მოიძებნა 668060 ჩანაწერი
49641.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | რუსთველის ეპოქის კულტურა
გელათის აკადემიაში, ისე, როგორც იმდროინდელი ბიზანტიის სქოლასტიკურ უმაღლეს სკოლებში, ისწავლებოდა მეცნიერების შვიდი ძირითადი დარგი: გრამატიკა, ფილოსოფია, რიტორიკა, არითმეტიკა, გეომეტრია, მუსიკა და ასტრონომია.
Seven main subjects in science and the humanities, including grammar, philosophy, rhetoric, arithmetic, geometry, music, and astronomy were taught at the Academy of Gelati, just as was done in the schools of Byzantium in those days.
49642.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | რუსთველის ეპოქის კულტურა
ამ პერიოდის საქართველოში კულტურულ-საგანმანათლებლო და სამეცნიერო ცენტრები, გელათის გარდა, სხვაც იყო.
There were other cultural, educational, and scientific centers besides the Academy of Gelati in Georgia at this period.
49643.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | რუსთველის ეპოქის კულტურა
უმაღლესი სასწავლებელი იყო იყალთოში - იყალთოს აკადემია.
There was also an institution of higher education at Iqalto - Iqalto Academy.
49644.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | რუსთველის ეპოქის კულტურა
ეს დასტურდება მონასტრის ეზოში შემორჩენილი შენობის ნანგრევებით, რომლებიც საერო ნაგებობისა უნდა იყოს.
This is confirmed by the ruins of a building in the monastery yard which must belong to a secular building.
49645.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | რუსთველის ეპოქის კულტურა
ნანგრევებში ჩანს თახჩა-ფანჯრები, კათედრის ფუძე და სხვ.
Among the ruins, we can see window-niches, the base of a pulpit, etc.
49646.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | რუსთველის ეპოქის კულტურა
იყალთოს აკადემიის დამაარსებელი და მისი პირველი ხელმძღვანელი (რექტორი) იყო არსენ იყალთოელი, რომელიც გელათიდან იყალთოში წასულა.
The founder and the first rector of the Academy of Iqalto was Arsen of Iqalto, who left Gelati for Iqalto.
49647.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | რუსთველის ეპოქის კულტურა
უმაღლესი სწავლების სხვა კერებიდან გადმოცემა გრემს ასახელებს.
Gremi is also said to have been a center of higher education.
49648.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | რუსთველის ეპოქის კულტურა
ცხადია, ფეოდალური საქართველოს ძლიერ, ცენტრალიზებულ სახელმწიფოში ბევრი იქნებოდა სასწავლო ცენტრები, მაგრამ, სამწუხაროდ, ცნობები მათ შესახებ არ შემოგვრჩა.
No doubt there were many other educational centers in the powerful centralized state of feudal Georgia, but unfortunately no information about them has been preserved.
49649.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | რუსთველის ეპოქის კულტურა
გამოთქმულია მოსაზრება, რომ იმდროინდელ საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ისწავლებოდა მედიცინა.
The hypothesis has been expressed, that medicine was also taught in Georgian centers of higher learning in those days.
49650.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | რუსთველის ეპოქის კულტურა
XIII საუკუნის დასაწყისში თარგმნილი სამკურნალო ხასიათის „წიგნი სააქიმომ“ სასწავლო დანიშნულების სახელმძღვანელო უნდა ყოფილიყო, რომელიც გელათის აკადემიაში მედიცინის საგნის სწავლების საქმეს ემსახურებოდა.
"Book of Treatment of Doctoring'', translated at the beginning of the 13<sup>th</sup> century must have been a textbook used at the Academy of Gelati for the teaching of medicine.
49651.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | რუსთველის ეპოქის კულტურა
ერთი სიტყვით, XI-XII სს. საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში სწავლება მაღალ აკადემიურ დონეზე მიმდინარეობდა.
In a word, teaching at the higher educational institutions of the 11<sup>th</sup>-12<sup>th</sup> century Georgia was at a high academic level.
49652.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | რუსთველის ეპოქის კულტურა
ამ სასწავლებლების კურსდამთავრებულნი მაღალგანსწავლულნი იყვნენ.
The graduates of these schools were highly-educated people.
49653.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | რუსთველის ეპოქის კულტურა
ქართული მწენობრობის კერები საზვარგარეთ.
GEORGIAN LITERARY CENTERS ABROAD.
49654.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | რუსთველის ეპოქის კულტურა
ფეოდალური საქართველოს სამეფო ხელისუფლება დიდ ყურადღებას აქცევდა კულტურული ცენტრების გამრავლებას საზღვარგარეთაც.
The royal power of Georgia paid great attention to the development of Georgian cultural centers abroad as well.
49655.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | რუსთველის ეპოქის კულტურა
ამ მხრივ განსაკუთრებით დავით აღმაშენებელი გამოირჩეოდა.
David the Builder was particularly distinguished in this respect.
49656.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | რუსთველის ეპოქის კულტურა
მრავალმხრივ და ღრმად განათლებულ საქართველოს მეფეს თავისი დამხმარე ხელი შორს გაუწვდენია საზღვარგარეთული სავანეებისათვის.
David the Builder, distinguished by a broad and profound education, was a generous benefactor of Georgian cloisters abroad.
49657.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | რუსთველის ეპოქის კულტურა
„აღავსო ზღუა და ხმელი ქუელის საქმემან მისმან, რამეთუ ლავრანი და საკრებულონი და მონასტერნი არა თვისთა ოდენ სამეფოთა, არამედ საბერძნეთისნიცა...მთაწმიდისა და ბორღალეთისანი, მერმეცა ასურეთისა და კვიპრისა, შავისა მთისა, პალესტინისანი.“
"His good works filled the sea and dry land.He filled with benefits lavras, convents, and monasteries – not only those of his own realm, but also those of Greece...the Holy Mountain, of Bulgaria, of Syria and Cyprus, of the Black Mountain, and of Palestine."
49658.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | რუსთველის ეპოქის კულტურა
„აღავსნა კეთილითა, უფროსღა საფლავი უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესი, და მყოფნი იერუსალემისანი თვითოფერთა მიერ შესაწირავთა განამდიდრნა“.
"He especially honoured the tomb of our Lord Jesus Christ and the inhabitants of Jerusalem with multifarious offerings".
49659.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | რუსთველის ეპოქის კულტურა
საზღვარგარეთ ქართული კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრების გაჩენა დავით აღმაშენებლის დიდი გავლენისა და ავტორიტეტის ნათელი მაჩვენებელია საერთაშორისო მასშტაბით.
The appearance of Georgian cultural-educational centers abroad is the sign of David the Builder's great influence and authority in the international arena.
49660.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | რუსთველის ეპოქის კულტურა
საზღვარგარეთული კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრებისადმი დიდ ყურადღებას იჩენდა მეფე თამარიც.
Queen Tamar also paid great attention to Georgian cultural-educational centers abroad.