მოიძებნა 668060 ჩანაწერი
49221.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
ამდენად, იმ დასმა აბულასანი და სხვამ, რომელსაც იური ანდრიას ძე ეყრდნობოდა, ვერ შეინარჩუნა თავისი მაღალი, დაწინაურებული მდგომარეობა და მარცხი განიცადა.
Thus, Abulassan and the others, who had supported the queen's marriage to Prince Yuri, were unable to maintain their high positions and suffered a serious reverse.
49222.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
საგულისხმოა, რომ მას შემდეგ რაც იური უფლისწული ქვეყნიდან განიდევნა და აბულასანმა მეჭურჭლეთუხუცესის სახელი დაკარგა, დასებს შორის ბრძოლა არ შეწყვეტილა.
It is noteworthy that after Prince Yuri had been driven out of the country and Abulassan had been dismissed from the position of Mechurchletukhutsesi, the fight between the factions did not cease.
49223.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
საქალაქო ზედაფენის წარმომადგენლები,მათზე მიმხრობილ სამეფისკარო პოლიტიკის უკმაყოფილო დიდგვაროვან ფეოდალებთან ერთად თავიაანთ საქმეს საბოლოოდ წაგებულად არ თვლიდნენ.
The representatives of the highest stratum of the city population, along with a group of high-born feudal lords, dissatisfied with the policies of the royal court, refused to concede defeat.
49224.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
და კვლავ ცდილობდნენ დაკარგული მდგომარეობის მოპოვებას.
And tried again to regain their lost position.
49225.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
სწორედ ამის ნათელ დადასტურებას წარმოადგენს იური ანდრიას ძის მცდელობა საქართველოში კვლავ დამკვიდრებისათვის.
This is demonstrated by the efforts of Prince Yuri to regain a foothold in Georgia.
49226.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
იური უფლისწულის საქართველოდან განდევნის შემდეგ (განსაკუთრებით თამარის დავით სოსლანზე დაქორწინების შემდგომ) საქართველოს სამეფო კარის პოლიტიკა დიდგვაროვანი ფეოდალების მიმართ თანმიმდევრული და მტკიცე გახდა.
After the expulsion of Prince Yuri from Georgia (and especially after Tamar's marriage to David Soslan), the policy of the Georgian royal court in regard to the high-born feudal lords became firm and logical.
49227.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
რამაც გარკვეული საფუძველი შეუქმნა მეფის პოლიტიკით უკმაყოფილო ფეოდალთა ნაწილს მოქალაქეთა ზედა ფენებთან - დიდვაჭარრებთან და ფინანსისტებთან ერთად ეფიქრათ რუსი უფლისწულის დაბრუნებაზე.
This policy was unfavorable to a part of the high-born aristocracy and they, together with a faction of the city-dwellers - the prosperous merchants and financiers began to think of restoring the Russian prince to Georgia.
49228.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
საინტერესოა, რომ ისტორიული წყაროები აჯანყების ორგანიზატორთა შორის „მეჭურჭლეთუხუცესის ნაცვალს“ ასახელებენ.
It is interesting, that the historical sources mention the "deputy mechurchletukhutsesi" among the organizers of the rebellion.
49229.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
საფიქრებელია, რომ აჯანყების ორგანიზატორებსა და იური ანდრიას ძეს შორის გარკვეული წინასწარი შეთანხმება არსებობდა მეფისა და სახელმწიფოს საწინააღმდეგო გაშლის შესახებ.
Supposedly, there was a preliminary agreement between the organizers of the rebellion and Yuri Andreevich to act against the queen and the state.
49230.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
ამას გვაფიქრებინებს ის გარემოება, რომ იური ანდრიას ძე, რომელიც საქართველოდან ექსორიაქმნის შემდეგ კონსტანტინოპოლში იყო, შემდეგ კარნუ-ქალაქში აღმოჩნდა, სადაც იგი მეჭურჭლეთუხუცესის ნაცვალს შეხვდა.
The following circumstance leads us to this opinion that Prince Yuri, after his exile from Georgia, found refuge in Constantinople, then he turned up in the city of Karnu, where he met the deputy mechurchletukhutsesi.
49231.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
როგორც ჩანს, ეს უკანასკნელი გარკვეულმა სოციალურმა ჯგუფმა გააგზავნა მოციქულად კარნუ-ქალაქს.
The latter seems to have been sent to Karnu as the envoy of a certain faction.
49232.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
იური გამოემართა საქართველოსკენ კვლავ გარკვეული სოციალური წრეების მოწვევით.
Yuri set out for Georgia at the invitation of certain elements within the country.
49233.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
საქართველოში ჩამოსულ იური ანდრიას ძეს „მიუდგეს იმიერნი, რათა რუსი სასახლესა შინა შეყვანილ ყონ“.
When Yuri Andreevich arrived in Georgia, "they took his side and wanted to make him king".
49234.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
როგორც ჩვენს ისტორიოგრაფიაშია მიჩნეული, ეს აჯანყება 1191 წელს უნდა მომხდარიყო.
Based on our historiography, this rebellion must have broken out in 1191.
49235.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
ვინ არიან აჯანყებულთა რიგებში?
Who was in the ranks of the rebels?
49236.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
ვინ ჩაიდინა „საქმე ყოველთა ძუელთა გინა ახალთაგან უბოროტესი?“.
Who was it, who did "this wickedest deed of all times?"
49237.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
თამარის პირველი ისტორიკოსი გარკვეული თანმიმდევრობით ჩამოთვლის მათ:
Tamar's first historian enumerates them as follows:
49238.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
გუზანი, კლარჯეთისა და შავშეთის პატრონი, ბოცო-სამცხის სპასალარი;
Guzan, the ruler of Klarjeti and Shavsheti; Botso - spasalari of Samtskhe;
49239.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
ვარდან დადიან-მსახურთუხუცესი („ლიხთ- აქით პატრონი ორბეთის და კაენისა, ლიხთ - იქით ნიკოფსიამდის უცილობელად ქონებისა“).
Vardan Dadiani, the chief steward ("the ruler of Orbeti and Kaeni on this side of Likhi, and of all the property beyond Likhi up to Nikopsi").
49240.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
მიუხედავად იმისა, რომ ჩამოთვლისას ისტორიკოსი ვარდან დადიანს ბოლოს ასახელებს, იგი მაინც აჯანყებულთა ძირითად, ცენტრალურ ფიგურად უნდა მივიჩნიოთ.
Although the historian names Vardan Dadiani last in his enumeration of the participants in the rebellion, we must consider him the central figure of the rebellion.