მოიძებნა 668060 ჩანაწერი
49601.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | რუსთველის ეპოქის კულტურა
დიდი ტაძრები არა მარტო საკულტო-სამონასტრო დანიშნულებისა იყო, არამედ სასწავლო-სასკოლო ცენტრებსაც წარმოადგენდა.
Big churches functioned not only as monasteries and religious centers, but were also centers of teaching.
49602.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | რუსთველის ეპოქის კულტურა
XI-XII სს. საქართველოში სასკოლო განათლების დაწინაურების საქმეში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ბიზანტიური განათლების სისტემის ახლო გაცნობამ.
The close acquaintance of Georgians with the Byzantine education system played an important part in the development of school education in the 11<sup>th</sup>-12<sup>th</sup> century Georgia.
49603.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | რუსთველის ეპოქის კულტურა
ბევრმა ქართველმა მიიღო განათლება ბიზანტიის სკოლებში, ზოგი მათგანი კი შემდგომ დიდ მოღვაწედ მოგვევლინა (მაგ. ეფრემ მცირე).
Many Georgians received their education in the schools of Byzantium, and some of them became great public figures (e.g. Eprem Mtsire).
49604.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | რუსთველის ეპოქის კულტურა
გიორგი მთაწმინდელმა 80 ქართველი ყმაწვილი წაიყვანა ბიზანტიაში განათლების მისაღებად და ივერთა მონასტერში სამსახურისათვის.
Giorgi of Mtatsminda took 80 youths to Byzantium to get an education and to serve in the Iverian monastery.
49605.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | რუსთველის ეპოქის კულტურა
ფრიად განსწავლული მეფე დავით IV აღმაშენებელი რეალურად ფიქრობდა ერის განათლებაზე.
The highly educated king David IV the Builder gave serious thought to educating the nation.
49606.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | რუსთველის ეპოქის კულტურა
ეს შეუმჩნეველი არ დარჩენია სომეხ მემატიანეს ვარდან ბარძმერდეცს, რომელიც აღნიშნავს, რომ დავითი „ძლიერ ზრუნავდა ცოდნისმოყვარე ივერიის ხალხზე“.
This fact did not escape the attention of the Armenian chronicler Vardan Bardzmerdetsi, who remarked that David "took great care of the Iverian people, lovers of knowledge".
49607.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | რუსთველის ეპოქის კულტურა
ცოდნის მიღების მიზნით საქართველოს მეფეს ორმოცი ბავშვი აურჩევია და საბერძნეთში გაუგზავნია.
The Georgian king had chosen forty children with the purpose of giving them an education and sent them to Greece.
49608.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | რუსთველის ეპოქის კულტურა
„რათა ესწავლათ ენები, შეესრულებინათ თარგმანები და ჩამოეტანათ, რაც მათ გააკეთეს კიდევაც. სამი ამათგანი შემდეგში ცნობილი გახდა თავისი მოღვაწეობით“.
"In order that they should learn languages, do translations and bring what they did. Three of them became well-known people later on".
49609.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | რუსთველის ეპოქის კულტურა
დავით აღმაშენებლის დროინდელ საქართველოში, როგორც ჩანს, არაერთი სკოლა და აკადემია იყო.
It seems that there were many schools and academies in Georgia in David the Builder's time.
49610.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | რუსთველის ეპოქის კულტურა
რომელთა შორის გამორჩეული ადგილი გელათს უკავია.
Among them, Gelati has a special place.
49611.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | რუსთველის ეპოქის კულტურა
დავით აღმაშენებელმა 1106 წელს დააფუძნა ტაძარი, რომელიც იყო „აღმატებული ყოველთა წინანდელთა ქმნულთა“, განთქმული თავისი „სივრცითა და ნივთთა სიკეთითა და სიმართლითა, და მოქმნულობისა შეუსწორებლობითა“.
In 1106, David the Builder built a church, which was "much superior to all previously constructed", famous for "its size, quality, and amount of its materials and incomparability of its construction".
49612.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | რუსთველის ეპოქის კულტურა
ეს იყო გელათი, სადაც დაფუძნებული იქნა ქართული განათლებისა და კულტურის მნიშვნელოვანი კერა, გელათის აკადემია.
It was at Gelati, where the important center of Georgian education and culture, Gelati Academy, was founded.
49613.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | რუსთველის ეპოქის კულტურა
დავით აღმაშენებლის მემატიანე გელათს უწოდებს „ყოვლისა აღმოსავლეთისა მეორედ იერუსალიმად, სასწავლოდ ყოვლისა კეთილისად, მოძღურად სწავლულებისად, სხუად ათინად...“.
David the Builder's historian calls it "a foreshadowing of the second Jerusalem in the whole east, a school of all virtue, an academy of instruction, another Athens...".
49614.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | რუსთველის ეპოქის კულტურა
როგორც ჩანს, გელათი საერო-ფილოსოფიური და სასულიერო განათლების მნიშვნელოვანი კერა გახდა.
Gelati seems to have become an important center for both ecclesiastical and secular philosophical education.
49615.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | რუსთველის ეპოქის კულტურა
უპირველეს ყოვლისა, საჭირო იყო გელათის აკადემიის სათანადო კადრებითა და მატერიალური ბაზით უზრუნველყოფა.
In the first place, it was necessary to provide the Gelati Academy with suitable personnel and an adequate material base.
49616.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | რუსთველის ეპოქის კულტურა
საქართველოს მეფე სწავლულ-მეცნიერებს ეძებდა არა მარტო თავის სამეფოში, არამედ „ქუეყანისა კიდეთად“.
The king of Georgia looked for scholars and scientists not only in his kingdom, but "also in whatever corner of the world".
49617.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | რუსთველის ეპოქის კულტურა
დავით აღმაშენებელი მაღალი კრიტერიუმებით უდგებოდა სწავლულთა შერჩევას.
David the Builder, in selecting scholars, was guided by strict criteria.
49618.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | რუსთველის ეპოქის კულტურა
„სიწმიდე, სიკეთე, სისრულე, სულიერითა და ხორციელთა სათნოებითა აღსავსეობა“.
"Holy, virtuous, perfect, filled with spiritual and corporeal grace".
49619.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | რუსთველის ეპოქის კულტურა
მეფემ გამოძებნა და „შემოკრიბნა კაცნი პატიოსანნი ცხოვრებითა და შემკული ყოვლითა სათნოებითა“.
The king found and "gathered men of honourable life and adorned with all virtues".
49620.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | რუსთველის ეპოქის კულტურა
გელათის აკადემია დაარსებულა 1106-1110 წლებში, ე. ი. ტაძრის მშენებლობის გასრულებამდე.
Gelati Academy was founded in 1106-1110, i.e. before the construction of the church was complete.