მოიძებნა 668060 ჩანაწერი
49581.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
მისი შორს გადაჭიმული საზღვრები მეტყველებდა სახელმწიფოს ძლიერებაზე.
Its broadly-extended frontiers spoke of the might of the country.
49582.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
შემთხვევით არ არის, რომ ხალხმა დიდი იმპერიის მპყრობელად წარმოგვიდგინა სახელოვანი მეფე:
It was without exaggeration, that Georgians presented their illustrious queen as the head of a great empire:
49583.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
„ცხოვრება მეფეთ-მეფისათამარისის“ ავტორმა ბასილი ეზზოსმოძღვარმა ხმამაღლა განაცხადა, რომ წინაპართა მიერ დატოვებული ტერიტორია მეფე თამარმა ერთი ორად გაზარდაო და დაასკვნა:
Basili Ezosmodzghvari, the author of "The History of Queen of Queens Tamar" declared that Queen Tamar had doubled the extent of the territory, left to her by her ancestors, and concluded:
49584.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | თამარ მეფე
„გარნა ლომი ბრჭალთაგან საცნაურ არს და თამარ საქმეთაგან“.
"A lion is known by his claws, and Tamar by her deeds".
49585.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | რუსთველის ეპოქის კულტურა
XI-XII საუკუნეებში ერთიანი და ეკონომიკურად ძლიერი ფეოდალური საქართველოს წინსვლა მის განათლება კულტურაშიც გამოიხატა.
The progress of united and economically strong Georgia of the 11-12<sup>th</sup> centuries was revealed in terms of education and culture as well.
49586.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | რუსთველის ეპოქის კულტურა
საქართველოში მოხდა ქრისტიანული (ბიზანტიური) და მუსლიმური კულტურების შეხვედრა და შერწყმა.
Christian (Byzantine) and Islamic cultures met and merged in Georgia.
49587.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | რუსთველის ეპოქის კულტურა
XI-XII საუკუნეები საერო ლიტერატურის განვითარებითა და აგრეთვე ქართული მხატვრობის, ჭედური ხელოვნებისა და არქიტექტურის აღმავლობით აღინიშნა.
The 11<sup>th</sup> and 12<sup>th</sup> centuries were marked by the development of literature, and also of Georgian painting, chasing, and architecture.
49588.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | რუსთველის ეპოქის კულტურა
ქართული საერო ლიტერატურის განვითარება ქართული ფეოდალური ერის კონსოლიდაციის უდავო მოწმობა იყო.
Development of Georgian secular literature gave clear proof of the consolidation of the Georgian feudal nation.
49589.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | რუსთველის ეპოქის კულტურა
აღნიშნული პერიოდის ქართული ხელოვნების (მხატვრობა, ჭედურობა, ხუროთმოძღვრული ძეგლები) დონე ქართველთა მყარი ერთობის თვალნათელი მაჩვენებელია.
The high level of Georgian art (painting, chasing, monumental architecture) testifies to the nation's stability and cultural unity.
49590.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | რუსთველის ეპოქის კულტურა
განათლება.
EDUCATION.
49591.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | რუსთველის ეპოქის კულტურა
ქვეყნის მაღალ კულტურას განსაზღვრავდა სწავლისა და აღზრდის საქმე, რაც იმდროინდელ საქართველოში ფრიად დაწინაურებული იყო.
The high culture in the country was determined by education and upbringing, both of which were highly developed in the Georgia of thosedays.
49592.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | რუსთველის ეპოქის კულტურა
სკოლები ძირითადად ეკლესია-მონასტრებთან არსებობდა.
The schools were generally attached to churches and monasteries.
49593.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | რუსთველის ეპოქის კულტურა
სწავლის და აღზრდის სისტემას ფაქტობრივად ქრისტიანული იდეოლოგია განსაზღვრავდა.
It was mainly Christian ideology that defined the system of education and upbringing.
49594.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | რუსთველის ეპოქის კულტურა
თუნდაც ის ფაქტი, რომ მეოთხე საუკუნეში ფოთის მახლობლად არსებობდა კოლხეთის რიტორიკული სკოლა, სადაც ქართველ ახალგაზრდებთან ერთად უცხოელებიც იღებდნენ განათლებას.
The fact that there was a Colchis school of rhetoric near Poti in the fourth century, where foreign youth, as well as Georgians, received education.
49595.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | რუსთველის ეპოქის კულტურა
და სადაც სწავლება, როგორც ვარაუდობენ, ქართულ და ბერძნულ ენებზე მიმდინარეობდა, ჩვენში სწავლა-განათლების ძველი ტრადიციების აშკარა დასტურია.
And where teaching was supposedly conducted in both the Georgian and Greek languages, is proof of the existence of very old traditions of education and upbringing in our country.
49596.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | რუსთველის ეპოქის კულტურა
ალბათ ეს სკოლა ერთადერთი არ იყო საქართველოში.
This school could not have been the only one in Georgia.
49597.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | რუსთველის ეპოქის კულტურა
საქართველოში რიტორიკული სკოლების გვერდით სხვადასხვა ქალაქებში უსათუოდ იქნებოდა დაწყებითი საფეხურის სკოლებიც.
There must have been other schools in different towns besides the schools of rhetoric, including elementary schools.
49598.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | რუსთველის ეპოქის კულტურა
XI-XII საუკუნეების საქართველოში ეკლესია-მონასტრებთან არსებული სკოლები ოფიციალური სახისა იყო.
The schools, which existed at churches and monasteries in the 11<sup>th</sup> and 12<sup>th</sup> century Georgia were of an official character.
49599.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | რუსთველის ეპოქის კულტურა
თეოლოგიას, ჰიმნოგრაფიას, ლიტურგიკას, ისტორიას და ქართულ მწიგნობრობას ასწავლიდნენ ამ სკოლებში.
Theology, hymnography, liturgy, history, and Georgian literature were taught in those schools.
49600.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | რუსთველის ეპოქის კულტურა
ამასთან ერთად გავრცელებული იყო კერძო (საშინაო) სწავლება სამეფო კარისა და დიდგვაროვან ფეოდალთა ოჯახების შვილებისათვის.
In addition, private instruction (conducted at home) was provided for the children of members of the royal court and for the families of high-born feudal lords.