუხუცესი, აფრიდონ მსახურთუხუცესი, ივანე და დიდებულნი, აზნაურნი, მონანი, მოყმენი“.
"Qutlu Arslan, mechurchletukhutsesi , Vardan Dadiani, the chukhcharkh, Chiaber mejinibetukhutsesi, Apridon msakhurtukhutsesi, Ivane and the didebulis, aznauris, slaves and serfs".
49090.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
გიორგი მესამე „ჟამისა სიძნელისაგან“ მცხეთაში დაუმარხავთ და იმავე წელს გადაუსვენებიათ საქართველოს მეფეთა ტრადიციულ საძვალეში - გელათში.
Giorgi III "because of hard times" was buried in Mtskheta, but later that same year, his body was taken to Gelati and buried in the traditional burial ground of Georgia’s kongs.
49091.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
თამარის გამეფება.
TAMAR'S ACCESSION TO THE THRONE.
49092.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
დიდგვაროვანი ფეოდალები, მართალია, ერთგვარად დათრგუნვილი იყვნენ, მაგრამ ბრძოლას საბოლოოდ წაგებულად არ თვლიდნენ და ხელსაყრელ დროს უცდიდნენ, რათა სამეფო ხელისუფლების საწინააღმდეგო ზრახვები განეხორციელებინათ.
Although the high-born feudal lords were oppressed, they did not consider themselves finally defeated and waited for a more favorable time to pursue their schemes against the royal power.
49093.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
ასეთი დრო გიორგი მესამის გარდაცვალების მერე დადგა.
Such a time came, when Giorgi III died.
49094.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
მიუხედავად იმისა, რომ თამარი ჯერ კიდევ მამის სიცოცხლეში იყო გამეფებული, დიდგვაროვანმა ფეოდალებმა, როგორც ჩანს, არ მიიჩნიეს ეს საკმარისად და მისი ხელახლა მეფედ კურთხევა გადაწყვიტეს.
In spite of the fact, that Tamar had ascended the throne during her father's lifetime, the high-born feudal lords seem not to have thought this sufficient and decided to repeat the ceremony of coronation.
49095.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
ეს უკვე ფაქტობრივი პროტესტი იყო გიორგი მესამის ნამოქმედარის, მისი პოლიტიკის მიმართ.
This act, in itself, amounted to a protest against Giorgi III and his policies.
49096.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
ამასთანავე, ხაზგასმულად უნდა წარმოჩენიილიყო ფეოდალთა დიდი უფლებები.
By this action, the rights of the great feudal lords were to be emphasized.
49097.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
თითქოს თამარი არც კი ყოფილიყოს გიორგი მესამის თანამოსაყდრე სამეფო საქმეებში, ისე იქცევიან დიდგვაროვანი ფეოდალები.
The high-born feudal lords behaved as if Tamar had not reigned together with her father and had not taken part in addressing the questions of the kingdom.
49098.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
ამგვარად, ერთხელ უკვე ფაქტობრივად გამეფებული თამარი ხელმეორედ უნდა ეკურთხებინათ მეფედ.
Thus Tamar, who had already been made queen, was to be crowned again.
49099.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
წარმოუდგენელია, თვით რუსუდანსა და თამარს ვერ შეეცნოთ ფეოდალთა ზრახვები და არ სცოდნოდათ, თუ საით უმიზნებდნენ ისინი.
It cannot be imagined that Rusudan and Tamar should not have guessed what the intentions of the feudal lords were, or that they should not have known what they were aiming at.
49100.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
თამარის ისტორიკოსი ამბობს: „ამისმან (თამარის მეორედ კურთხევით) მსმენელმან, მომწოდებელმან და მაჯერებელმან დედოფალმან უბრძანა და მოახსენა თამარსა“.
However, Tamar's historian says, "The queen, who heard about it (Tamar's repeated coronation), approved of it and trying to convince her, told Tamar about it".