მოიძებნა 668060 ჩანაწერი
49241.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
ჯერ ერთი, თავისი თანამდებობით იგი სხვა აჯანყებულ დიდგვაროვან ფეოდალებზე მაღლა დგას.
First of all, he stood higher than the other rebellious noblemen by virtue of his position.
49242.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
თავისთავად ესოდენ მაღალი ხელის მსახურთუხუცესობის მატარებელი პირის მეფის პოლიტიკის წინააღმდეგ გამოსვლა საგულისხმო მოვლენაა.
The rebellion of a person holding such a high position as msakhurtukhutsesi against the monarch is a noteworthy phenomenon.
49243.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
აქ უთუოდ მეფესა და მსახურთუხუცესს შორის ურთიერთობის გამწვავებასთან უნდა გვქონდეს საქმე.
Here we must assume some degree of conflict between the queen and the msakhurtukhutsesi.
49244.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
ამასთანავე იგი თავისი შემოქმედებით ყველაზე აქტიურია.
In any case, his had the most active role in the revolt.
49245.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
სწორედ ვარდან დადიანმა მიიმხრო და შეყარა სვანეთი, აფხაზეთი, საეგრო, გურია, რაჭა, თაკვერი და არგვეთი და „აფიცა რუსისა გამეფებისა და მისის მეფე-ყოფისათვის დიდებულნი და ლაშქარნი ქვეყანისანი“.
It was Vardan Dadiani, who won Svaneti, Abkhazia, Saegro, Guria, Samokalako, Racha, Takveri, and Argveti over to his side, and made "the didebulis and the army of the state take the oath of allegiance to the Russian and make him king".
49246.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
უფრო მეტიც, ვარდანმა ქვეყნის ლაშქარი გაგზავნა გუზანთან.
Moreover, Vardan sent the troops of the country to Guzan.
49247.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
აქედან რუს უფლისწულთან ერთად შეერთებული ძალით მეამბოხენი გადავიდნენ სამცხეში, სადაც მათ დახვდათ ბოცო სამცხის სპასალარი სხვა მესხ აზნაურებთან ერთად.
From there, the rebels, together with the Russian prince, united their forces and went to Samtskhe, where they were met by Botso, spasalari of Samtskhe, along with the other Meskhi azanauris.
49248.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
აჯანყებულებმა, როგორც ირკვევა, იური გეგუთს გადაიყვანეს და იქ მეფედაც კი გამოაცხადეს.
As it turns out, the rebels took Yuri to Geguti and declared him king there.
49249.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
თამარ მეფე თავიდანვე არ ყოფილა მოსურნე აჯანყებულებთან შებმისა და ამ რთული საკითხის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტა განუზრახავს.
At first, Queen Tamar did not want to fight the rebels and intended to settle the matter by peaceful means.
49250.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
ამ მიზნით მას საგანგებო მოციქულებიც კი გაუგზავნია აჯანყებულებთან მოსალაპარაკებლად.
With this purpose she sent extraordinary envoys to conduct negotiations with the rebels.
49251.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
საჭირო იყო მეამბოხეთა მეორე ნახევრისათვის მიეხედათ.
It was necessary to deal with the other rebels as well.
49252.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
საქართველოს ლაშქარი გაემართა ქართლისაკენ, მაგრამ ბრძოლა აღარ დასჭირდათ.
Georgia's army moved towards Kartli, but they did not have to fight.
49253.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
გაუგიათ თუ არა ქართლში მყოფ მეამბოხეებს თავიანთ მოლაშქრეთა ნაწილის დამარცხება „ამოწყუედა და გაქცევა" ჯავახეთში, თვითონაც გაქცეულა..
Having heard of the "extermination and flight" of part of their troops in Javakheti, the rebels, who were in Kartli took flight.
49254.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
ამრიგად, ეს ბრძოლა აჯანყებულთა დამარცხებით დამთავრდა.
Thus, this fight ended in the defeat of the rebels.
49255.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
მძიმე დღეში ჩაცვივდნენ ძლეული მეამბოხეები, რადგან „თამაშისა ზედა ესე უსახური საქმე იკადრეს“.
The beaten insurgents found themselves in a very bad situation, for "they had dared to do such a shameful thing".
49256.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
მძიმე განაჩენის მოლოდინში თავიანთი სრული მორჩილების მიზნად „რომელნიმე მოვიდეს ყელ-საბელ მობმითა“.
Expecting severe punishment, "some of them arrived with ropes around their necks" as a token of full submission.
49257.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
ბევრმა პირდაპირ მოსვლა და მორჩილების გამოცხადება ვერ გაბედა სასჯელის შიშით.
Many of them did not dare to come and declare their obedience for fear of punishment.
49258.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
მხოლოდ საგანგებო შუამავლობის შემდეგ (ამ შუამავლების პირით დიდებულები საქართველოს მეფის წინაშე ცოდვებს ინანიებენ და შენდობა-პატიებას ეაჯებოდნენ).
Only after a special mediation (through these mediators the didebulis repented their sins before the queen and begged to be forgiven).
49259.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
გადმოვიდნენ ლიხთ-იმერიდან დიდებულები და თან იური უფლისწულიც გადმოიყვანეს.
The didebulis came from beyond the Likhi and brought Prince Yuri with them.
49260.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
სამეფო კარს, ალბათ, გარკვეული პოლიტიკური მოსაზრებებით დიდი სისასტიკე არ გამოუჩენია დამარცხებულ მეამბოხეთა მიმართ.
The royal court, probably due to political considerations, was not very severe toward the defeated rebels.