მოიძებნა 668060 ჩანაწერი
49201.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
მათთვის უფრო საინტერესო იყო ის გარემოება, რო იგი გადმოხვეწილი იყო, ექსორიაქმნილი, და თავისი დასაყრდენი ძალებიც საქართველოს სამფოში უნდა ეძებნა.
They were more interested in the fact that he was a refugee, an exile, and would have to seek the support of the powerful in the Georgian kingdom.
49202.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
ეს კიდევ დიდებულთა გარკვეულ ნაწილს უქმნიდა შანსს ახალ ვითარებაში თავის გამოჩენისა და გავლენის სფეროთა გაფართოებისათვის.
This created an opportunity for certain of the didebulis to improve their circumstances and to extend the sphere of their influence.
49203.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
იური ანდრიას ძე, რომელიც იმხანად ყივჩაღეთში იმყოფებოდა, საქართველოს, კერძოდ, თბილისის, დიდვაჭრებისათვის კარგად უნდა ყოფილიყო ცნობილი.
Yuri, the son of Andrei, was in the country of Kipchaks at that time, but must have been known well to the Georgians, especially the prosperous merchants of Tbilisi.
49204.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
არ არის გამორიცხული, რომ მისი თამარისათვის ქმრად შერთვის საკითხზე რაიმე წინასწარი მოლაპარაკებაც ყოფილიყო გამართული.
It cannot be excluded, that the negotiations with Yuri concerning his marriage to Tamar were carried out beforehand.
49205.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
ყურადღებას იპყრობს ის გარემოება, რომ თვით საქართველოს მეფე ჩანს ამ საქმის წინააღმდეგი.
It is noteworthy that the queen of Georgia herself seems to have been against this marriage.
49206.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
„ცხოვრება მეფეთ- მეფისა თამარისი“ გადმოგვცემს თამარის პასუხს შეთავაზებულ წინადადებაზე:
"The History of Tamar, Queen of Queens" records the answer Tamar gave to this proposal:
49207.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
„კაცნო, ვითარ ღირს შეუტყუებელიესე ქმნად?“
"Men, how can it be done without making inquiries?"
49208.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
„არა ვიცით კაცისა ამის უცხოსა ქცევა და საქმე, არცა მხედრობისა, არცა ბუნებისა და არცა ქცევისა“.
"We know nothing about this strange man's behavior and deeds, nor what kind of warrior he is, nor what he is like by nature and by behavior".
49209.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
„მაცალეთ, ვიდრემდის განიცადოთ ყოველთა სიკეთე, განა სიდრკუე მისი“.
"Wait, until we have information of his good or bad qualities".
49210.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
რუსი უფლისწულის ჩამოყვანის წინააღმდეგი ჩანს დიდებულთა ერთი ნაწილიც, რომლებიც „ვიეთნიმე დაღონებულობით“ გამოიყურებიან ნებადაურთავი ქორწილის დანიშვნის შემდეგ.
A certain faction of the didebulis seems to have been opposed to the queen's marriage to the Russian prince, and expressed "some degree of displeasure" after the arrangement was made.
49211.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
საინტერესოა თამარის მეორე ისტორიკოსის პოზიციაც.
The comments of Tamar's second historian are interesting, too.
49212.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
იგი ხაზს უსვამს, რომ თამარის სახლობის საკითხი დარბაზმა „ესე ვერა კეთილად განაგეს“.
He emphasizes that the Darbazi "did not decide the question of Tamar's marriage properly".
49213.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
იგი უკმაყოფილოა სასიძოს ჩამოსაყვანად გაგზავნილი მოციქულის სოციალური მდგომარეობისა (აქ თბილისელი დიდვაჭარი ზარქან ზორაბაბელია მხედველობაში) - „რამეთუ არცა კაცი იგი ღირსი საქმისა წარავლინეს“.
He was critical of the social status of the envoy, sent to bring the bridegroom (here the great Tbilisi merchant Zankan Zorababeli is meant) - "for they did not send a man suitable for this business".
49214.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
უფრო მეტიც „არცა მისსა მეცნიერ იყვნეს, რომელსა იგი მოიყვანებდეს“.
Moreover, "they did not know either what the person whom he was going to bring was like".
49215.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
ისტორიკოსი გვარიანობასა და შესახედაობას ვერ უწუნებს ჩამოყვანილ იური ანდრიას ძეს, თუმცა მაინც აღნიშნავს - „რამეთუ მეცნიერ იყვნეს ჩვეულებისთვის მისისა“.
The historian did not disapprove of the origin or the appearance of Yuri Andreevich when he saw him, though he still remarks "that the people had no idea what customs and habits he had".
49216.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
თამარის ორივე ისტორიკოსი ერთხმად აღიარებს, რომ იური უფლისწულს ცუდი თვისებები აღმოაჩნდა.
Both of Tamar's historians admit that Prince Yuri was a man of bad habits.
49217.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
როგორც ისტორიკოსები გვაუწყებენ, თამარ მეფეს აღნიშნულის შესახებ დარბაზისათვის მოუხსენებია, რომელსაც მიუღია გადაწყვეტილება იური ანდრიას ძის საქართველოდან ექსორიაქმნის შესახებ.
As the historians inform us, Queen Tamar told the Darbazi about this, and they decided to exile Yuri Andreevich from the country.
49218.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
საქართველოდან განდევნილ რუს უფლისწულს ერთხანს კონსტანტინოპოლისათვის შეუფარებია თავი.
The Russian Prince, exiled from Georgia, found shelter in Constantinople for some time.
49219.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
აღნიშნული ფაქტი ქორწინებიდან ორი, ორ-ნახევარიწლის შემდეგ უნდა მომხდარიყო.
This must have happened two or two-and-a-half years after the marriage.
49220.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
თუკი თამარისა და იური ანდრიას ძის ქორწინებას 1185 წლისათვის ვივარაუდებთ, მაშინ ყოფილი ქმრის გაძევება 1187 – 88 წწ. უნდა მომხდარიყო.
If we suppose that the marriage between Tamar and Prince Yuri took place in 1185, the exile of the queen's consort must have occurred during 1187-88.