მოიძებნა 668060 ჩანაწერი
49501.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
„დარბაზის რიგის“ მოხელეთა შორის მეოთხე ადგილზე იყო მეჭურჭლეთუხუცესი (ფინანსთა მინისტრი).
Among the officials of the "darbazi", the mechurchletukhutsesi (minister of finances) held the fourth position.
49502.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
ქართულ ნარატიულ წყაროებში ეს ტერმინი მე-12 საუკუნიდან ჩნდება, მაგამ თვით სახელო, როგორც „ხელმწიფის კარის გარიგება“ მიუთითებს, უძველესია ქართული ფეოდალური მონარქიის თანამდებობათა შორის.
This title first appears in the Georgian narrative sources in the 12<sup>th</sup> century, but the position itself, as "The Regulations of the Royal Court" points out, that it was the oldest among the positions in the Georgian feudal monarchy.
49503.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
მეჭურჭლეთუხუცესი განაგებდა საჭურჭლეს, რომელიც ფულთან ერთად სახმარი და სახარჯო ქონება ინახებოდა.
The mechurchletukhutsesi managed the sachurchle, a fund, in which, alongside money, property to be used and to be spent was kept.
49504.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
მეჭურჭლეთუხუცესს ჰყავდა მოადგილე („საჭურჭლის ნაცვალი“).
The mechurchletukhutsesi had an assistant (sachurchlis natsvali).
49505.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
მეჭურჭლეთუხუცესს ემორჩილებოდნენ საჭურჭლის მუქიბი და მუშრიბი.
The orders of the mechurchletukhutsesi were carried out by mukibis and mushribi.
49506.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
როგორც ფინანსტა მინისტრს, მეჭურჭლეთუხუცესს ექვემდებარებოდნენ „ძველი ქალაქნი, ვაჭარნი, სავაჭრო“ და „ქალაქის ამირანი“.
"Old cities, merchants, trade" and the "city emirs" were subordinate to the mechurchletukhutsesi, as they were to the minister of finances.
49507.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
მეჭურჭლეთუხუცესს ჰქონდა სამოხელეო ბეჭედი.
The mechurchletukhutsesi had a special seal.
49508.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
არ გამოირიცხებოდა, რომ მას ერისთავთერისთავის, სპასალარის ან სხვა თანამდებობაც ჰქონოდა.
It cannot be excluded, that he simultaneously held some other position, such as that of the eristavteristavi or spasalari.
49509.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
მეჭურჭლეთუხუცესის შემდეგ „ისტორიანი და აზმანი შარავან დედთანი“ მოიხსენიებს მსახურთუხუცესს.
"Histories and Praises of Monarchs" lists the msakhurtukhutsesi after the mechurchletukhutsesi.
49510.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
თამარის მეფობის წინა ხანაში მსახურთუხუცესი ერთ-ერთი უკანასკნელთაგანი უნდა ყოფილიყო მოხელეთა შორის.
The msakhurtukhutsesi must have been one of the least of the officials of the royal court during the period before the reign of Queen Tamar.
49511.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
თამარის ისტორიკოსი, გიორგი მესამის გარდაცვალების დროს, მას ჩუხჩარხისა და მეჯინიბეთუხუცესის შემდეგ და ამირახორის წინ იხსენიებს.
Tamar's historian, writing at the time of Giorgi III's demise, mentions him after the chukhcharkhi and mejinibetukhutsesi, but before the amirakhori.
49512.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
მსახურთუხუცესის თანამდებობის აღზევება მეფე თამარის დროს დაიწყო, თანდათან გაძლიერდა და რუსუდანის დროს სავაზიროს წევრიც გახდა.
The position of msakhurtukhutsesi began to grow in importance during Queen Tamar's reign, and during the reign of Rusudan it became a member of the savaziro.
49513.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
მსახურთუხუცესის ფუნქციები მეფის საწოლისა და მისსავე კერძო მეურნეობას მოიცავდა.
The msakhurtukhutsesi's functions were to take care of the monarch's bedchamber and private finances.
49514.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
მეფე თამარის დროს მსახურთუხუცესის თანამდებობას ფლობდნენ შემდეგი პირები: აფრიდონი, ვარდან დადიანი, ივანე მხარგრძელი.
The following persons held the position of the msakhurtukhutsesi during Queen Tamar's reign: Apridon, Vardan Dadiani, Ivane Mkhargrdzel.
49515.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
თამარ მეფეს, როორც ზემოთ აღინიშნა, შესაძლებლად ჩაუთვლია ათაბაგის ინსტიტუტის შემოღება და ეს ხელი ივანე მხარგრძელისათვის უბოძებია.
As mentioned above, Queen Tamar found it possible to create the position of the athabag, and appointed Ivane Mkhargrdzeli to that position.
49516.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
ივანე მხარგრძელის მიერ მიღებული ათაბაგის თანამდებობა, როგორც ავღნიშნეთ, მკვეთრად განსაზღვრული შინაარსითაა.
The position of athabagi, conferred on Ivane Mkhargrdzeli, had quite a definite character.
49517.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
იგი მეფის მემკვიდრის მეურვედ უნდა ჩაითვალოს და, როგორც ჩანს, რანგიც სამოხელეო წყობაში განსაზღვრული აქვს.
He was considered to be the guardian of the queen's successor, and his rank in the official hierarchy seems to have been defined.
49518.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
„ხელმწიფის კარის გარიგებაში“ ათაბაგი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესის შემდეგ იხსენიება და ამირსპასალარისა და მანდატურთუხუცესს უთანაბრდება პატივით.
In the "Regulations of the Royal Court", the athabagi is mentioned after the Chqondideli-mtsignobartukhutsesi and is equal in rank to the positions of the amirspasalari and mandaturtukhutsesi.
49519.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
ათაბაგი „დიდი და საპატიო“ მოხელეა.
The athabagi was a "significant and honorable" official.
49520.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
მეფის მიერ მოწვეული საგანგებო თათბირების დროს ათაბაგის ადგილი განსაზღვრულია „ჭყონდიდელის ქვემოთ“ ამირსპასალართან ერთად.
The place of the athabagi when extraordinary meetings were convened was defined as "below the Chqondideli" and beside the amirspasalari.