მოიძებნა 668060 ჩანაწერი
49261.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
იური ანდრიას ძე სრულიად უვნებელი გაუშვიათ თამარის ბრძანებით.
Yuri Andreevich was sent away quite unharmed at Tamar's orders.
49262.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
იგი კვლავ ბიზანტიაში წასულა.
He returned to Byzantium again.
49263.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
რაც შეეხება ამბოხების სხვა თავკაცებს, არც ისინი ჩანან ისე დასჯილი, როგორც ეს კანონით იყო გათვალისწინებული, თუმცა თანამდებობები კი ჩამოურთმევიათ.
As for the other leaders of the rebellion, they do not seem to have been punished as severely as the law envisioned either, although they lost their positions.
49264.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
აჯანყების მოთავისათვის - ივანე ვარდანის ძისათვის მსახურთუხუცესობა წაურთმევიათ და ეს საპატიო ხელი ივანე სარგისის ძისათვის უბოძებიათ.
The leader of the rebellion, Vardan Dadiani, was deprived of the post of the msakhurtukhutsesi and this honorable position was given to Ivane, the son of Sargis.
49265.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
თამარის პირველი ისტორიკოსი ასახელებს სხვა „შეწყალებულებსაც“, ერთგულების გამოჩენისათვის დაჯილდოებულებს.
Tamar's first historian names the other "pardoned" rebels, too, rewarded for loyalty.
49266.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
მათ შორის არის ზაქარია ვარამის ძე, რომელსაც უბოძეს „გაგი ქურდვაჭრითა განძამდის მრავლითა საკუთარითა და მრავლითა სანახევროთა ქალაქებითა, ციხეებითა და სოფლებითა“.
Among them is Zakaria, the son of Varam, who was presented with "Gagi together with Kurdvachari, up to Gandza, with much property for himself and also the property, shared with the others towns, fortresses and villages".
49267.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
სხვა ერთგული დიდებულებიც უხვად იყვნენ დაჯილდოებული.
The other loyal noblemen were also lavishly rewarded.
49268.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
გამრეკელის გარდაცვალების შემდეგ ამირსპასალარობა ზაქარია მხარგრძელს ებოძა.
After Gamrekeli's death, Zakaria Mkhargrdzeli became amirspasalari.
49269.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
თანაც მის სამფლობელოებს ქალაქი რუსთავიც მიუმატეს.
In addition, the city of Rustavi was added to his domains.
49270.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
მანდატურთუხუცესმა ჭიაბერმა დამატებით მიიღო „ჟინვარი, ქალაქი და ციხე, მრავლითა მთიულეთითა“.
Mandaturtukhutsesi Chiaber received "Zhinvani, the city and the fortress, also Mtiuleti".
49271.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
სარგის ვარამის ძეს უბოძეს თმოგვი, დანარჩენებიც „შეიწყალეს თვითოეულნი თვსითა წესითა: რომელნიმე ახლად დალოცვითა, რომელნიმე მომატებითა“.
Sargis, the son of Varam, was granted Tmogvi, and the rest of them were promoted: each of them was rewarded as was the custom, some were appointed to certain positions”.
49272.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
იური ანდრიას ძე ქვეყნის დასაკავებლად მეორედაც გამოჩნდა.
Yuri Andreevich attempted to occupy the country a second time, too.
49273.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
ამჯერად ეს არანის მხრიდან მოხტა.
This time he came from Aran.
49274.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
კონსტანტინოპოლიდან წამოსულმა რუსმა უფლისწულმა შეჰყარა განძისა და არანის ლაშქარი და შემოჭრა საქართველოში კამბეჩანის მხარეში, დაარბია ეს მხარე და ნადავლიც ბევრი აიღო,
The Russian prince, leaving Constantinople, collected the Gandza and Aran troops and invaded the province of Kambechani, which he raided, taking much booty.
49275.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
ხორნაბუჯის პატრონი საღირ მახატლისიძე მცირე ლაშქრით დაედევნა მოწინააღმდეგეს, შეებრძოლა თავგანწირვით და დაამარცხა კიდეც.
The owner of Khornabuji, Saghir Makhatlisidze, pursued him with a small army, fought against him bravely and defeated him.
49276.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
იური ანდრიას ძე სხვა გადარჩენილ მებრძოლებთან ერთად გაიქცა და „გარდაიხუეწა“.
Prince Yuri fled with the survived warriors and "disappeared".
49277.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
„სვეუბედური რუსის" გაძევების შემდეგ ძლიერი საქართველო („შვიდივე ესე სამეფო") სამეფო ტახტის მომავალზე ფიქრობდა და თამარის უშვილობაზე წუხდა.
Having driven the "miserable Russian" away, the powerful Georgian state ("all the seven kingdoms") turned its attention to the future of the state and the issue of Tamar's childlessness.
49278.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
რუსის გაძევების უმალ გამოჩნდნენ, რომლებსაც თამარის ქმრობა სურდათ.
After the Russian had been driven away, several candidates, who wished to marry Tamar appeared.
49279.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
ესენი იყვნენ სხვადასხვა ქვეყნის მეფეთა შვილები, ქრისტიანი და მუსლიმი უფლისწულები.
These were the sons of kings of different countries, including both Christian and Muslim princes.
49280.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
ბევრი კანდიდატი ქმრობისა უარით გაისტუმრეს.
Many candidates were sent away.