მოიძებნა 668060 ჩანაწერი
49661.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | რუსთველის ეპოქის კულტურა
იგი მრავალ შესაწირავს აგზავნიდა უცხო სავანეთა მოსახმარად, უყურადღებოდ არ ტოვებდა ქართველ მორწმუნეებს და „მათ კერძოთა ეკლესიათა, მონასტერთა და ერთა ქრისტიანეთა მოიკითხადის“.
She sent rich donations to help foreign cloisters, and she did not leave the Georgian believers without attention, but "helped the churches, monasteries and Christian nations".
49662.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | რუსთველის ეპოქის კულტურა
განსაკუთრებით იერუსალიმზე ზრუნავდა საქართველოს მეფე.
She especially devoted her attention to Jerusalem.
49663.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | რუსთველის ეპოქის კულტურა
ამ ეკლესია-მონასტრებს უგზავნიდა „ბარძიმ ფეშხუმებსა და სიწმიდეთა საბურავებსა და მონაზონთა და გლახაკთათვის ოქროთა აურაცხელთა“.
The Georgian queen sent "Chalices and containers of sacred things and countless gold to nuns, monks and beggars".
49664.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | რუსთველის ეპოქის კულტურა
საზღვარგარეთ კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრების არსებობა დავით აღმაშენებლისა და თამარის დროის საქართველოს ეკონომიკურ სიძლიერესა და საერთაშორისო მასშტაბით მაღალ პოლიტიკურ პრესტიჟზე მიანიშნებდა.
The existence of Georgian cultural-educational centers abroad speaks of Georgia's economic strength and high political prestige in the times of David the Builder and Tamar.
49665.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | რუსთველის ეპოქის კულტურა
ფართო ლიტერატურულ-ფილოსოფიური და მთარგმნელობითი მუშაობა გაიშალა (ივერიის მონასტერი ათონის მთაზე, მონასტერი შავ მთაზე, სირიაში; პეტრიწონის მონასტერი ბულგარეთში და სხვ.).
Active literary-philosophical and translation work was undertaken (the Iverian monastery on Mount Athos, the monastery on the Black Mountain, the Georgian monastery in Syria, the Petritsoni monastery in Bulgaria, etc.).
49666.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | რუსთველის ეპოქის კულტურა
შეიქმნა არაერთი ორიგინალური ნაწარმოები და ითარგმნა ქართულ ენაზე ბევრი მსოფლიო კულტურის მნიშვნელოვანი ძეგლები,
Quite a few original works were created, and many important monuments of world culture were translated into Georgian.
49667.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | რუსთველის ეპოქის კულტურა
ეს, თავის მხრივ, ხელს უწყობდა ეროვნული მეცნიერებისა და მწერლობის განვითარებას.
This, in turn, facilitated the development of national scholarship and literature.
49668.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | რუსთველის ეპოქის კულტურა
საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველებიდან შორს გაითქვეს სახელი გიორგი მთაწმინდელმა, ეფრემ მცირემ, გიორგი ხუცესმონაზონმა (მცირემ) და სხვებმა.
Giorgi Mtatsmindeli, Eprem Mtsire, Giorgi the hieromonk (Mtsire), and the others made a name for themselves by working abroad.
49669.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | რუსთველის ეპოქის კულტურა
ხელოვნება.
ART.
49670.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | რუსთველის ეპოქის კულტურა
XI-XII საუკუნეების საქართველოში განსაკუთრებულ აღმავლობას განიცდის ხუროთმოძღვრება.
Architecture was particularly developed in the 11<sup>th</sup>-12<sup>th</sup> century Georgia.
49671.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | რუსთველის ეპოქის კულტურა
ამ პერიოდში შეიქმნა შუა საუკუნეების საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი და დიდი ტაძრები.
The largest and most important churches of medieval Georgia were built at this time.
49672.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | რუსთველის ეპოქის კულტურა
ამ პერიოდში მკაფიოდ გამოჩნდა ახალი სტილისტური ნიშნები.
New elements of architectural style appeared during this period.
49673.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | რუსთველის ეპოქის კულტურა
XI საუკუნის ძეგლებია: ბაგრატის ტაძარი ქუთაისში, სვეტიცხოველი მცხეთაში, ალავერდის კათედრალი კახეთში, სამთავისის ტაძარი ქართლში, ნიკორწმინდის მონასტერი რაჭაში და სხვ.;
The 11<sup>th</sup> century monuments include the following: Bagrat's cathedral in Kutaisi, Svetitskhoveli in Mtskheta, Alaverdi cathedral in Kakheti, Samtavisi in Kartli, Nikortsminda monastery in Racha, etc.
49674.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | რუსთველის ეპოქის კულტურა
გელათის მონასტრის დიდი ტაძარი, თიღვის გუმბათოვანი ეკლესია, იკორთის, ბეთანიის, ქვათახევის ტაძრები და სხვ. XII საუკუნისა ძეგლებია.
The great church of the Gelati monastery, the domed church of Tighva, and the churches of Ikorta, Betania, Kvatakhevi, etc. are the monuments of the 12<sup>th</sup> century.
49675.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | რუსთველის ეპოქის კულტურა
გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფის ბაგრატ III-ის დროს აიგო ქუთაისის ტაძარი, რომელიც ბაგრატის ტაძრის სახელითაა ცნობილი.
Kutaisi cathedral, known as Bagrat's church, was built in the reign of Bagrat III, the first king of the united Georgia.
49676.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | რუსთველის ეპოქის კულტურა
ამ ტაძრის მშენებლობა 1103 წელს დაუმთავრებიათ („ოდეს განიმტკიცნა იატაკი, ქორონიკონი იყო 223“).
The construction of this church was finished in 1103 ("When the building was over it was 223 of the koronikoni").
49677.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | რუსთველის ეპოქის კულტურა
სამხრეთისა და დასავლეთის კარიბჭეები მდიდრულადაა მოჩუქურთმებული (ისინიც XI საუკუნის პირველი ნახევრისაა).
The southern and western gates are richly ornamented (these also belong to the first half of the 11<sup>th</sup> century).
49678.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | რუსთველის ეპოქის კულტურა
მიუხედავად იმისა, რომ XVII ს-ის ბოლოს მომხდურმა თურქებმა დაანგრიეს ის , ჩამოიქცა გუმბათი, კამარები და XIX საუკუნეში დაინგრა დასავლეთის კარიბჭეც, ძეგლი დღესაც დიდ შთაბეჭდილებას ახდენს.
In spite of the fact that the invading Turks destroyed it at the end of the 17<sup>th</sup> century, resulting in the collapse of the dome and conchs, and the collapse of the western gate during the 19<sup>th</sup> century, the monument is still very impressive.
49679.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | რუსთველის ეპოქის კულტურა
ტაძრის ყველა ნაწილი ჰარმონიულადაა ურთიერთშერწყმული.
All parts of the edifice are harmoniously joined.
49680.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | რუსთველის ეპოქის კულტურა
წინათ ტაძარი მოზაიკით ყოფილა შემკული.
Originally it was adorned with mosaics.