მოიძებნა 668060 ჩანაწერი
49521.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
თამარის მეფობის დასასრულს თანდათან გამოიკვეთა და არსებითად ჩამოყალიბდა ახალი ვაზირის (ათბაგის) თანამდებობა.
The position of the new vizier (athabagi) had assumed a definite form by the end of Queen Tamar's reign.
49522.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
ამან დასაბამი მისცა ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესის სახელოს ერთგვარ დაქევეითებას და წანამძღვრები შეიქმნა სრულყოფილი სავაზიროს ჩამოყალიბებისათვის.
This was the beginning of a certain decline in the importance of the Chqondideli-mtsignobartukhutsesi and one of the preconditions for creating a more efficient savaziro.
49523.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
ფეოდალური საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების სიძლიერეს, ისე, როგორც ქვეყნის ეკონომიკურ და კულტურულ წინსვლას, გარკვეული დროთ შემაფერხებელი ზღვარი ხვარაზმელებისა და მონღოლების შემოსევებმა დაუდო.
The strength of feudal Georgia's royal power, as well as the development of its economy and culture, was reduced for a certain period owing to the invasions of the Khvarazmians and Mongols.
49524.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
რუსთველის ეპოქის საქართველოს სახელმწიფო საზღვრები.
THE FRONTIERS OF THE GEORGIAN STATE.
49525.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
1188 წელს გელათისადმი გაცემულ შეწურულების სიგელში მეფე თამარი ასე წარმოგვიდგება:
In the deed of donation, made to Gelati in 1188, Queen Tamar is described to us as follows:
49526.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
„სახელითა ღმრთისაითა, მე, თამარ ბაგრატიონმან, ნებითა ღმრთისაითა აფხაზთა და ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა მეფემან და დედოფალმან, შარვანშა და შაჰანშა და ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა თუითმფლობელმან ვინებე“.
"In the name of God, I, Tamar Bagratuniani, by the will of the Lord, the King and the Queen of the Abkhazs and Kartvels, Ranis, Kakhis and Armenians, Sharvanshah and Shahanshah and the owner of the entire East and West, have expressed a wish...".
49527.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
ქართველ მფეთა ტიტულატურების შინაარსი მეტად მნიშვნელოვანია.
The content of the Georgian kings' list of titles is extremely significant.
49528.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
იგი ნათელ წარმოდგენას გვაძლევს ქვეყნის პოლიტიკურ მდგომარეობაზე.
They give us a clear picture of the country's political situation.
49529.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
ზემოთმოყვანილ ტიტულატურაში ქართველი მეფის მფლობელობაში მყოფი ქვეყნებია ჩამოთვლილი.
The above-mentioned titles enumerate the countries, over which the Georgian kings ruled.
49530.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
აქ შვიდი სამეფოა ჩამოთვლილი: აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა, სომეხთა (ტაშირ-ზორაკერტი), შარვანშა (შარვანი) და შაჰანშა (შირაკის სამეფო).
Seven kingdoms are enumerated here: the Abkhazs, Kartvels, Ranis, Kakhis, Armenians (Tashir-Zorakert), Sharvanshah (Sharvan) and Shahanshah (the Shiraki Kingdom).
49531.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
ნიშანდობლივია, რომ ქართულ წყაროებში არაერთგზისაა სწორედ „შვიდი სამეფო“ მოხსენიებული.
It is noteworthy that these "seven kingdoms" are mentioned in the Georgian sources many times.
49532.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
და სრულიად კანონზომიერია, რომ მეფე თამარის ტიტულატურა და ისტორიული წყაროების („ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“) მონაცემები ერთმანეთს თანხვდება.
And it is not surprising that Tamar's titles and the data found in the historical sources ("Histories and Praises of Monarchs") coincide.
49533.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
ტიტულატურაში რეაულარად აისახა მე-13 საუკუნის დასაწყისის საქართველოს პოლიტიკური სიძლიერე და გეოგრაფიული სიდიდე.
The titles give a realistic picture of the political influence and geographic extent of Georgia at the beginning of the 13<sup>th</sup> century.
49534.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
მართლა, ამ დროს საქართველო ვრცელი და მრავალეროვანი, სახელმწიფოა.
Georgia was indeed a large and multinational state at this time.
49535.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
საკუთრივ ქართული ტერიტორიების გარდა, სხვა მიწებიც შედიოდა და არაქართული მოსახლეობაც მრავლად იყო.
Apart from the Georgian territories, it embraced the other lands, too, with a numerous non-Georgian population.
49536.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
ნიშანდობლივია, რომ საქართველოს სახელმწიფო და მისი სამეფო კარი დაპყრობილი თუ შემოერთებული ქვეყნების მიმართ სწორხაზოვან პოლიტიკას არ ატარებდა.
It is noteworthy that the Georgian state and its royal court did not conduct a unilateral policy in regard to these conquered or annexed countries.
49537.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
აქ მრავალი პოლიტიკური ფაქტორი მოქმედებდა და დიდი ადგილი ეკავა დიპლომატიასაც.
A great number of political factors were in play here, and diplomacy played an important part.
49538.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
მეფე თამარის შორსმჭვრეტელი პოლიტიკის (ეს არც მის წინამორბედ მეფეებს აკლდათ) წყალობით, საქართველოს სახელმწიფო ზოგ ქვეყანას უშუალოდ იერთებდა.
Queen Tamar's prescient policy (her predecessors were not lacking in this regard, either) enabled her to join some countries to her kingdom directly.
49539.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
ეს უპირატესად იმ შემთხვევაში ხდებოდა, როცა ქრისტიანული მოსახლეობა სჭარბობდა.
This mostly happened in the cases, where Christians prevailed.
49540.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
ამ ქვეყანაში მმართველობის ისეთივე სისტემა მყარდებოდა, როგორც თვით საქართველოს სახელმწიფოში იყო.
In such countries, the same kind of government was established as existed in the Georgian state.