მოიძებნა 668060 ჩანაწერი
49561.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
უფრო რომ დავაზუსტოთ, ესაა გარდაბანი, ე. ი. ტერიტორია, რომელიც ქურდვაჭრის (მდ. დებედა) ხევსა და მდ. აღსტევს შორის მდებარეობდა (ჟამთააღმწერელი).
To be more precise, this was the territory of Gardabani i.e. the territory situated between the Kurdvachari (Debeda) Gorge and the river Aghstevi (Zhamtaaghmtsereli).
49562.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
შამქორი ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე საზღვრისპირა მხარე ყოფილა.
The country bordering Shamkori was the eastern frontier region.
49563.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
ეს არის გელაქუნის ტბასა და მდ. მტკვარს შორის მოქცეული ტერიტორია.
This is the territory between Lake Gelakuni and the river Mtkvari.
49564.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
საერთოდ, საქართველოს სამხრეთი საზღვარი ჩანს მდ. რახსი და ნახჭევანი („ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“).
Georgia's southern frontier appears to have been defined by the river Rakhsi and the city of Nakhichevan ("Histories and Praises of Monarchs").
49565.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
თამარის დროინდელი საქართველოს სამხრეთ-დასავლეთი საზღვარი სპერია („ჯავახეთით სპერამდის“).
In Tamar's time, the south-western border of Georgia was at Speri ("up to Javakheti Speri").
49566.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
აღმოსავლეთით მეფე თამარის მიერ დაჭერილი ტერიტორია გაგსა და განძას შორის მდებარეობდა.
In the east there was situated the territory between Gagi and Gandza, which had been captured by Tamar.
49567.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
გაგი მდ. დებედის ქვემო წელზე მდებარე ციხეა.
Gagi is the fortress, situated along the lower course of the river Debeda.
49568.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
ამგვარად, მდ. დებედა არის ის საზრვარი, რომლის სამხრეთითა და აღმოსალეთით თამარის მიერ შემოერთებული მიწებია.
Thus, the river Debeda seems to have been the boundary, beyond which Tamar annexed lands to the south and to the east.
49569.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
ამ ტერიტორიის უკიდურესი მიჯნა აღმოსავლეთით არის განძა (განძის საათაბაგო, რანი), სამხრეთით - მდინარე არეზი ანუ რახსი და სამხრეთ-დასავლეთით - ჭოროხის ზემო წელზე მდებარე პროვინცია - სპერი.
This territory was bounded on the east by Gandza (Gandza Saathabago, Rani), on the south by the river Arezi or Rakhsi, and on the south-west by the province Speri, situated on the upper course of the River Chorokhi.
49570.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
სპერი და მისი მიმდებარე ჭანეთი მეფე თამარის მიერ დაარსებულ ტრაპიზონის იპერიაში შედიოდა.
Speri and its adjacent Chaneti were part of the Trebizond Empire, founded by Queen Tamar.
49571.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
XIII საუკუნის ათიანი წლების საქართველოს ჩრდილოეთი საზღვარი გადიოდა კავკასიონის მთავარი ქედის გასწვრივ და საკუთრივ ჩრდილოეთ კავკასიის ნაწილი (დვალეთი, ხევი, თუშეთი)უშუალოდ სამეფოში შემოდიოდა.
During the first decade of the 13th century, the northern frontier of Georgia passed along the main range of the Caucasus, and part of Ciscaucasia (Dvaleti, Khevi and Tusheti) was part of the Georgian kingdom.
49572.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
ჩრდილო-დასავლეთით უკიდურესი წერტილი ნიკოფსი იყო და ჩრდილო-აღმოსავლეთით კი - შამახიის მთა.
Nikopsi was the extreme point in the north-west, and in the north-east it was the mountain of Shamakhia.
49573.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
კავკასიონის (ე. ი. საქართველოს ჩრდილოეთის საზღვრის) მიღმა მდებარეობდა საქართველოს ყმადნაფიცი ქვეყნები.
Beyond the Caucasus Range (i.e. the northern frontier of Georgia) a number of vassal countries were situated.
49574.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
ესენი ქვეყნები იყვნენ: ქაშაგეთი, ოვსეთი, დურძუკეთი, დიდოეთი, ღუნძეთი, ლეკეთი, დარუბანდი.
These included the countries of the Kashags, Ossettes, Durdzuks, Didos, Ghundzis, Leks, and Daruband.
49575.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
საქართველოს ყმადნაფიცები იყვნენ აგრეთვე აღმოსავლეთი შირვანი და რანი.
Eastern Shirvan and Ran were Georgia's vassals as well.
49576.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
ქვეყნები, რომლებიც საქართველოს ხარკს უხდიდნენ იყვნენ:
The countries, that paid tribute to Georgia were as follows:
49577.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
ხლათის სასულტნო, ერზინკის სასულტნო, კარნუ-ქალაქის საამირო, ნახჭევანის საამირო (ამას ადასტურებს არაბი იბნ ალ-ასირიც).
The Khlat sultanate, the Erzinki sultanate, the emirate of Karnu, the emirate of Nakhichevan (the Arab Ibn al-Assir confirms this information).
49578.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
რაც შეეხება ტრაპზონის სამეფოს - ეს იყო თამარის მიერ შექმნილი და საქართველოს სახელმწიფოს გავლენის სფეროში მყოფი იმპერია.
As for the Trebizond kingdom, it was an empire, established by Tamar, and it fell within the sphere of the influence of the Georgian state.
49579.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
მისი დამოკიდებულება საქართველოსთნ განსაკუთრებული იყო.
It had a special relationship with Georgia.
49580.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
ამგვარად, XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე საქართველო ვრცელი ქვეყანა იყო.
Thus, at the turn of the 12<sup>th</sup> - 13<sup>th</sup> century, Georgia was a vast country.